“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის მატჩში “რეალ სოსიედადთან” დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
მადრიდული დერბი? ვფიქრობ, ვუყურებ. თვალს ბევრ მატჩს ვადევნებ. ისინი ფანტასტიკური გუნდები არიან. ამ თამაშს მოუთმენლად ველი.
ლამინ იამალი ხვალ სათამაშო დროს აუცილებლად მიიღებს. სასტარტოში იქნება თუ სათადარიგოზე, ითამაშებს. ვფიქრობ, ის სრულიად მზადაა, რეციდივის რისკი არ არსებობს.
იამალის დასვენება თუ ესპანეთის ნაკრებში თამაში? ეს ჩემი საქმე არაა. ეს საკითხი ესპანეთის ნაკრების მწვრთნელს ეხება. მისი გადასაწყვეტია, გამოიძახებს თუ არა ლამინს.
როტაციები ხვალ პსჟ-ის გამო? ფოკუსირებულები ვართ ყოველთვის მომდევნო მატჩზე, რომელიც ახლა “რეალ სოსიედადთან” გვაქვს. ამის შემდეგ ვნახოთ, როგორც მოვემზადებით პსჟ-თან შეხვედრისთვის. ზედიზედ 4 მოგება გვაქვს და ასე უნდა გავაგრძელოთ.
გვინდა, გულშემატკივრებს იგივე სტილი ვაჩვენოთ, რომლითაც გასულ სეზონში ვთამაშობდით.
დარწმუნებული ვარ, “ლუი კომპანისი” მზადაა. ამას ხვალ ვნახავთ, მაგრამ, ვფიქრობ, მოედანი კარგ მდგომარეობაშია.
ბუსკეტსის კარიერის დასრულება? წარსულისკენ არ ვიხედები, მაგრამ, ვფიქრობ, ყველამ ისიამოვნა “ბარსას” იმ თაობით, რომელსაც საოცარი ნახევარდაცვა ჰყავდა. ამას ძალიან ვაფასებ.
ამდენი ტრავმა ნორმალური არაა, მაგრამ ასეთი რამ ხდება. ვნახოთ, რას გავაკეთებთ, შევძლებთ თუ არა რაიმე მიზეზის პოვნას.
ტონი ფერნანდესი? ვფიქრობ, კარგია, რომ ტონი საუკეთესოებთან ერთად ვარჯიშობს და თამაშობს. ის ყოველ კვირა სწავლობს და ვითარდება. ტონის ბოლო რამდენიმე მატჩში არ უთამაშია, მაგრამ მზადაა. ის ჩვენთვის კარგი ვარიანტია.
ჟოან გარსიას არყოფნა ცუდია, ის კარგად თამაშობდა. მან დაზიანება “ოვიედოს” წინააღმდეგ შეხვედრაში მიიღო.
შჩესნი დაბრუნდა. გასული სეზონის მეორე ნახევარში მასთან ერთად თითქმის ყველა მატჩი მოვიგეთ და 3 ტიტული მოვიპოვეთ. ვოიცეხი ფანტასტიკური მეკარეა. მასში ეჭვი არ მეპარება.
ლაპოო-ალვარესი დაითრიეთ ხაააააალხოოოოოოოოო
როგორ დაითრიონ, ეხლა ალბათ 150 მლნ დაუნიშნავენ გამოსასყიდს. ლაპორტა გადაიხდის? უფასოდ მოყვანილებს ვერ არეგისტრირებს.
რეალის წაგების შემდეგ აუცილებლად უნდა გადავინაცვლოთ პირველ ადგილზე, მოსაგები მატჩია.
საქმე ისე წავიდა ჯიგარო სოსიედადთან 3 ქულა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე პსჟ-თან თამაში 8 საუკეთესოს შორის მაინც ვიქნებით ალბათ
რეალი მიჩვეულია 5:2
ლაპოო-ალვარესი დაითრიეთ ხაააააალხოოოოოოოოო
ამოტენოს ატლემ რა იქნება
პირველ ტაიმშივე შემოაბრუნეს აღარაა ეს რეალი ხელწამოსაკრავი, უშველათ მემგონი ალონსომ რაღაც, ჩვენ თამაშებზე უნდა დახარჯონ მაქსიმალური ყურადღება ჩვენებმა, იმედია შესნი მზადაა სრულად
ფრე მაინც გააგოროს რეალმა