workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რატომ არ ათამაშებენ ანსუ ფატის მონაკოში

რატომ არ ათამაშებენ ანსუ ფატის მონაკოში

ანსუ ფატი, რომელიც ცდილობს კარიერის გამოცოცხლებას საფრანგეთის ლიგა 1-ის კლუბ “მონაკოში”, კვლავ სირთულეებს წააწყდა. “ბარსელონას” ყოფილმა ვარსკვლავმა კლუბი ერთი თვის წინ დატოვა და “მონაკოში” იჯარით გადავიდა, თუმცა მიუხედავად ამ პერიოდისა, ის ჯერ ვერ ახერხებს მოედანზე გასვლას.

სპეციალური პროგრამა და ფრთხილი დაბრუნება

Sport-ის ცნობით, “მონაკოს” მთავარმა მწვრთნელმა ადი ჰიუტერმა განმარტა, რომ ფატი სპეციალურ პროგრამაზე იმყოფება, რომლის მიზანია მისი 100%-ით მომზადება სეზონისთვის.

ჰიუტერის თქმით:

მინდა, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს, მაგრამ სეზონის დასაწყისშივე ვთქვით, რომ ანსუს მიმართ სიფრთხილეა საჭირო. არ აქვს აზრი, უბრალოდ გამოვიყვანოთ, რომ მერე ისევ დაშავდეს. ყველაფერს ვაკეთებთ მისთვის. იმედი გვაქვს, მალე დავიბრუნებთ როგორც ანსუს, ისე პოლ პოგბას.

ალბათ, 10-15 დღეში ის სრულფასოვან ვარჯიშს დაუბრუნდება. ჯერ კიდევ აფასებს მკურნალობის ეფექტს. ანსუ მაღალი დონის ფეხბურთელია და მის სწორ ფიზიკურ მომზადებას დიდი მნიშვნელობა აქვს.


გადამწყვეტი 2025-26 წლები ფატისთვის

“მონაკოს” აქვს ანსუ ფატის გამოსყიდვის უფლება მომავალი ზაფხულისთვის, თუმცა თუ მისი ტრავმული სერია გაგრძელდება, დიდი შანსია, რომ ის “ბარსელონაში” დაბრუნდეს. სადაც არ თვლიან, რომ გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს.

ეს ნიშნავს, რომ მომდევნო 10 თვე ანსუს კარიერისთვის გადამწყვეტი იქნება: უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია ჯანმრთელი და კონკურენტუნარიანი ყოფნა მაღალ დონეზე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 04 აგვ 2025, 00:51
    #3

    მორჩენილია ამის ფეხბურთელობა სამწუხაროდ

  • nika 54
    schedule 03 აგვ 2025, 10:59
    #2

    ეს ბავშვი ძლივს მოვიშორეთ და კიდევ მაგის კარიერაზე უნდა ვიდარდოთ, ამდენი ხანი თუ მოინდომებდა ბარსაშიც აჩვენებდა რამეს, მაგრამ დაკარგა ფეხბურთის ხალისი უკვე ასე მგონია.

  • Rick Sanchez
    schedule 03 აგვ 2025, 00:30
    #1

    ვახ ტეხავს ძაან, ჩაიკარგება ეს ბიჭი მონაკოშიც მგონი.