“ბარსელონას” მცველმა ჟიულ კუნდემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბთან ახალ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. შეთანხმება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც გუნდი აზიური პრე-სეზონური ტურნედან კატალონიაში დაბრუნდება. კუნდემ ახალი ხელშეკრულების დეტალებზე სამხრეთ კორეაში მედიასთან ისაუბრა.
– განუცხადა მან Marca-ს სეულში გამართული ვარჯიშის შემდეგ.
მარჯვენა ფლანგზე თამაში და პოზიციური პრეფერენციები
მიუხედავად იმისა, რომ კუნდეს საყვარელი პოზიცია ცენტრალური მცველია, ბოლო სეზონებში ის ხშირად თამაშობდა მარჯვენა მცველად და ამ პოზიციაზე მის დაყენებას ჰანსი ფლიკიც განაგრძობს.
ტერ შტეგენის ტრავმა და კაპიტნობის საკითხი
“ბარსელონას” კაპიტანი და მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ამ ეტაპზე ყურადღების ცენტრშია – საუბარია როგორც მის ტრავმაზე, ისე კაპიტნობის შესაძლო გადახედვაზე. გერმანელმა კარის დარაჯმა მუხლის ოპერაცია გაიკეთა და სავარაუდოდ ოთხი თვე გამოტოვებს.
კუნდემ კომენტარი გააკეთა ამ თემაზეც:
ჟიულ კუნდეს “ბარსელონაში” დარჩენა მოწმობს იმას, რომ კლუბი აგრძელებს ძირითადი ბირთვის შენარჩუნებას და ნდობას უცხადებს მოთამაშეებს, რომლებიც კლუბის ღირებულებებს იზიარებენ და მზად არიან, თითოეული პოზიციიდან იბრძოლონ გამარჯვებისთვის.
ჰაკიმის შემდეგ საუკეთესოა მის პოზიციაზე, ცხოველია, დაუღლელად დარბის სეზონში 50-60 მატჩი, ოღონდ ბოლოს ტრავმა არ უნდა მიეღო… ნუ უფრო ბალდეს ტრავმამ დაგვღუპა, მაგრამ ინტერთან კუნდეც ძალიან დაგვეხმარებოდა, მოუხედავად იმისა, რომ გარსიამ კარგად ითამაშა და გოლიც შეაგდომ
მშვენიერი
ძალიან კარგი სიახლეა. ტოპ სამში შედის ჩემი აზრით თავის პოზიციაზე🥰
ეს მაგარი მებრძოლი გვყავს, ცოტა ნერვებს კი უშლის ფლიკს, მაგრამ არც ფლიკი აკლებს მოთვინიერებაზე მუშაობას.
კარგია, იმედია კონტრაქტის ბოლომდე ფორმაში იქნება