workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერუ გირასი ბარსელონაში?

სერუ გირასი ბარსელონაში?

“დორტმუნდის” თავდამსხმელი სერუ გირასი, შესაძლოა, “ბარსელონაში” რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად ვიხილოთ.

გერმანული პრესა გირასის “ბარსელონას” უკვე აქტიურად უკავშირებს. ავტორიტეტული Bild-ის ინფორმაციით, 29 წლის შემტევის დიდი თაყვანისმცეველია “ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი, რომელმაც მომდევნო ზაფხულში, შესაძლოა, მისი “ბარსაში” გადაბირება სცადოს.

წყაროს ცნობებით, “დორტმუნდი” გირასის 100 მილიონ ევროდ აფასებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კატალონიურ კლუბს, მძიმე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, გვინეელი ფეხბურთელის ტრანსფერის განხორციელება გაუჭირდება.

სერუ გირასიმ მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 5 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (18)

  • nika 54
    schedule 28 სექ 2025, 02:05
    #18

    ციტატა: ნიკა
    არავინ ალვარესის გარდა!


    ალვარესის მომყვანები ესენი არ არიან, უფასოდაც რო მოვიდეს ვერ დაარეგისტრირებენ.

  • La Pulga10
    schedule 26 სექ 2025, 11:23
    #17

    გირასი არა შმირასი. 100 ლიმონის გადახდას თუ აპირებენ ალვარესი დაითრიონ. ხო არ ჩააწრს ამ ჩემისებმა.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 26 სექ 2025, 05:09
    #16

    ამაზე უკლასო ფორვარდი ბევრი არ მახსენდება

  • Fc Barca Batumi
    schedule 26 სექ 2025, 02:17
    #15

    მასე ამის ასაკის ლევანაცაა
    და რა ზიპლიპიტოდ გვინდა…
    პანსიონატია?..
    მოხუცთა თავშესაფარი?…
    თანო 100 ლიმონი?
    ალბარესზე იფიქრეეეეთ!…

  • me da barca
    schedule 25 სექ 2025, 22:24
    #14

    100 მილიონი 29 წლის ფეხბურთელში? ცოტა ძვირი ხომ არაა?!
    ისე დორტმუნდიც მაგარი ბარიგა გუნდია.

  • Albicelecte
    schedule 25 სექ 2025, 21:42
    #13

    გირასი არაა არც პრიორიტეტი და არც სამიზნე;
    ეს ინფორმაცია არის ბრიტანული ბობოლების დასაბოლებელი საშუალება, 30 ხდება, პატარა აღარაა და დორტმუნდს უნდა ფინანსურ პროფიციტში გასვლა, თანაც ისე, რომ ეს ბიჭიც ასარგებლოს;
    ნიუკასლმა გაყიდა ისაკი და მის მაგივრად საშუალო დონის 9-იანი მიიყვანა, დროებით რომ გამოადგეს (ნუ ისიც კაი ძვირად);
    "ბარსას უნდა", "რეალს უნდა" ეს არის ერთგვარი ქივიორდია, რომ სარფიანად გაყუიდვა სურთ და არც ბარსაა რამე შუაში და არც Y რეალი

  • cruyff9
    schedule 25 სექ 2025, 21:06
    #12

    ციტატა: PUIOL5
    გირასი არა დიშლა, ლაპორტას ტყუილების დდშვც, გიოკერეში იყო 70მლ და თუ რამის დრაკი ქონდა ეგ უნდა მოეყვანა, ნუ ალვარესი რომ გამაზა და ტორესი მოიყვანა ეგ ცალკე თემაა კიდევ.


    კიდე კაი არ მოიყვანეს,,არაფერი იგროკო ეგ არაა რასაც ვუყურებ არსენალში,,ალვარესი გვინდა ან ჰალანდი!!!!!სხვა არ განიხილება

  • Frenkie de Jong_
    schedule 25 სექ 2025, 20:19
    #11

    ხულიან ალვარესიიიიიიი
    იიყიდონ რაისსსსსსსსსსსს გირასიი

  • Clever liar
    schedule 25 სექ 2025, 19:53
    #10

    არადა როგორ გვიხდება ჩვენ ბორუსიადან გადმონასპერმი ფეხბურთელებიიი, ერთი მეოთხეზე უკეთესები სუყველა 😀
    გვიხვარს გვიხვარს ბორნბარდინი

  • MESSI 2017
    schedule 25 სექ 2025, 19:38
    #9

    აჰა კარგი ხელმძღვანელობა😚 ალვარეზი უნდა ეყიდათ რო კითხო😂

  • JustBarcaLover
    schedule 25 სექ 2025, 19:32
    #8

    გირასი არა ოლივიე ჟირუ მოიყვნაეთ კიდე ამ სიბერეში

  • Koundè 23
    schedule 25 სექ 2025, 19:04
    #7

    ფეხბურთისთვის 29 წელი უკვე დიდი ასაკია 100 მილიონის წყალში გადაყრა იქნება დააცადონ მიქაუტაძეს ეს სეზონი რას იზავს და იქნებ იყიდინ თუ გაამართლა ვილიარეალში

  • Barca1980
    schedule 25 სექ 2025, 17:49
    #6

    29 წლის გირასი თუ ღირს 100 ლიმონი , მაშინ ლევანაში გავუცვალოთ და 10 მილიონი დაამატონ კიდევ ზემოდან!!! აბა პედრი რა ღირს ნეტა, თუ ეს 100 მილიონი ღირს ? და 23 წლის კვარა ღირდა 70 ხოო ? smirk

  • ნიკა
    schedule 25 სექ 2025, 17:46
    #5

    არავინ ალვარესის გარდა!

  • PUIOL5
    schedule 25 სექ 2025, 17:42
    #4

    გირასი არა დიშლა, ლაპორტას ტყუილების დდშვც, გიოკერეში იყო 70მლ და თუ რამის დრაკი ქონდა ეგ უნდა მოეყვანა, ნუ ალვარესი რომ გამაზა და ტორესი მოიყვანა ეგ ცალკე თემაა კიდევ.

  • Visca barca
    schedule 25 სექ 2025, 17:40
    #3

    მიქაუტაძე>>>

  • Don_Andresito
    schedule 25 სექ 2025, 17:29
    #2

    გირასი 25 მილიონი თუ ღირს. კარგია ესეთი ფორვარდი სკამიდან, მიზანი უნდა იყოს ტოპ ფორვარდი, მატჩის ბედი რო გადაწყვიტოს, არანაირი გირასები და ჯეკსონები. ალვარესს მიაწექით, მარტომ მოიგო გუშინ თამაშI

  • Moriarti
    schedule 25 სექ 2025, 17:23
    #1

    გირასი 100 მილიონიო სუ გაგიჟდნენ