მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დოს სანტოსი “ბლექბერნში”?

დოს სანტოსი “ბლექბერნში”?

“ბლექბერნ როვერსი” თვალს ადევნებს კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ტალანტებს და შესაძლოა მათ სულ მალე ჯონათან დოს სანტოსი გადაიბირონ. როგორც ინგლისური ყოველდღიური გამოცემა Daily Mail იტყობინება, “პრემიერ–ლიგაში” მოასპარეზე გუნდმა უკვე გაგზავნა სკაუტები, რათა უფრო კარგად და გულდასმით დააკვირდნენ მექსიკელის თამაშს “ბარსას” სარეზერვო გუნდში.

 

დოს სანტოსმა შეიძლება თავისი ცხოვრების სცენარი შეცვალოს და ინგლისში გადაბარგდეს. ჯერჯერობით გაურკვეველია რას იზამს იგი და განაახლებს თუ არა “ბლაუგრანასთან” კონტრაქტს. მას პირველ გუნდში არ ეძლევა სათამაშო დრო, თუმცა იმას კი წყალი არ გაუვა, რომ ესპანეთის თასის პირველ შეხვედრაში, “ოსპიტალეტესის” წინააღმდეგ უეჭველად მოირგებს ლურჯ–ბროწეულისფერ მაისურს და მიეცემა თავის გამოჩენის შანსი.

 

როგორც მოგეხსენებათ, მისმა ძმამ ჯოვანი დოს სანტოსმა, 2008 წლის ზაფხულში სწორედ “პრემიერ–ლიგას” მიაშურა და დედაქალაქურ “ტოტენჰემში” ჩაირიცხა. ვნახოთ გაჰყვება თუ არა მის კვალს ახალგაზრდა ტალანტი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში