“ბარსელონამ” გუნდის უნივერსალ მცველთან ერიკ გარსიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ინფორმაციას თავად ესპანელი ფეხბურთელი ადასტურებს.
გარსიას მოქმედი კონტრაქტის ვადა მომდევნო წლის ივნისში იწურება. “ბარსას” სურს, 24 წლის მოთამაშესთან ახალი ხელშეკრულება გააფორმოს.
კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები დავიწყეთ.
კაპიტნობა? ვინ იცის, შევძლებ თუ არა, მომავალში კაპიტნობის კანდიდატი ვიყო.
თავს კომფორტულად ვგრძნობ, როდესაც დაცვის ფლანგზე და იამალათან ვთამაშობ. ის ყოველთვის მეხმარება.
– განაცხადა გარსიამ Jijantes-თან საუბრისას.
გარსიას კაპიტნის სამკლავურით არ დავინახავ იმედია. კარგად მოუმატა, მაგრამ გარსიაა მაინც.
გარსიასგანაც კი გამოითალა სალამური
მოკლედ ყველა მოხოდა ამ ფლიკმა, ვინმე იფიქრებდა 2 წლის წინ რო ეს და არა მარტო ეს ძირითადის წევრები გახდებოდნენ.
ისე არ ქნან ეხა რომ მეორე წლიდან ხელფასის დაკლებაზე დაუწყონ ამასაც "ბაზარი"