“ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა Bild-მა ჰანსი ფლიკი 2025 წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.
ფლიკი “ბარსას” მთავარ მწვრთნელად გასულ წელს დაინიშნა. გერმანელმა სპეციალისტმა პირველივე სეზონში შიდა ტრებლი მოიგო – ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერ თასი. ჰანსიმ “ბლაუგრანა” ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ და ძლიერ გუნდად ჩამოაყალიბა და გულშემატკივრების გულების მოგება მალევე მოახერხა.
როგორც მწვრთნელი, წინა ხაზზე ხარ. გაკრიტიკებენ, მაგრამ გაქებენ კიდეც, როდესაც საქმე კარგად მიდის. ეს ასეა. ძალიან თავდაჯერებული ვარ იმაში, რასაც ვაკეთებ, მაგრამ სამუშაოს შესანიშნავად შესასრულებლად ძლიერი სამწვრთნელო შტაბია საჭირო და ამის ფუფუნება აქ, “ბარსელონაში”, მაქვს. ამასთანავე, ამ ადამიანებთან მუშაობა ძალიან სახალისოა.
ფეხბურთელებთან ურთიერთობის მნიშვნელობა? ვფიქრობ, ჩემთვის სწორედ ესაა მამოძრავებელი, მოთამაშეების ყოველდღე ნახვა, მათთან კონტაქტი. ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
– განაცხადა ფლიკმა დაჯილდოებაზე.
ბილდი დაასახელებდა გერმანელს, ფიფა რას იზავს ესაა საინტერესო
რაც შეიძლება დიდხანს უნდა დარჩეს ბარსაში
მაგარი კაცი ხარ ჰანს, ასე განაგრძე