workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ახალი ტალანტი ბარსელონაში — ვინ არის დრო ფერნანდესი?

ახალი ტალანტი ბარსელონაში — ვინ არის დრო ფერნანდესი?

ბარსელონაში კიდევ ერთი ტალანტი გამოჩნდა – ვისელ კობესთან მატჩში (3-1დრო ფერნანდესის დებიუტი შედგა.

17 წლის ფეხბურთელმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და ბრწყინვალე გოლიც გაიტანა.

პედრო “დრო” ფერნანდეს სარმიენტო 2008 წლის 12 იანვარს, გალისიაში დაიბადა. ის ესპანელია, მაგრამ ფილიპინების მოქალაქეობაც აქვს, რადგან დედის მხრიდან ფილიპინელია.

პედრო მრავალმხრივი შემტევი ნახევარმცველია, რომელსაც გარემარბად თამაშიც შეუძლია. ის ლა მასიაში ერთ-ერთ უდიდეს ტალანტად მიიჩნევა.

დრო ბარსელონას 2022 წელს, ვალ მინიორის აკადემიიდან შემოუერთდა. მას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

2024/25 წლების სეზონში დრომ, ბარსას 19-წლამდელთა გუნდთან ერთად, ახალგაზრდული ლიგა მოიგო და ამ ტურნირზე 7 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

ფერნანდესს ესპანეთის 15, 16 და 17-წლამდელთა ნაკრებებშიც უთამაშია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • ჭიათურა
    schedule 30 ივლ 2025, 15:47
    #10

    მგონი გვპირდებიან იაპონიის ამხანაგურის ფულის ჩარიცხვას
    მარა ლაპორტამ ჯერ ფული მოჯვით და მერე გავფრინდებითო
    ვნახოთ რა მოხდება შეიძლება ითამაშონ ბოლოს მაინც ვისელ კობესთან

  • ზანგა
    schedule 30 ივლ 2025, 01:40
    #9

    დეიონგზე ეჭვები გაჩნდა, დროს წელავსო აგენტის ვერშეცვლის მიზეზითო და მგონი მეორე სკამის გამოყოფა მოგვიწევს ბოლო იარუსზე, ტერ გნიდას რომ მივუჯინოთ გვერდით მეორე გნიდა gigi.gif

    * * *
    გუტანგამ წავალ სასტარტოში თუ არ დამაყენებთო jump.gif

  • Rick Sanchez
    schedule 29 ივლ 2025, 16:03
    #8

    ვნახოთ აბა, იმედია ნათელი მომავალი ექნება და გაამართლებს მოლოდინებს.

  • Don_Andresito
    schedule 29 ივლ 2025, 12:24
    #7

    ციტატა: nika 54
    ღმერთმა გვაჩუქა ლა მასია და დიდი სიფრთხილეა საჭირო, არავინ დავკარგოთ რო მერე თავში სარტყმელი არ გაგვიხდეს.


    ყველაზე მეტად მომავალი თაობიდან ნახევარმცველები მეცოდებიან. გილე ფერნანდესი მაგალითად. როგორც ჩავი ინი ბუსის დროს ფაქტიურად ადგილი არ იყო პირველ გუნდში ახლაც ასეა. მარჯვენა ვინგერის პოზიცია ჩაიგდო ხელში იამალმა იმედია მრავალი წლით. ტონი ფერნანდესი და დიარა გვყავს მაგარი ნიჭიერი ბიჭები იგივე პოზიციაზე მარა თუ დაინახეს რო შანსი არ აქვთ იამალთან, რა თქმა უნდა წავლენ. პედრი გავი ფერმინი კასადო ბერნალი ფრენკი ოლმო, 7 კაცი ნახევარდაცვაში 3 პოზიციაზე. რა ქნას გილემ რომელიც უნიჭიერესი ბიჭია? ეგაა მთავარი პრობლემა. ამ დროს გუნდსაც ვერ დაადანაშაულებ. ბარსა ბ მე-4 დივიზიონში გავარდა და ვერ გავამტყუნებ ვერავის თუ წასვლას მოისურვებენ. მთავარია უფლებები შეინარჩუნონ ყველა ფეხბურთელზე 2-3 წლით მაინც

  • nika 54
    schedule 29 ივლ 2025, 10:49
    #6

    ღმერთმა გვაჩუქა ლა მასია და დიდი სიფრთხილეა საჭირო, არავინ დავკარგოთ რო მერე თავში სარტყმელი არ გაგვიხდეს.

