“ბარსელონამ” UEFA-ს წარუდგინა სრული სია იმ ფეხბურთელებისა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის ლიგის ფაზაზე ითამაშებენ.
განაცხადში მოხვდა მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია. ჩემპიონთა ლიგაზე ასევე ითამაშებენ მარკ ბერნალი და რუნი ბარდჯი.
“ბლაუგრანას” 23-კაციანი განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: ტერ შტეგენი, ჟ. გარსია, შჩესნი;
მცველები: ბალდე, არაუხო, კუბარსი, კრისტენსენი, მარტინი, კუნდე, ე. გარსია;
ნახევარმცველები: გავი, პედრი, ფერმინი, კასადო, ოლმო, დე იონგი, ბერნალი;
თავდამსხმელები: ტორესი, ლევანდოვსკი, იამალი, რაფინია, რაშფორდი, ბარდჯი.
შარშან რო დაცვა გვეგონა საუკეთესო, ეხლა ვუყურებ ამ სიას და ვერ ვხვდები ძირითადის 4 კაცი ვინ იქნება.
ამ სიაში ცვლილებები პირველი წრის დამთავრებამდე არ შეიძლება, თუ ვინმე სერიოზულად არ დაიტრამვა და ექიმის საბუთი არ გვექნა. აი ისეთი ტერ შტეგენს რო მოაწერინეს ხელი.
ჟოფრე აუცილებლად უნდა ყოფილიყო… ბალდე გაიტრავმა და მარტინს ვუყუროთ ახლა ნიუკასლთან გასვლაზე
აკადემიის ბავშვები ვერ ითამაშებენ ანუ ლიგაზე?
აკადემიიდან არავინ შეიყვანა?