იამალის, რაფინიასა და ფერმინის დაბრუნება გადაიდო

იამალის, რაფინიასა და ფერმინის დაბრუნება გადაიდო

“ბარსელონას” ტრავმირებული ფეხბურთელები ლამინ იამალი, რაფინია და ფერმინ ლოპესი სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ პირველ მატჩში, “ჟირონასთან” შეხვედრაში, ვერ ითამაშებენ.

ივარაუდებოდა, რომ იამალი, რაფინია და ფერმინი “ჟირონასთან” დაბრუნდებოდნენ, თუმცა, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ისინი ამ თამაშისთვის გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებენ.

“ბარსელონა” იმედოვნებს, რომ ხსენებული მოთამაშეები “რეალ მადრიდთან” მნიშვნელოვანი დაპირისპირებისთვის, რომელიც 26 ოქტომბერსაა ჩანიშნული, მზად იქნებიან, მანამდე კი “ბლაუგრანას” “ჟირონასა” და “ოლიმპიაკოსის” დამარცხება მათ გარეშე მოუწევს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (21)

  • joy
    schedule 17 ოქტ 2025, 22:46
    #21

    ციტატა: nika 54

    ციტატა: joy
    სატრანსფერო ფანჯარაზე ხელმისაწვდომი იყო ნორვეგიელი ნუსა, კარგი მონაცემებით, კარგი დრიბლინგით, ახალგაზრდა ბიჭი. ფასი აღარ მახსოვს, მაგრამ კატასტროფული ნამდვილად არ იყო. ლაპორტა და დეკუმ რატომ ამჯობინეს ბარდაჯი გაუგებარია… ალბათ მხოლოდ ფასის გამო, ბარდაჯის ფასი ბევრად არ აღემატება ალბათ ტონა ბადრიჯნის ფასს. გუშინაც კარგი მატჩი ქონდა ნაკრებში ისრაელის წინააღმდეგ


    პირველი გოლის ავტორი ნაკრებში?


    ანტონიო ნუსა, 2005 წლიანი, ლეიპციგში თამაშობს, ნაკრების ბოლო თამაშში 2 ასისტი ქონდა და ჰოლანდის 2 გოლის მიუხედავად უმაღლესი შეფასება გუნდში, მატჩის MVP