workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას პირველი ამხანაგური თამაში ჩაიშალა

ბარსელონას პირველი ამხანაგური თამაში ჩაიშალა

2025/26 წლების სეზონისთვის მზადების ეტაპზე “ბარსელონას” პირველი ამხანაგური თამაში ჩაიშალა. კლუბმა ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.

მიმდინარე კვირის ბოლოს “ბარსა” “ვისელ კობეს” იაპონიაში უნდა დაჰპირისპირებოდა. “ბლაუგრანას” ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, რომ შეხვედრის ორგანიზატორებმა კონტრაქტის პირობები უხეშად დაარღვიეს, რის გამოც კლუბი იძულებული გახდა, თამაშზე უარი ეთქვა.

ამჟამად “ბარსელონას” წინასასეზონო ამხანაგური თამაშების განრიგი ასე გამოიყურება: 31 ივლისს თამაში “სეულთან” და 4 აგვისტოს “დაეგუსთან”.

ორივე ეს შეხვედრა სამხრეთ კორეაში გაიმართება. “ბარსა” განიხილავს ვარიანტს, ამ აზიურ ქვეყანაში უფრო ადრეც გაემგზავროს და კიდევ ერთი ამხანაგური თამაში ჩაატაროს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • nika 54
    schedule 24 ივლ 2025, 17:52
    #13

    საინტერესოა ვინ დაგეგმა ეგ ამხანაგური, დავიჯერო ეგეც დეკუს ეხება? ან რამე ჯარიმის მსგავი არ ეკუთვნით იაპონელებს.

  • Don_Andresito
    schedule 24 ივლ 2025, 09:31
    #12

    ამხელა გუნდს როგორ შეიძლება ესეთი ყ..ბი მართავდნენ? ჩვენ რო პერესი გვყოლოდა 4 ლიგასაც დავდებდით გადაბმულად. საჭირო ფეხბურთელებსაც მოგვაშველებდა, მსაჯებსაც საჭირო დროს, ყველა ანტი ბარსელონელს დახსნიდა და ძირს გამოუთხრიდა, აგერ რა უქნა მსაჯებს

  • La Pulga10
    schedule 24 ივლ 2025, 08:32
    #11

    მიდი ძმა წესიერი პრე სეზონი უნდა გვქონდეს. ჩაანაცვლონ ვისელ კობე სხვა გუნდით.

  • Rivaldo
    schedule 24 ივლ 2025, 08:00
    #10

    ვიღაც ბარსელონაზე შეყვარებული ბავშვი იტყვის ,, ვაა რა არაფერში არ გვიმართლებს; არადა ელემენტარული თავის საქმეების გაკეთება უჭირს ადამიანებს. ეს ფსკერია, არა ჩავხვრიტეთ ფსკერი. წარმოგიდგენიათ?🥹 ერთადერთი პროფესიონალი ადამიანი ამ გუნდში ( ფეხბურთელებს თუ არ ჩავთვლით) არის ფლიკი? შეკითხვა რამდენი ხანი აიტანს გერმანელი ამ
    ცირკში მუშაობას??? პასუხი ცოტა ხანი, მერე მხრებს აიჩევავს და წავა. მართლა გაუგებარია როგორ იტანენ ამხელა გუნდში ასეთ მასხარებს, მატყურებს, ზარმაცებს, დილეტანტებს. არაკაცებს🤮🤮🤮 ფუ თქვენი უვარგისი დედა ვატირე მე, თქვენ მოგიტკანთ დნმ და ოჯახი მე😞

  • me da barca
    schedule 24 ივლ 2025, 01:52
    #9

    საუდის არაბეთში გაეჩარხათ რამე, იქ ფული ჩეჩქვივით ყრია, რამეში წაადგებოდათ ამ უდღეურებს.

  • Rick Sanchez
    schedule 24 ივლ 2025, 01:12
    #8

    ინიესტა ვერ გააცილეს ფეხბურთიდან ანუ

  • Barca
    schedule 24 ივლ 2025, 00:44
    #6

    დავიკიდოთ კაცო ამხანაგურია ნაკლებად დაიღლებიან

  • Wesleyy
    schedule 24 ივლ 2025, 00:41
    #5

    სუუ ბარსას როგორ ეწელება დროში ყველა და ყველაფერი ვახხ

  • JasoN
    schedule 24 ივლ 2025, 00:24
    #4

    ციტატა: Mascerano
    ამხანაგურებსაც ვერ გეგმავენ ეს ჩემისები, რა კორეა ბიჯო წასულიყვნენ ამერიკაში და ფული გაეკეთებიათ


    აზიაში უკეთესი ფინანსური დივიდენდებია თუ ყველაფერს უკეთ დაალაგებს ორივე კლუბი, მაგრამ ვერ დაალაგა რომელიღაცამ როგორც ჩანს

  • MESSI 2017
    schedule 23 ივლ 2025, 23:39
    #3

    ცირკია სს გუნდი ცირკი რაღა იუნაიტედი და რაღა ჩვენ

  • Mascerano
    schedule 23 ივლ 2025, 23:26
    #2

    ამხანაგურებსაც ვერ გეგმავენ ეს ჩემისები, რა კორეა ბიჯო წასულიყვნენ ამერიკაში და ფული გაეკეთებიათ

  • Vamsdreini.1
    schedule 23 ივლ 2025, 22:47
    #1

    კონტრაქტი ვინც დაარღვია, იმას რაიმე ფინანსური ჯარიმა არ ეკისრება? იქნება 5🍋 მაინც გამოვსტყუოთ. ვაი საცოდავო ბარსელონა საით მიდიხარ.