workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ოფიციალურად დაინომრა

ბარსელონა ოფიციალურად დაინომრა

სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ “ბარსელონამ” 2025/26 წლების სეზონისთვის პირველი გუნდი ოფიციალურად დააკომპლექტა და ფეხბურთელებს ნომრები მიანიჭა.

წინა სეზონთან შედარებით რამდენიმე ცვლილებაა. ახალწვეულ ჟოან გარსიას 13 ნომერი შეხვდა, რომელსაც ინიაკი პენია ატარებდა. მორიგი ახალწვეული მარკუს რაშფორდი პაბლო ტორეს წასვლის შემდეგ გათავისუფლებული 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. პაუ კუბარსიმ 5 ნომერი აირჩია, რომელიც ინიგო მარტინესს ეკუთვნოდა. პაუ ვიქტორის 18 ნომერი უკვე ოფიციალურად პირველი გუნდის ფეხბურთელ ჟერარ მარტინს გადაეცემა. პირველი გუნდის წევრი გახდა მარკ ბერნალიც და ის 22 ნომერი იქნება.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ლამინ იამალს შეეხო, რომელიც ამ სეზონიდან 19 ნომრის ნაცვლად ლეგენდარულ 10-ნომრიან მაისურს მოირგებს.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ახალწვეული რუნი ბარდჯი, რომელიც 28 ნომერი იქნება. ეს ნიშნავს, რომ მას როგორც პირველ გუნდში, ასევე “ბარსა ატლეტიკში” თამაშის უფლება ექნება.

2, 12 და 19 ნომრები თავისუფალი დარჩა.

“ბლაუგრანას” 2025/26 წლების სეზონის შემადგენლობა ასეთია:

  • 1. ტერ შტეგენი
  • 3. ბალდე
  • 4. არაუხო
  • 5. კუბარსი
  • 6. გავი
  • 7. ტორესი
  • 8. პედრი
  • 9. ლევანდოვსკი
  • 10. იამალი
  • 11. რაფინია
  • 13. ჟ. გარსია
  • 14. რაშფორდი
  • 15. კრისტენსენი
  • 16. ფერმინი
  • 17. კასადო
  • 18. მარტინი
  • 20. ოლმო
  • 21. დე იონგი
  • 22. ბერნალი
  • 23. კუნდე
  • 24. ე. გარსია
  • 25. შჩესნი
  • 28. ბარდჯი
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • პენდრაგონი
    schedule 09 სექ 2025, 02:33
    #6

    კარგია

  • Rick Sanchez
    schedule 08 სექ 2025, 14:16
    #5

    კაკრას სკამზე გვინდა ფლანგის ფეხბურთელი მეთორმეტე ნომრით მაისურზე, 19 ნომრიანი მაისურით ფორვარდია მოსაყვანი და მეორე ნომრით კაი ცენტრალური მცველი.

  • MESSI 2017
    schedule 07 სექ 2025, 19:04
    #4

    რაშფორდის გაშვებას განიხილავენო😀 და მინიმუმ 5 მილიონს გადაყრიან მაგაში ახლა 😀

  • C.PC5
    schedule 07 სექ 2025, 16:58
    #3

    ნომრებზეც ეტყობა რომ შევსებაა კიდევ საჭირო, უნდა მოიყვანონ საჭირო ხალხი ზამთარში

  • Albicelecte
    schedule 07 სექ 2025, 16:29
    #2

    კუნდეს აეღო ეს ოხერი 2 ნომერი;
    დანის წყალი იქნებ გადაესხას….

  • nika 54
    schedule 07 სექ 2025, 13:51
    #1

    "ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ლამინ იამალს შეეხო, რომელიც ამ სეზონიდან 19 ნომრის ნაცვლად ლეგენდარულ 10-ნომრიან მაისურს მოირგებს".
    ისე არც 19 ნომერი არ იყო უბრალო. მესიც ამ ნომრით თამაშობდა სანამ 10-იანი გახდებოდა.