workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერ შტეგენი დარწმუნებულია, რომ კლუბი მისი რეპუტაციის შესალახად კამპანიას აწარმოებს

ტერ შტეგენი დარწმუნებულია, რომ კლუბი მისი რეპუტაციის შესალახად კამპანიას აწარმოებს

გუშინ ბარსელონამ მარკ-ანდრე ტერ შტეგენს კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა, რადგან ის კლუბს პრობლემებს უქმნის.

SER-ის ინფორმაციით, თავის მხრივ, გერმანელი ბარსათი უმაყოფილია – იგი მიიჩნევს, რომ ჟოან ლაპორტა სათანადოდ არ ექცევა და მასთან კომუნიკაბელური არაა. ტერ შტეგენი ფიქრობს, საჯარო განცხადება გააკეთოს თუ არა, რადგან სჯერა, რომ ქომაგების თვალში მისი იმიჯი არასამართლიანად დაზიანდა.

წყაროს ცნობით, გერმანელი მეკარე გუნდში ჟოან გარსიას მოსვლით ძალიან გაბრაზებულია, მაგრამ მზადაა, ეს გამოწვევა მიიღოს და მას კონკურენცია გაუწიოს. მარკს მიაჩნია, რომ გარსია კარგი მეკარეა, ამასთან, ვოიცეხ შესნისთან და სხვა თანაგუნდელებთანაც კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. ამჟამად ის რეაბილიტაციის პროცესს გადის და დაბრუნების შემდეგ სასტარტო შემადგენლობისთვის ბრძოლა სურს.

ტერ შტეგენმა ცოტა ხნის წინ ოპერაცია ექიმ ამელი ლეგლიზთან გაიკეთა, ისევე, როგორც 2023 წელს – მაშინ გერმანელი მოედანს 2 თვეში დაუბრუნდა. იმ წელს, ამავე ექიმმა ქირურგიული ჩარევა მარკოს ალონსოსაც ჩაუტარა და ფეხბურთელს გამოსაჯანმრთელებლად 8-10 კვირა დასჭირდა. მიუხედავად ამისა, ბარსა ამტკიცებს, რომ ეს რეციდივია და რებილიტაციას 4-5 თვე სჭირდება.

ტერ შტეგენი დარწმუნებულია, რომ კლუბი მისი რეპუტაციის შესალახად კამპანიას აწარმოებს. მარკი ამბობს, რომ ბარსელონას მისთვის გუნდის გეგმებზე არაფერი უთქვამს და იმასაც უარყოფს, რომ “მონჟუიკზე” ფანებისთვის მიმართვაზე უარი თქვა.

გერმანელი სამედიცინო ანგარიშს, რომ რებილიტაციისთვის 4 თვე დასჭირდება, ხელს არ აწერს – კლუბს ეს დოკუმენტი ლა ლიგისთვის გადასაგზავნად სჭირდება, რათა მისი ხელფასის 80%-ით სხვა ფეხბურთელი დაარეგისტრიროს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nika 54
    schedule 09 აგვ 2025, 14:21
    #9

    ამას ეტყობა ცოლის დაკარგვამ აურია გონება, მაგრამ კლუბი რა შუაშია? ერთი ბო-ქალას გამო უნდა ავურიოთ კლუბს საქმეები?

  • Rivaldo
    schedule 09 აგვ 2025, 10:52
    #8

    ვირთხა იყავი, ვირთხა ხარ და ვირთხის სახელით დარჩები ამ კლუბის ისტორიაში🐀

  • ზებულონი
    schedule 09 აგვ 2025, 00:22
    #7

    წადი რა შენღა აკლდი ბარსას ამ გაჭირვების ჟამს

  • La Pulga10
    schedule 08 აგვ 2025, 20:30
    #6

    ხოდა რაღა გინდა ამ გუნდში გააჟვი რა

  • Koundè 23
    schedule 08 აგვ 2025, 19:10
    #5

    წადი ბიეო მოგვშორდი ესეთი უთავმოყვარეო გერმანელი არ მინახავს რაა 5 წელი ბერლინში ვიცხოვრე და მათხოვრებიც კი არ არიან ესე ეს როა😂😂😂😂

  • Rivaldo
    schedule 08 აგვ 2025, 18:42
    #4

    იდი <<ცენზურის დარღვევა>> შე ვირთხა🐀

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 08 აგვ 2025, 17:12
    #3

    კამპანია რა საჭიროა, თვითონ ილახავს თავის რეპუტაციას

  • levanoza
    schedule 08 აგვ 2025, 16:45
    #2

    ეს გერმანელი ღორი რატომ ვერ აცნობიერებს, რომ 1,5 წლიანი ტრავმა აქვს აკიდებული 2 ოპერაციით, თანაც ურთულესით. ვინ დაგაყენებს შვილოსა პირველ ნომრად? არავინ. მარტივი შესაგნებია ხომ? არა, აქეთ იბრიქება, როცა წელში გასწორება უჭირს. გული მწყდება, მის უიღბლობაზე, მაგრამ ადამიანობაც და მორალიც ხომ უნდა გაგაჩნდეს (ჩემი აზრით ეს კარიერაზე მეტად ფასობს), ამიტომ გაეშვი რა გუნდს, როცა მისი კაპიტამი ხარ!

  • ზურაბ
    schedule 08 აგვ 2025, 16:34
    #1

    კაცი კაი ხანია ტრამვის გამო არ თამაშობს და კიდე უკმაყოფილო ყოფილა გარსია რომ მოიყვანეს. რამდენს ბედავენ ბარსას ფეხბურთელები რა. აბა რეალში გინახავთ მზგავსი რამე? პერესი ეგრევე დედის ყველაფერს დააფარებს