თითქოს ხულიან ალვარესის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაში ცეცხლზე ნავთის დასხმა აკლდა, პარასკევს დილით მახადაონდაში, “ატლეტიკოს” სპორტულ ბაზაზე გამოჩნდა ბანერები, რომლებიც კლუბიდან მის წასვლას ითხოვდნენ. ამასთან ერთად, კლუბის აღმასრულებელი დირექტორის, მიგელ ანხელ ხილ მარინის განცხადებების შემდეგ, თავდამსხმელის აგენტი, ფერნანდო იდალგო აფეთქდა.
“არასოდეს ჰკითხო მატყუარას, რატომ იცრუა. ამის ასახსნელად მას ხელახლა მოტყუება მოუწევს”, – დაწერა იდალგომ თავის ინსტაგრამზე.
პასუხი ხილ მარინს
“ბარსელონას” სამიზნის წარმომადგენლის ეს გზავნილი ხილ მარინის EFE-სთან ინტერვიუდან სამი საათის შემდეგ გავრცელდა, სადაც მან პირდაპირ სახელის ხსენების გარეშე იდალგოსკენ გაისროლა: “უნდა გვესმოდეს, რომ ბოლო თვეებში ხულიანს პროფესიონალურ კარიერაში საუკეთესო მრჩევლები არ ჰყოლია.”
მანამდე კი აღმასრულებელი დირექტორი არგენტინელს დახმარების ხელს უწვდიდა, რათა მას “ატლეტიკოში” თამაშის ხალისი დაებრუნებინა: “ჩვენ დავეხმარებით ხულიანს და გავაგრძელებთ მასზე ზრუნვას, რათა თავისი სრული პოტენციალი გვაჩვენოს, რადგან ის ევროპის გრანდებთან კონკურენციისთვის გვჭირდება.”
მოლოდინი და ბარსელონას პოზიცია
იდალგოს ეს რეაქცია (რომელიც სავარაუდოდ პირდაპირ ხილ მარინისკენაა მიმართული) დიეგო პაბლო სიმეონეს შაბათის პრესკონფერენციის და კვირას “ვილიარეალის” წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ გავრცელდა. “მეტროპოლიტანოს” ტრიბუნების რეაქცია ხულიანის მიმართ (ითამაშებს ის თუ არა) ზაფხულის ამ სატრანსფერო საგაში მორიგი ეპიზოდი იქნება.
უნდა ვნახოთ, რას მოიმოქმედებს ფეხბურთელი მოვლენათა განვითარების შესაბამისად. “ბარსელონასთვის” ხულიანი რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად და 9 ნომრად კვლავ გეგმა A-დ რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერზე “ატლეტიკოს” კატეგორიული უარის გამო კატალონიელებს ურთულესი ამოცანის გადაჭრა უწევთ.
ჩემი აზრით ვინმე უნდა მოიყვანონ იჯარით. ალვარესმა კიდე თავის შესაძლებლობის 30% ითამაშოს და მიხვდება ატლეტიკო რო ჯობია გამოუშვან. ან ზამთარში ან შემდეგ წელს. რეალური მაინც არავინაა ეხლა რო მოვიყვანოთ და ვიღაცაში ფულის გადახდას იჯარა მირჩევნია
იმედია ეხლა მაინც გაიგებს და შეიგნებს ლაპორტა, რომ ატლეტიკზე საზიზღარი გუნდი არ არსებობს და მთლიანად გაწყვიტავს ურთიერთობას, არც მაგათი ფეხბურთელი არ გვინდა და სულ რო უვარგისი ვინმე გვყავდეს მაგათ არ, მივყიდით უნდა მეთქვა, მაგრამ უფრო ჩუქება გამოდის ხოლმე.
ფუუ იმენა ატლეტიკოს დედაც და მაგათი უთავმოყვარეო პერსონალის სუყვალაფერს შე@@ციი ფეხბურთს არ უხდება მსგავსი რამ როდესაც ფეხბურთელს წასვლა უნდა უნდა გაუშვა ეს არის დაუწერელი კანონიი ეგრე ჩვენთანაც აკავშირებდა ნეიმარს კონტრაქტი მაგრამ გავუშვით მიუხედავად იმისა რომ ძალიან გვინდოდა და გვიყვარდა. მაგრამ თავად უნდოდა წასვლა და ხელი არც არავის შეუშლია ამაში ესენი ვინ არიან კლავენ ფეხბურთელებს და ოცნებებს. ვერ ვიტან ატლეტიკოს რეალზრ მეტადაც კი მძულს!
ნეიმარს ვერც შეუშლიდა ვერავინ ხელს, გამოსასყიდი გადაიხადა პარიზმა.
რავი ამის მერე მანდ გაჩერების პონტი არაა და ჯანდაბას წაიყვანოს არსენალმა,დიდად მაინც არ ვიკლავ ამისთვის თავს. არსენალსაც კაი 9 სჭირდება და ორივე გუნდი მაგარი მოხოდილი მეყოლება.
ამის დარჩენას რაღა აზრი აქვს ატლეტიკოში.
არ ვიცი სად წავა, მაგრამ ამდენი აურზაურის მერე ის იქ არ და ვერ დარჩება, თუ მაინც დააბეს, ვაი მასეთ დარჩენას.
აი ამხელა ამბების მერე როგორ უნდა დარჩეს მანდ გაუგებარია
ოპაა ნელ ნელა იძაბება იმედია მალე იზავს რამეს ალვარესი საჯაროდ გამოხატავს ან აჯანყდება თორე აზრი აღარ აქვს
დილა მშვიდობისა, სეტანტაზე ლალიგა აღარ არის ?
Ara ise achvenebden komentatoris gareshe da axla egrec agar ushveben. Liga 1 saudis ligas da ra debilobebi miyavt da laliga ar iyides.
რაც იაფი უჯდებათ იმას შვებიან
😀 მოკლედ ლალიგისთვის ანუ ცალკე უნდა ვიყიდო 😀 რა კაი იყო კაბელური რ*სულ არხებზე ყველაფერს უფასოდ ვუყურებდი და
Laligas setantaze ver uyureb silkze iqneba marto