მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ატლეტიკი” – ”ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

”ატლეტიკი” – ”ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

მიუხედავად იმისა, რომ ”ბარსამ” გამარჯვება ვერ მოახერხა სესკ ფაბრეგასი მოხარული დარჩა ”სან მამესზე” გატანილი გოლით: ”მოხარული ვარ, რომ გოლი გავიტანე, მაგრამ მთავარია, რომ ჩემი გოლი გუნდს არწაგებაში დაეხმარა. ეს ძალიან რთული შეხვედრა იყო, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როცა ბურთი სრიალებდა. ჩვენ სიმტკიცე გამოვიჩინეთ და საბოლოოდ ფრედ მივაღწიეთ. ახლა ”ოსპიტალეტესთან” გასამართი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ”.

ვიქტორ ვალდესი: ”ფრე ”სან მამესზე”. ძალიან მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ. სამწუხაროა, რომ მატჩის მოგება ვერ შევძელით…”

დანი ალვესი: ”ჩვენ უდიდესი ძალის დახარჯვა მოგვიწია. ახლა ისეთი ამაყი ვარ, როგორც არასდროს, რადგან ასეთ კლუბში და ასეთი ფეხბურთელების მხარდამხარ ვთამაშობ”.

ტიაგო ალკანტარა: ”გასაოცარი ატმოსფერო გასაოცარ მატჩში ”სან მამესზე”, მიუხედავად ფრისა. ჩვენ მოხარულები ვართ ასე ჩატარებული მატჩით”.

ანდრეს ინიესტა: ”დიდებული შეხვედრა ”სან მამესზე”. სამწუხაროა, რომ ვერ მოვიპოვეთ სამი ქულა ასეთ რთულ სტადიონზე, სადაც უდიდესი ზეწოლაა შენზე”.

კარლეს პუიოლი: ”მოგესალმებით ყველას. სამწუხაროა, რომ 3 ქულის მოპოვება ვერ შევძელით ასეთ კარგ და ლამაზ შეხვედრაში. ახლა კვლავ დიდი შრომა მოგვიწევს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში