რობერტ ლევანდოვსკი გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს

რობერტ ლევანდოვსკი გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს

“ბარსელონას” დღევანდელი ვარჯიში პოლონური სიახლეებით გამოირჩა – გუნდს ვოიცეხ შჩესნი დაუბრუნდა, მაგრამ რობერტ ლევანდოვსკი გამოაკლდა.

ვოიცეხ შჩესნი “ოსასუნასთან” გუშინ გამართული მატჩის (2-0) განაცხადს მიღმა დარჩა, რისი მიზეზიც კუჭის პრობლემები იყო. როგორც ირკვევა, ვეტერანი მეკარე გამოჯანმრთელდა და ის გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა.

“ოსასუნასთან” თამაშში განაცხადში კი მოხვდა, მაგრამ ბოლომდე სათადარიგოთა შორის დარჩა რობერტ ლევანდოვსკი. როგორც ირკვევა, ამის მიზეზი ზურგისა და ბარძაყის არეში მცირე ტკივილები იყო. Mundo Deportivo-ს ცნობით 37 წლის პოლონელი, თავის დაზღვევის მიზნით, დღეს გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს. ის სავარჯიშო დარბაზში ინდივიდუალურად იტვირთება.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 16 დეკ 2025, 00:22

    დაბერდა ლევანა მაგრამ მაინც მადლობის მეტი რა გვეთქმის, სიბერის დროს მოვიდა ბარსაში და კლუბის ლეგენდა გახდა

  • Fc Barca Batumi
    schedule 15 დეკ 2025, 17:42

    ბებერი ძვლები დაასვენოს, მერე აიწყვიტოს თავისებურად, აბა მიხას თოფა ზვიგენას იმედზე ჩემი მტერი დადგა.

  • SHOTEX_ERADZE1992
    schedule 15 დეკ 2025, 13:27

    დაისვენოს

  • Rick Sanchez
    schedule 14 დეკ 2025, 21:07

    ლევანდოვსკი მაინც ჯობია ბარსას ყველა ფორვარდს დღეს.

  • araujo4
    schedule 14 დეკ 2025, 20:53

    ციტატა: vaiman . vamsdrane
    ზაფხულში გაუშვან არაბეთში, დავიჯერო 50🍋 არ ღირს არაბული ფასებით ლევანა?


    კონტრაქტი ეწურება რა 50 მილიონი ხუმრობ? 😀

  • vaiman . vamsdrane
    schedule 14 დეკ 2025, 18:18

    ზაფხულში გაუშვან არაბეთში, დავიჯერო 50🍋 არ ღირს არაბული ფასებით ლევანა?

  • La Pulga10
    schedule 14 დეკ 2025, 16:57

    დაბერდა მგელი

  • nika 54
    schedule 14 დეკ 2025, 16:16

    ნუ დატვირთავთ ამას ნამეტანი, მიაღწიოს როგორმე საპენსიო ასაკს.