workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
9 დებიუტის მოლოდინში სპოტიფაი კამპ ნოუზე

9 დებიუტის მოლოდინში სპოტიფაი კამპ ნოუზე

გუშინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონა” “სპოტიფაი კამპ ნოუზე” ბრუნდება. 22 ნოემბერს კატალონიური გუნდი “ბილბაოს” უმასპინძლებს.

“ბლაუგრანას” ფეხბურთელების უმრავლესობას “სპოტიფაი კამპ ნოუზე” თამაშის გამოცდილება უკვე აქვს, მაგრამ 9 მათგანს ამ არენაზე არასდროს უთამაშია. ესენია: ჟოან გარსია, პაუ კუბარსი, ფერმინ ლოპესი, დანი ოლმო, მარკ კასადო, მარკ ბერნალი, ჟერარ მარტინი, რუნი ბარდჯი და დრო ფერნანდესი.

ვოიცეხ შჩესნისა და მარკუს რაშფორდს “სპოტიფაი კამპ ნოუზე” უთამაშიათ, მაგრამ სტუმარი გუნდის ფეხბურთელის რანგში.

ყველა სხვა ფეხბურთელს ამ სტადიონზე “ბარსელონას” ფორმით თამაშის გამოცდილება აქვს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • Rick Sanchez
    schedule 21 ნოე 2025, 22:57
    #4

    იამალსაც სულ ერთხელ მოუწია თამაში კამპ ნოუზე, ისიც დებიუტის დღეს.

  • Flying Dutchman
    schedule 19 ნოე 2025, 17:53
    #3

    ციტატა: nika 54
    გარსიას ესპანოლის ფორმითაც არ მოუწია თამაში?


    არა, როცა დადგა ძირითადში უკვე მონჟუიკზე ვიყავით

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 19 ნოე 2025, 06:54
    #2

    დაადგა საშველი როგორც იქნა

  • nika 54
    schedule 18 ნოე 2025, 20:43
    #1

    გარსიას ესპანოლის ფორმითაც არ მოუწია თამაში?