მას შემდეგ, რაც ლიონელ მესი “ბარსელონადან” 2021 წელს წავიდა, მასსა და კლუბს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად დაიძაბა. განსაკუთრებით დაძაბული იყო მდგომარეობა არგენტინელსა და კლუბის პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას შორის, თუმცა ახლა ყველა მხარეს ექნება შანსი წარსულში მომხდარის გადაფარვისა და ურთიერთობის აღდგენისთვის. მესის წასვლისას “ბარსელონამ” მასთან კონტრაქტის განახლება ვერ შეძლო, რადგან ვერ მოახერხა მისი ხელახლა რეგისტრაცია ლა ლიგაში. შედეგად, მესის არ ჰქონია შესაძლებლობა, რომ კლუბს, მისი წევრებსა და გულშემატკივრებს ღირსეულად დამშვიდობებოდა. წლების განმავლობაში კლუბს ყოველთვის სურდა, რომ მოეწყო სპეციალური ღონისძიება ამ დანაკლისის შესავსებად და ეს უნდა გამართულიყო განახლებულ “სპოტიფაი კამპ ნოუზე”. “ბარსელონა” იმედოვნებს, რომ მომავალი თვიდან შეძლებს მატჩების გამართვას ახალ სტადიონზე, თუმცა მშენებლობის სრული დასრულება მხოლოდ 2026 წლის ზაფხულშია დაგეგმილი. სწორედ მაშინ იგეგმება მესისთვის მიძღვნილი გრანდიოზული ცერემონია, იტყობინება Diario AS.
100,000-ზე მეტი გულშემატკივარი
“ბარსელონა” ვარაუდობს, რომ 2026 წლის ზაფხულში დასრულდება “სპოტიფაი კამპ ნოუს” რეკონსტრუქცია. მაშინ სტადიონის საერთო ტევადობა 104,000 მაყურებელი იქნება და “ბარსელონას” მიზანია, რომ სწორედ ამ დღეს მიაგოს პატივი კლუბის უდიდეს ფეხბურთელს. თუ ღონისძიება მართლაც 2026 წლის ზაფხულში გაიმართება, დიდი შანსია, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შედგეს, რაც თითქმის აუცილებლად იქნება მესის ბოლო ტურნირი არგენტინის ნაკრებთან ერთად. იმ დროისთვის შესაძლოა, მესი კლუბის გარეშე იყოს, თუმცა “ინტერ მაიამი” ცდილობს მას ახალი კონტრაქტი შესთავაზოს და 2026 წლის ბოლომდე ფლორიდაში დატოვოს.
იდეაში ამასაც ფულის გამო აკეთებს ლაპორტა , იცის რომ გავსებული იქნება სტადიონი და ახალი სეზონის დაწყებამდე საკმაო თანხა შეუვა , თორე რაღა ზაფხულში ან რაღა სტადიონის სრული დასრულებისას
იდეალური იქნება
მშვენიერია, უფრო ადრე უნდა ექნათ ეგ ამბავი, მაგრამ ახალ კამპ ნოუზე უფრო უკეთესი იქნება ლეოს გაცილება.
წელს უნდა დაიმატონ ზაფხულში მსოფლიოს მერე კი ოლდ ბოისში წავა და იდეალური გაცილება იქნება
მესის ისეთი დახვედრა უნდა მოაწყონ როგორიც ფეხბურთის მეფეს შეეფერება 🇦🇷👑🐐
ისე ეს ნიუსი ერთი კვირის წინ დავწერე, სპორტ-ექსპრესიდან. აქ რატომ გვიანდება ყველა სიახლის შეტყობინება? მართლა ამდენ ხანს უნდებიან მოდერაციას როგორც ზოგიერთი მწერალი ამბობს.
მესის იანვარში დაბრუნება იქნება იდეალური.
ინდიგო მარტინესი ბარსელონას ახალი კაპიტნობის ერთ-ერთი ფავორიტია