“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი მიიჩნევს, რომ ლამინ იამალმა მეტი სამუშაოს შესრულება და განვითარება უნდა გააგრძელოს, მიუხედავად მისი უდიდესი ტალანტისა.
ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, სადაც “ბარსელონა” პსჟ-ს დაუპირისპირდება, გუნდისთვის დიდი სიახლე გახდა იამალის დაბრუნება. ახალგაზრდა ვარსკვლავმა “რეალ სოსიედადთან” გამარჯვებაში მოედანზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, თუმცა ფლიკი სიფრთხილით უდგება მის გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს.
“ლამინი მხოლოდ 18 წლისაა. არ მომწონს, როცა ასე განადიდებენ. მას უდიდესი ტალანტი აქვს და უკვე მაღალი დონეა, მაგრამ შემდეგ საფეხურზე ასასვლელად კიდევ უფრო ბევრი უნდა იმუშაოს. ფეხბურთი მხოლოდ შეტევაში თამაში არ არის – დაცვაც ისეთივე მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ფლიკმა.
გერმანელი სპეციალისტი შეეხო რონალდ არაუხოს თემასაც, რომლის წითელმა ბარათმა ორი წლის წინ “ბარსელონას” პსჟ-სთან დამარცხებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ფლიკმა ამჯერად სრული ნდობა გამოხატა ურუგვაელი მცველის მიმართ და თქვა, რომ ეს წარსულის ისტორიაა.
“მაქვს ნდობა არაუხოს მიმართ. ძალიან კმაყოფილი ვარ მისი მუშაობით. უბრალოდ გვიწევს სიფრთხილით მივუდგეთ ცენტრში შემადგენლობის შერჩევას, რადგან მეტოქეთა სტილი და თვისებები ყოველთვის განსხვავებულია”, – დასძინა მწვრთნელმა.
მასეთმა თავში ავარდნებმა დაღუპა სწორედ იამალზე ბევრად პერსპექტიული არაერთი მოთამაშე
ისე ნუ ლაპარაკობთ, ვითომ მის ადგილზე ნებისმიერი ადამიანი უარესად არ მოიქცეოდა. ეგ კიარა, გორის დილის საუკეთესო მოთამაშე რომ ვიყო, მე გადავი*ვავდი თავზე.
nika 54, მე ტრაგედიიად არ აღვიქვამ ამ
იამალის ქმედებებს, ესეც და მისი გარემოცვაც თუ იმას ვერ ხვდებიან რომ, იქ სადაც მივიდნენ ლამინეს ფეხბურთის თამაშით მივიდნენ, მაშინ იგრიალონ, და იგულაონ ეგ მხოლოდ სოფლელობაზე მეტყველებს, და მათ გონებრივ განუვითარებლობაზე, სანამ
იამალა კარგად და ლამაზად ითამაშებს მანამ ვისიამოვნებ მისი თამაშის სტილით, იმის იქეთ გასტ…ყვნ..ა პატრონი…მამამისი ისეთი სიმახინჯეაა მაგის შვილოსგან სხვას რას უნდა ელოდოს კაცი…
ნამდვილად იამალს ახლა უნდა მიხედვა სანამ ნეიმარ-2 ად არ იქცა. და არც არაუხოს მიშვება არ შეიძლება მთელი მატჩის განმავლობაში უნდა ფლიკისგან მითითებების მიღება.