დროს ოფიციალური დებიუტი ბარსელონაში

დროს ოფიციალური დებიუტი ბარსელონაში

“რეალ სოსიედადთან” ცოტა ხნის წინ დასრულებულ შეხვედრაში (2-1) “ბარსელონას” პირველ გუნდში 17 წლის ტალანტის, პედრო ფერნანდესის, იგივე დროს ოფიციალური დებიუტი შედგა.

დრო “ბარსას” სკოლის აკადემიის აღზრდილია, რომელსაც იგი 2022 წელს შეუერთდა. ესპანელი შემტევი ნახევარმცველი “ლა მასიას” ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება. დღეს მან “ბლაუგრანაში” პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რაც ნამდვილად გამოსარჩევი ამბავია.

დრო ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა. მან პირველი ტაიმი სრულად ჩაატარა, რის შემდეგაც დანი ოლმომ შეცვალა.

ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი. ეს დაუჯერებელია. როდესაც მითხრეს, რომ სასტარტოში ვითამაშებდი, თავიდან ვერ ვიჯერებდი. ახლა უფრო მშვიდად ვარ. ყველაფერი ესაა.

ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა დამამშვიდეს და მითხრეს, რომ კარგად ვიცი, რას ვაკეთებ ვარჯიშებზე. ამან თავდაჯერებულობა შემმატა.

– განაცხადა დრომ თამაშის შემდეგ.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (7)

  • nika 54
    29 სექ 2025, 20:55

    მთლად იამალი ვერ არის, მაგრამ 1 წელი აქვს რო დაეწიოს კლასით.

  • Don_Andresito
    29 სექ 2025, 09:01

    პრესეზონზე უფრო სწორად და ეფექტურად თამაშოვდა. ოფიციალურმა თამაშმა მაინც თავისი ქნა. ბევრი სამუშაო აქვს. ისე გილე ფერნანდესი რატო დაიკიდა ფლიკმა, ამაზე ნიჭიერი მგონია. მარა თუ გაიჯარდება სადმე და რეგულარულად ითამაშებს შეიძლება კარგი ბიეიც დადგეს.

  • PUIOL5
    29 სექ 2025, 09:00

    დიდი ვერაფერი ტალანტია, რაღაც მონაცემები აქვს და თუ იშრომებს მიაღწევს რამეს.

  • LEVANII
    29 სექ 2025, 08:16

    Მე მომეწონა ამის თამაში შეცდომებიც ჰქონდა მაგრამ აშკარად ეტყობა რო ბურთთან მოქცევა შეუძლია პრაქტიკა შჭირდება აქ მაგის პოტენციალი რო მომავალში სასტარტოს კაცი გახდეს

  • Rick Sanchez
    29 სექ 2025, 00:53

    სოსიედადთან, ძირითადში შედგა ამ ბავშვის დებიუტი, ემოციების გამო ლოგიკურია ინერვიულა. შემდეგ მატჩებში დამშვიდდება და მაშინ შევაფასოთ.

  • vaiman . vamsdrane
    28 სექ 2025, 23:24

    რა ვქნა, ამ ბავშვში ტალანტი ვერ დავინახე, მულატი ჟერარ გუმბაუ არის, მაქსიმუმ ჯოვანი დოს სანტოსი.