workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსას” 8 ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს

”ბარსას” 8 ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს

ნაჩო მონრეალის და ხესუს ნავასის ნაკრებში დაბრუნება არის მთავარი სიახლე ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში. ასევე დაბრუნდა ინიესტა. ვისენტე დელ ბოსკე ინგლისთან და კოსტა რიკასთან გასამართ ამხანაგურ მატჩებში 8 ”ბლაუგრანელს” ათამაშებს.

მატჩი ინგლისის წინააღმდეგ, რომელიც 12 ნოემბერს, ”უემბლიზე” გაიმართება  და 15 ნოემბერს, სან ხოსეში გასამართი მატჩი კოსტა რიკასთან დახურავენ მსოფლიოს ჩემპიონის 2011 წლის კალენდარს. ესპანეთის ნაკრებს უკვე დაბევებული აქვს ადგილი ევრო 2012-ზე.

ახლა კი სია:

მეკარეები: იკერ კასილიასი (”რეალი”), ვიქტორ ვალდესი (”ბარსელონა”), პეპე რეინა (”ლივერპული”)

მცველები: ალვარო არბელოა, სერხიო რამოსი, რაულ ალბიოლი (ყველა – ”რეალი”), ხერარდ პიკე, კარლეს პუიოლი (ორივე – ”ბარსელონა”), ხორდი ალბა (”ვალენსია”), ნაჩო მონრეალი (”ოსასუნა”).

ნახევარმცველები: ჩაბი ალონსო (”რეალი”), სანტი კაზორლა (”მალაგა”), ხავი მარტინესი (”ატლეტიკი”), სერხი ბუსკეტსი, ჩავი ერნანდესი, სესკ ფაბრეგასი, ანდრეს ინიესტა (ყველა – ”ბარსელონა”).

თავდამსხმელები: დავიდ ვილია (”ბარსელონა”), ფერნანდო ტორესი, ხუან მატა (ორივე – ”ჩელსი”), ხესუს ნავასი (”სევილია”), ფერნანდო ლორენტე (”ატლეტიკი”), დავიდ სილვა (”მანჩესტერ სიტი”).

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward