workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ინიაკი პენია კონტრაქტს ახანგრძლივებს და ელჩეში მიდის

ოფიციალურად: ინიაკი პენია კონტრაქტს ახანგრძლივებს და ელჩეში მიდის

“ბარსელონას” ესპანელმა მეკარემ, ინიაკი პენიამ კატალონიურ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა “ბლაუგრანას” მაისურით მას, დიდი ალბათობით, მაინც ვეღარ ვიხილავთ.

ცოტა ხნის წინ გაკეთებული ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, რომ “ბარსელონამ” და პენიამ ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივეს. იმავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 26 წლის მეკარე მომდენო სეზონში “ელჩეში” იჯარის წესით ითამაშებს.

ფეხბურთელის იჯარით გაშვების წინ მასთან კონტრაქტის განახლების მიზეზი ისაა, რომ პენიას ხელშეკრულებას ვადა მომდევნო წელს გასდიოდა და “ბარსა” მას უფასოდ დაკარგავდა. ახლა კი, “ელჩეში” თავის კარგად წარმოჩენის შემთხვევაში, ინიაკი, შესაძლოა, სარფიანად გაიყიდოს.

ინიაკი პენია “ლა მასიას” აღზრდილია. ის “ბარსელონაში” 2012 წლიდან ირიცხება. კატალონიელთა პირველ გუნდში ესპანელმა 45 თამაშის ჩატარება მოასწრო, 65 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 11-ჯერ შეინახა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 28 აგვ 2025, 18:08
    #7

    ციტატა: pedro rodrigez 27-17-7
    ცუდი მეკარე არაა განვითარდება უფრო კიდე და კაი ფასშიც გაიყიდება <3


    ან ვინ იცის აქეთ შეგეტენება.

  • Rick Sanchez
    schedule 28 აგვ 2025, 15:38
    #6

    იმედია 10 მილიონად მაინც გაიყიდება მომავალ წელს.

  • Barsamani messi
    schedule 28 აგვ 2025, 14:23
    #5

    რო არ მოეწონოთ ისევ უნდა დაბრუნდეს ალბათ, იმედია 10 მილიონათ მაინც გაიყიდება.

  • Albicelecte
    schedule 28 აგვ 2025, 00:02
    #4

    ფერმინზე იწერება და რასაც გადავხედე ის იყო, რომ 27% აქვს ტრანსფერს ალბათობა და გაუარესების ტენდენციას აჩვენებს ტრანსფერმარკეტი, ამ დროს ჩელსი ერთდროულად ეჩალიჩება ხულიო ენკისოს (98%) და ხავი სიმონსს(97%); ეს იმას ნიშნავს, რომ ლონდონელები ისევ მათ კანდიდატურას უტრიალებენ და დასჯერდებიან გაძლიერებას კონკურენტის დასუსტების გარეშე; რაც ნაკლებ პერესობას გამოიჩენენ ქცევაში, მით უკეთესი

  • pedro rodrigez 27-17-7
    schedule 27 აგვ 2025, 23:58
    #3

    ცუდი მეკარე არაა განვითარდება უფრო კიდე და კაი ფასშიც გაიყიდება <3

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 27 აგვ 2025, 22:08
    #2

    არადა არ არის ცუდი მეკარე

  • ☠️•Spooky•☠️
    schedule 27 აგვ 2025, 21:35
    #1

    მშვენიერი,ერთი 10-15-შიც რო გაგვაყიდინა თემაა…რომეუ გაყიდონ ან გაუწყვიტონ ეხლა და ვსიო,გუნდი არის დაკომპლექტებული,თუ ნახდაცვიდან უნდათ კიდე ვინმეს გაყიდვაა კასადოსიც მოსულა…