გუშინ 2025 წლის “ოქროს ბურთის” დაჯილდოება გაიმართა, რომლის ერთ-ერთი მთავარი სახე კვლავ “ბარსელონა” იყო: აიტანა ბონმატიმ “ოქროს ბურთი” მოიგო, ევა პაიორი საუკეთესო ქალი თავდამსხმელი გახდა, ვიკი ლოპესი საუკეთესო ახალგაზრდა ქალ ფეხბურთელად დასახელდა და ლამინ იამალს საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი მოთამაშის პრიზი ერგო.
აიტანა ბონმატის მიერ ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს ზედიზედ მესამედ მოგების შემდეგ “ბარსას”, როგორც მამაკაცთა, ისე ქალთა ფეხბურთში, უკვე 17 “ოქროს ბურთი” დაუგროვდა. “ბარსელონა” ამ შედეგით ისტორიაში პირველი კლუბია.
კატალონიელთა ქალთა გუნდს 5 “ოქროს ბურთი” ეკუთვნის. ეს ჯილდო ალექსია პუტელიასმა – 2-ჯერ (2021, 2022) და აიტანა ბონმატიმ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 3-ჯერ (2023, 2024, 2025) მოიგო. რაც შეეხება მამაკაცთა გუნდს, “ბლაუგრანა” 12 “ოქროს ბურთით” პირველ ადგილს “რეალ მადრიდთან” იყოფს. “ბარსელონაში” ამ პრიზის გამარჯვებულები გახდნენ ლუის სუარესი (1960), იოჰან კრუიფი (1973, 1974), ხრისტო სტოიჩკოვი (1994), რივალდო (1999), რონალდინიო (2005) და ლიონელ მესი (2009, 2010, 2011, 2012, 2015, 2019).
Kopa-ს ჯილდოს დომინანტი
“ბარსელონელებმა” ასევე 21-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო დაისაკუთრეს. ქალებში წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე ვიკი ლოპესი გახდა, მამაკაცებში კი – ლამინ იამალი. წარსულში ეს პრიზი პედრიმ (2021) და გავიმაც (2022) მოიგეს. ამ ჯილდოს დაარსების შემდეგ, ანუ 2018 წლიდან, “ბარსა” 7-დან 5 მოგებით აბსოლუტური ლიდერია. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ “ბლაუგრანას” მსგავსი ტალანტები მსოფლიოში არცერთ კლუბს არ ჰყავს.
პედრიზე მეშლება ისევ ნერვები, რა 11-ე ადგილი
რაფინიასაც უნდა მოეგო ოქრო, არაუხო რომ არა…
უფრო სწორედ კრუიფის ერთი გვეკუთვნის ჩვენ 73/74 ის და მესის 23 უკვე პსჟ ს ეკუთვნის
უფრო ეგრეა.
აი იმიტომ მიყვარს ბარსელონქ.ტალანტების ბუდე
მესი 2021 წლიდან ბარსელონაში აღარაა; კრუიფი 1973-დან 1978 წლამდე ბარსელონას ფეხბურთელი იყო.
დიდი ბოდიში ავტორო მაგრამ მგონი შეგეშალა. მესიმ 8 ოქროს ბურთი აიღო, 21 და 23 გამოტოვებული გაქვს და პლიუს კრუიფმა ეგ ოქროს ბურთები აიაქსში აიღო თან სამჯერ
უფრო სწორედ კრუიფის ერთი გვეკუთვნის ჩვენ 73/74 ის და მესის 23 უკვე პსჟ ს ეკუთვნის