“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ლამინ იამალზე ისაუბრა და მისთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
იამალი ნამდვილი გენიოსია, განსაკუთრებით მისი ასაკის გათვალისწინებით. ის სწორ გზაზე იმყოფება. ლამინი ძალიან ნიჭიერია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და სხვებისგან უნდა ისწავლოს. მას ჩვენი მხარდაჭერა აქვს.
დარწმუნებული ვარ, იამალი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდება, რომელიც ფეხბურთის სამყაროს ოდესმე უნახავს.
– ციტირებს ფლიკის სიტყვებს Mundo Deportivo.
იმედია ფლიკი გააკონტროლებს ამ ბიჭს და სწორ გზაზე დააყენებს
იმედია ვიღაცას არ დასჭირდება და 80 მილიონს არ შემოგვთავაზებენ და ბარსაც არ დაფიქრდება ასეთ ვარიანტზე.
ხასიათმა არ გადაიყოლოს მთავარია
ცოტა პრესში გყავდეს. ჯერ არაფერი მარა შეიძლება გაექცეს დისციპლინა და თავიდანვე ჯობია ძლიერ ხელში იყოს…ალვარესი მოუყვანეთ ამას და ეგენი და რაფ შეჭამენ ყველას…