workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პეპ გვარდიოლა  ბარსელონაში დაბრუნებას გამორიცხავს

პეპ გვარდიოლა ბარსელონაში დაბრუნებას გამორიცხავს

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ დააანონსა, რომ “ეტიჰადზე” თავისი მოვალეობის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო კარიერაში პაუზას აიღებს. ეს გადაწყვეტილება მან ჟურნალ GQ Hype-თან ინტერვიუში გააჟღერა.

54 წლის სპეციალისტი კლუბს 2016 წლიდან ხელმძღვანელობს და 2026 წელს, ათწლიანი მუშაობის შემდეგ, კონტრაქტი ეწურება. მან კლუბთან ერთად 6-ჯერ მოიგო ინგლისის პრემიერ ლიგა და მოიპოვა 67%-იანი მოგების მაჩვენებელი 533 მატჩში.

დარწმუნებული ვარ, რომ “სიტის” შემდეგ გავჩერდები – ეს გადაწყვეტილია. დროა საკუთარ თავზე, ჩემს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ვიზრუნო.

– განაცხადა გვარდიოლამ.

იგი ამ ნაბიჯს ადარებს “ბარსელონადან” წასვლის შემდეგ 2012-13 წლების სეზონში აღებულ პაუზას. მისი თქმით, სწორ დროს გაჩერება მნიშვნელოვანია:

“ბარსელონაშიც” ასე იყო – ერთ დღეს მივხვდი, რომ საკმარისია. ახლაც იგივე დროა. ახალი გამოწვევის ძიება მინდა.”

იამალი და მესისთან შედარება ნაადრევია

გვარდიოლამ ყურადღება გაამახვილა ლამინ იამალისადმი არსებულ ზეწოლაზე. 17 წლის ტალანტს ხშირად ადარებენ ლიონელ მესის, თუმცა პეპი თვლის, რომ ეს ზედმეტია:

 ლამინ იამალს უნდა მიეცეს შანსი, რომ მშვიდად განვითარდეს. როცა 15 წელიწადს უმაღლეს დონეზე ითამაშებს, მერე ვიმსჯელოთ. ახლა მისი მესისთან შედარება იგივეა, რაც მხატვრის ვან გოგთან.
მესიმ 91 გოლი გაიტანა სეზონში. 15 წელი ზედიზედ, ტრავმების გარეშე. ეს არავისთვისაა ადვილი. მოდით, ლამინი დავასვენოთ.

“ბარსელონაში” დაბრუნებას გამორიცხავს

გვარდიოლამ საბოლოოდ უარყო ყველანაირი შანსი, რომ “ბარსელონაში” საპრეზიდენტო ან სპორტული დირექტორის პოზიციაზე დაბრუნდეს:

 ეს დასრულებულია. სამუდამოდ. მშვენიერი დრო იყო, მაგრამ წავიდა. პრეზიდენტობა ჩემთვის არაა.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (23)

  • nika 54
    schedule 31 ივლ 2025, 17:38
    #23

    და რატომ ეკითხებიან? ან თვითონ რას ფიქრობს შეეხვეწება ვინმე?

  • ☠️•Spooky•☠️
    schedule 31 ივლ 2025, 04:36
    #22

    თუ არც მოხვალ ერთი შენი დედასაც გავცხე. კაი ქვეშქვეშა მაიმუნია ესეც,ლუჩოს არანაკლებად უყვარს ბარსა მეტად თუ არა. გვყავს აგერ იდეალური მწვრთნელი, 3-4 წელი ატუ გაჩერდა შედეგებიც იქნება და მონსტრსაც დატოვებს, მერე მოვა კიდე ვინმე კაი…

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 31 ივლ 2025, 01:02
    #21

    გვყვავს მშვენიერი მწვრთნელი ფლიკის სახით