საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაცია UEFA-მ ესპანურ ლა ლიგას “ვილიარეალისა” და “ბარსელონას” დაპირისპირების ქვეყნის ფარგლებს მიღმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარების ნება დართო.
ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში “ბარსა” “ვილიარეალს” თავდაპირველად “სერამიკაზე” სტუმრად უნდა შეხვედროდა, თუმცა, ბოლო ცნობებით, თამაში აშშ-ში, კერძოდ, მაიამიში გაიმართება.
UEFA-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა დაადასტურა, რომ “ვილიარეალი”-“ბარსელონა” და “კომო”-“მილანი” უცხოეთში გაიმართება, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ თამაშების საზღვარგარეთ ჩატარების მკაცრი წინააღმდეგია.
შიდა ჩემპიონატების მატჩები საკუთარ მიწაზე უნდა გაიმართოს. ნებისმიერი სხვა ვარიანტი შეურაცხყოფს ერთგულ გულშემატკივრებს, რომლებიც თამაშებზე დადიან და პოტენციურად ჩემპიონატებში უსახურ ელემენტებს შეიტანს. ჩვენი კონსულტაციების შედეგად ამ შეშფოთების ფართო მასშტაბები დადასტურდა.
მიუხედავად იმისა, რომ, სამწუხაროდ, ამ ორი თამაშის ქვეყნის გარეთ ჩატარების ნებართვა გავეცით, ეს გადაწყვეტილება გამონაკლისია და პრეცედენტად არ უნდა ჩაითვალოს. ჩვენი პოზიცია აშკარაა: ეროვნული ჩემპიონატების მთლიანობის დაცვა და ფეხბურთის საკუთარ გარემოში დარჩენის უზრუნველყოფა.
– ციტირებს ჩეფერინის სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.
გადავრჩენილვართ
ვინ ირჩევს პრეზიდენტს?
სოსიეოები
ჯერ არაა ცნობილი ფონტი იქნება ალბათ ერთი
ალემანი ატკეტიკოში მივიდა😀 საღოლ ლაპორტა შე სირო
ვინ ირჩევს პრეზიდენტს?
MESSI 2017, ხომ ვერ მეტყვით ვინ არის ლაპორტას მოწინააღმდეგე?
რაღაც ხშირად მხვდება უკვე მესიზე რო 2026ში ლაპორტას მოწინააღმდეგეს დაუჭერს მხარსო და მართალია მემგონი და თუ ეგრეა გვეშველა
და რამდენის გადახდა მოგვიწევს?₾
500 ევრო +
ოქტომბრის კლასიკო,
წინასწარ უფრო იაფი იქნება ალბათ
და რამდენის გადახდა მოგვიწევს?₾
გულშემატკივარი ბევრს არაფერს კარგავს.
ერთ თამაშს თუ არ დაესწრებიან მაგით არაფერი მოხდება განსაკუთრებული, აი ვინც ზიანს იღებს არიან ფეხბურთელები, რომლებსაც მოუწევთ ძალიან ხანგძლივი მგზავრობა და ეგ ყველაფერი აისახება თამაშის ხარისხზე და ასევე ტრავმების მხრივაც.
მე ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ ბარსელონას თამაშზე. ძლივს რომ ვილიარეალთან მატჩის ბილეთები გავჩითო და მერე მითხრან ამერიკაში ტარდებაო, ბევრს არაფერს დავკარგავ?
სადაც უნდათ იქ ჩაატარონ მთავარია ფული მაი*ვას. ზამთარში ტრანსფერი თუ არ გაკეთდა დაივიწყონ წელს ტიტულები. სანწუხაროა,მაგრამ ფაქტია,რომ გუნდში ტოპ კლასის მხოლოდ 4-5 ფეხბურთელი. დაცვისთვის უნდა დაიმატონ ვინმე უფასოდ და შეტევაშიც კარგი იქნებოდა.
walker599, გელა ბარკალაიამ ფულის შოვნა იცის, სულელი ფულს ვერ იშოვის. ლაპორტა უმაქნისი აფერისტია
ალემანი წაიყვანა ატლეტიკომ, იიიი ლაპოლტაა დეკუ არსად დაგეკარგოს შენ, იმედია არჩევნებზე მოაშორებენ ამ გელა ბარკალაიას.
ალემანი ატლეტიკოს სპორტულ დირექტორად დანიშნეს…
ახლა გაახსენდათ გულშემატკივარი… წადით თქვენი აფერისტი…
ბარსელონა კარიმ ადეიემის აკვირდებაო 2027 აქ კონტრაქტიო 45 მილიონი ღირს ეხა და თუარ გაახანგრძლივა კონტრაქტიო ბარსელონა ეცდება რო შეიძინოსო მაგრამ ესეც მორიგი ლაპორტას შეთხზული სტატია მგონია სტატიებში უფრო მეტ ფულს ხარჯავს ეს სლეი ვიდრე ტრანსფერებში არადა ადეიემი და შლოტენბერგი რას დაგვხატავდა არადა არცერთი არეღირება ძვირი ზაფხულში
კლასიკო ჩაგვიტარონ დინამოზე.
არც მწვადი დაწვა და არც შამფური, მარა საფულე გაიბრა. ფული ბაბა, ბევრი ფული ბაბა.
Rick Sanchez,
გულშემატკივარი ბევრს არაფერს კარგავს.
ერთ თამაშს თუ არ დაესწრებიან მაგით არაფერი მოხდება განსაკუთრებული, აი ვინც ზიანს იღებს არიან ფეხბურთელები, რომლებსაც მოუწევთ ძალიან ხანგძლივი მგზავრობა და ეგ ყველაფერი აისახება თამაშის ხარისხზე და ასევე ტრავმების მხრივაც.
მართალია UEFA. ფული გასაგებია, მაგრამ გულშემატკივრებმა რა დააშავეს?