workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტა: გასულ სეზონში საუკეთესოები ბარსა და პსჟ იყვნენ

ჟოან ლაპორტა: გასულ სეზონში საუკეთესოები ბარსა და პსჟ იყვნენ

“ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა ახალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთან, ლუის ენრიკეს გუნდთან, “პარი სენ-ჟერმენთან” დაპირისპირებას ისურვებდა.

ვფიქრობ, “პარი სენ-ჟერმენმა” გასულ სეზონში ძალიან კარგად ითამაშა, მოიგო ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ჩემპიონატი… მათ კარგი ფეხბურთი აჩვენეს. პსჟ-ს კარგი მწვრთნელი, გუნდი და ფეხბურთელები ჰყავს. სამწუხაროდ, მათ წინააღმდეგ ვერ ვითამაშეთ.

ყველა, ვისაც ფეხბურთი უყვარს, ამბობს, რომ გასულ სეზონში ჩვენ ორი ყველაზე კონკურენტუნარიანი გუნდი ვიყავით, საუკეთესო ფორმაში ვიმყოფებოდით და მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობდით. სხვა კლუბების მიმართ მთელი პატივისცემით, ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ დონის გამეორებას ახალ სეზონში და იმის გარკვევას, ვინ არის ჩვენ შორის უკეთესი. შესაძლოა, წელს სხვა გუნდი გამოჩნდეს…

იმედი მაქვს, ახალი ფორმატის წყალობით, წელს პსჟ-ს შევხვდებით. ვულოცავ პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინს იმას, თუ როგორ გააუმჯობესა ტურნირი. მას ფეხბურთი ესმის და უყვარს და დარწმუნებული ვარ, “ბარსასა” და პსჟ-ს შორის მატჩის ნახვა დააინტერესებდა. ვიმედოვნებ, მომდევნო სეზონში ამის შესაძლებლობა გვექნება.

– ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Marca.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • ზებულონი
    schedule 09 აგვ 2025, 00:24
    #8

    vaiman . vamsdrane, ტორპედოზე ჩამოვლენ.😃😃

  • Rick Sanchez
    schedule 08 აგვ 2025, 01:53
    #7

    ობიექტურად ბარსა და პსჟ იყვნენ საუკეთესოები მართლა.

  • Barca
    schedule 07 აგვ 2025, 14:56
    #5

    „დარწმუნებული ვარ, "ბარსასა" და პსჟ-ს შორის მატჩის ნახვა დააინტერესებდა. ვიმედოვნებ, მომდევნო სეზონში ამის შესაძლებლობა გვექნება.“

    ფლიკის იმედად როა 😂😂😂

  • nika 54
    schedule 07 აგვ 2025, 14:43
    #4

    "ჟოან ლაპორტა: გასულ სეზონში საუკეთესოები ბარსა და პსჟ იყვნენ"

    სწორია, ოღონდ მსოფლიოს ჩემპიონი ჩელსია.

  • me da barca
    schedule 07 აგვ 2025, 14:20
    #3

    აგისრულებს ოცნებას ჩეფერინა, თუმცა თუ სახლში მოგიხდა თამაში სად შეხვდები, რომელ მინდორზე უგაა საკითხავი.

  • vaiman . vamsdrane
    schedule 07 აგვ 2025, 14:10
    #2

    გამპერის თასზე კომოს ვხვდებით, კამპ ნოუ მინიმუმ 1 თვე არ იქნებაო როგორც ესენი ამბობენ, მერამდენე მინიმუმ 1 თვე არის ეგ ცალკე თემაა, გამპერის თასი ჯანდაბას, მაგრამ სეზონი რომ დაიწყება და მონჟუიკთან შეთანხმება რომ ამოიწურა მერე რას ვშვებით?

  • C.PC5
    schedule 07 აგვ 2025, 12:38
    #1

    სტადიონს მიხედე შენ თორე ფეხზე დადგომასაც ინატრებ სავარჯიშო სტადიონზე თუ მოგიწიათ თამაში, ვის შევხვდებით ლიგაზე ეგ ფლიკის სადარდებელი უფროა😉