გუშინ “ბარსელონას” ნახევარმცველმა გავიმ მენისკის ართროსკოპია გაიკეთა და ცნობილი გახდა, რომ ის დაახლოებით 4-5 თვე ვერ ითამაშებს.
ესპანურ პრესაში გავრცელებული ცნობებით, გავი ემოციურად განადგურებულია. 21 წლის ფეხბურთელი ასეთ მძიმე შედეგს საერთოდ არ ელოდა.
“ბარსას” მოთამაშეებმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე თანაგუნდელს გამამხნევებელი პოსტები მიუძღვნეს.
ლამინ იამალი
ჩემო მეომარო, ეჭვი არ მეპარება, რომ მალე დაბრუნდები და ისევ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გახდები. ვერაფერი შეგაჩერებს, ყველანი გელოდებით. გისურვებ მხნეობას, ძალიან მიყვარხარ. ❤️
მარკუს რაშფორდი
უფრო ძლიერი დაბრუნდები, გავი. ❤️
მარკ ბერნალი
გამხნევდი, ჩემო ძმაო, შენ ყველაფერი შეგიძლია. ❤️❤️
ალეხანდრო ბალდე
უფრო ძლიერი დაბრუნდები, ჩემო ძმაო. ჩვენ შენთან ვართ. ❤️❤️❤️
დანი ოლმო
შენთან ვართ, მეომარო! დიდი თამაშები და გამარჯვებები გველოდება. სწრაფი გამოჯანმრთელება. წინ ერთად ყველაფრისთვის, ჩემო პატარა ძმაო. ❤️
ანსუ ფატი
ყოველთვის შენთან ვარ, ძმაო. ❤️
აშკარად აღარ კონტაქტობენ
არც სავადმყოფოში მიაკითხა სხვებთან ერთად.
ამ კაცის მჯერა, დაბრუნდება და ისევ ის მონდომება და თავდადება ექნება ❤️
აშკარად აღარ კონტაქტობენ
ბარსამ პოსტი დადო ინსტაგრამზე გავის მხარდასაჭერი და ის პოსტი გადააზიარა სთორიზე, გული ემოჯიც მიუწერა :დ
ფერმინმა არფერი დაწერა?
აშკარად აღარ კონტაქტობენ
ძალიან უნდა მოინდომოს და პირველ რიგში მენტალურად იყოს ძლიერი
ეეჰ სამწუხაროა ესეთი ნიჭის პატრონი ტრამვებს რო ეწირება სულ თავდაპირველად გუნდის ცენტად ეს და პედრი მოიაზრებოდა, რა დეიონგი, გავი იმენა ბარსელონას ფორმაციის ფეხბურთელია ზუსტად ის ვინც პედრის გვერდით სჭირდება, მაგრამ ტრამვამ შეცვალა მოცემულობა, რომ არა ის პირველი ტრამვა ეხლა შეიძლება ძიდითადის ფეხბურთელი ყოფილიყო პედრისთან ერთად. ისეთი ზიანი აქვს სავარაუდოთ ცხოვრების ბოლომდე შეაწუხებს, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და შეიძლება ოპტიმისტურად შევხედოთ, მაგრამ მხოლოდ ოპიტიმისტურად შევხედოთ თემაა 😔😔❤️❤️
ანსუსთან ძმაკაცობდა როგორც მახსოვს