  • Barca for life
    schedule 28 ივლ 2025, 11:25
    #5

    დროს თუ ხელი მოჰკიდეს და სწორად განავითარეს შეიძლება მომავალი ლეგენდის დაბადებას ვუყურებდეთ ახლა.. მარტო გოლზეც არაა ხალხო, პროსტა ჩართეთ მეორე ტაიმის მეორე ნახევარი სადღაც 15 წუთის ნახვა მოგიწევთ, მეტის არა და უბრალოდ დააკვირდით რა დონის ინტელექტი, თავდაჯერებულობა, სითავხედე, ტექნიკა და ვაბშე ყველაფერი აქვს. რაღაცნაირად იამალის სტარტი მომაგონა, 2 წლის უკან ზაფხულის პრესეზონზე ტოტენჰემთან გამპერზე როგორც ითამაშან, თან ამასაც 27 ეცვა, მაგრამ განსხვავება ისაა რომ იამალი უკვე დიდი ხნის მანძილზე თამაშობდა მაგ გუნდთან ერთად, მაშინ როცა დრო 2 წამის წინ ამოწიეს და ისეთი შთაბეჭდილება დატოვა რომ საუკუნეა ამ ხალხთან ერთადაა, აი უუდიდესი ქიმია დადო ბიჭებთან..
    პ.ს. რაღაცნაირად პედრისა და ფერმინის გამოჩენას გავდა, ნუ არც გავის, ბერნალისა და კასადოს გამოჩენა ყოფილა ნაკლები მარა ამ ბიჭის თამაში ყველა დანარჩენზე მაღლა იდგა პირველი თამაშისთვის..
    ნუ რავიცი რა ვთქვა..
    რუნის რაც შეეხება, მაგასაც კოჭებში ეტყობა ტალანტი, მარა იმხელა ეიფორიაში არ ჩავუგდივარ რაშიც დრომ ჩამაგდო, რადგან რუნის რამდენიმე ისეთი მომენტი თუ შეხება ჰქონდა როცა ძალიან უბრალო ფეხბურთელივით ითამაშა, მაგრამ დროს ყველა შეხებაში ჩანდა ინტელექტის ზეიმი და რაღაცნირად მაგონებდა პედრი-იამალის ნაჯვარ ფეხბურთელს..
    მოკლედ ორივეს დაწინაურებას ველი აქედანვე და დიდი იმედი მაქვს სრულფასოვან შანსებს მიიღებენ, ხოლო თავისას რომ დაამტკიცებენ ეგ უკვე ვიცი.

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 28 ივლ 2025, 00:17
    #3

    ციტატა: me da barca
    სანამ სტატიას წავიკითხავდი გავიფიქრე ამას უეჭველი წვრილთვალება აზიელი ყავს დედათქო. გვარი ესპანური რადგან ქონდა ესეიგი დედა იქნებოდა აზიელი.


    კი, აშკარა იყო. სანამ გავიგებდი, მეც ეგრევე მივხვდი, რომ აზიური წარმომავლობა ექნებოდა…

    P.S. თავისუფლად შეიძლებოდა, მამა ჰყოლოდა ფილიპინელი, რადგან იქ ესპანური გვარებიცაა.

  • me da barca
    schedule 27 ივლ 2025, 23:24
    #2

    სანამ სტატიას წავიკითხავდი გავიფიქრე ამას უეჭველი წვრილთვალება აზიელი ყავს დედათქო. გვარი ესპანური რადგან ქონდა ესეიგი დედა იქნებოდა აზიელი.

  • rivaldo80
    schedule 27 ივლ 2025, 22:33
    #1

    კოჭებში ეტყობა ამას მაგარი ვიაღაცა