ფერან ტორესი ნაკრებს კუნთის დაზიანებით ტოვებს

ფერან ტორესი ნაკრებს კუნთის დაზიანებით ტოვებს

“ბარსელონას” კიდევ ერთი ფეხბურთელი უბრუნდება ნაკრებიდან დაზიანებით, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე მნიშვნელოვან ტრავმასთან არ გვაქვს.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ფერან ტორესმა ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების თამაში კუნთის დისკომფორტით დაასრულა. სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ გაირკვა, რომ საქმე არა ტრავმასთან, არამედ კუნთის გადაღლასთან გვაქვს. თუმცა ექიმებმა გადაწყვიტეს, არ გარისკონ და ფერანი ხვალ ბულგარეთთან გასამართ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს.

შეიძლება ითქვას, რომ ეს “ბარსელონასთვის” კარგი ამბავიც კია. ესპანელი შემტევი ბულგარეთთან მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს და SER-ის ცნობით, ის სანაკრებო პაუზის შემდეგ “ჟირონასთან” მატჩისთვის მზად იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • levanoza
    schedule 14 ოქტ 2025, 00:43
    #9

    <<ცენზურის დარღვევა>> გინდა ტუალეტში ამოიღე, გინდა მის მიღმა – მაინც იმად დარჩება, რაც მანამდე იყო

  • La Pulga10
    schedule 13 ოქტ 2025, 23:44
    #8

    პედრიც გამოუშვან. ბულგარეთს ახალგაზრდულითაც მოუგებენ.

  • nika 54
    schedule 13 ოქტ 2025, 20:35
    #7

    ისე ამ ბოლო დროს მე მგონი სამიზნე გაუფუჭდა. დასარეგულირებელია თავიდან და ალბათ გაუსწორებს ფლიკი მიზანსაც და რაზვალსაც.

  • M10 S9 D11
    schedule 13 ოქტ 2025, 20:15
    #6

    ძაან კაი იმენს ვირის ხორცია გინდ გყოლია გინდ არა ბარდჯიმ უნდა ითამაშოს დრო უნდა მიეცეს მაგ ბიჭს

  • SHOTEX_ERADZE1992
    schedule 13 ოქტ 2025, 18:13
    #5

    დაწყევლილია ბარსა 😡😡😡

  • Don_Andresito
    schedule 13 ოქტ 2025, 18:03
    #4

    პედრი დარჩა და ყველაფერს გააკეთებს სიკო ფუენტე რო ეგეც დაატრამვოს კლასიკო რო გამოატოვებინონ

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 13 ოქტ 2025, 15:59
    #3

    სასაცილოც აღარაა უკვე

  • Rick Sanchez
    schedule 13 ოქტ 2025, 15:06
    #2

    ისეთი ძლიერი დაურტყა მამარდაშვილს, კუნთი გაეჭიმა ეტყობა.

  • JustBarcaLover
    schedule 13 ოქტ 2025, 14:32
    #1

    ეს გინდ ყოფილა გინდ არა