workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას საბოლოო გადაწყვეტილება – ფერმინ ლოპესი არ გაიყიდება

ბარსელონას საბოლოო გადაწყვეტილება – ფერმინ ლოპესი არ გაიყიდება

“ბარსელონას” სჭირდება მოთამაშეების გაყიდვა, რათა მოახერხოს ფინანსური სტაბილურობის დაბრუნება და ლა ლიგის 1:1 წესი აღადგინოს – რაც აუცილებელია ახალი ხელშეკრულებების რეგისტრაციისთვის. ბოლო კვირებში რამდენიმე ფეხბურთელი მოხვდა შესაძლო გასაყიდი კანდიდატების სიაში და მათ შორის მოულოდნელად გამოჩნდა ფერმინ ლოპესი. ფერმინი, რომელიც ბოლო თვეებში “ჩელსის” უკავშირდებოდა, საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურებოდა “ბარსელონას” პირველ გუნდში მას შემდეგ, რაც 2023 წლის ზაფხულში გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მოედანზე შეცვლაზე შედიოდა, მან 88 მატჩში 19 გოლი და 9 ასისტი მიითვალა, თუმცა ხმები ისმოდა, რომ ეს საკმარისი არ იქნებოდა კლუბში დასარჩენად.

“ბარსელონას” უკვე გადატვირთული შუახაზი ჰყავს და სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება მას შემდეგ, რაც მარცხენა ვინგერი შეემატებათ – მოსალოდნელია, რომ რაფინია ცენტრში გადაინაცვლებს, რაც ფერმინს როტაციაში დააქვეითებს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით გაჩნდა ხმები, რომ ფერმინს გაყიდიან, თუმცა ახლა ეს ვარაუდები უარყო Diario AS-მა. გამოცემის ცნობით, “ბარსელონამ” მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფერმინ ლოპესი არ გაიყიდება. მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი პირდაპირ ითხოვს მისი შენარჩუნებას, რადგან ძალიან აფასებს ამ ამპლუის მოთამაშეს და ხედავს მის მნიშვნელოვან როლს გუნდში.

“ბარსელონა” ამ ზაფხულში 2-3 მოთამაშის გაყიდვას გეგმავს

ფერმინი არ წავა, მაგრამ “ბარსელონამ” უკვე შეარჩია წამსვლელი კანდიდატები გასაყიდად. ყველაზე აშკარაა მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რომელიც უკვე მესამე მეკარედ იქცა ჟოან გარსიასა და ვოიცეხ შჩესნის შემდეგ. ასევე განიხილება რონალდ არაუხოს ან ანდრეას კრისტენსენის გაყიდვა, თუმცა არცერთი მათგანი არ მიიჩნევს თავს წამსვლელად. “ბარსელონას” გაუჭირდება საჭირო თანხის მობილიზება, რათა ფინანსური წესრიგი დაიბრუნოს, თუმცა ფერმინის შენარჩუნება გონივრული ნაბიჯია. ის განსხვავებული მოთამაშეა, რომელსაც ფლიკი პირველივე ორ სეზონში აქტიურად იყენებდა და დიდი პოტენციალი აქვს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Mascerano
    schedule 15 ივლ 2025, 11:39
    #7

    რატო უნდა განიხილო ლოპესის და კასადოს გსყიდვა როცა გუნდში არიან არაუხო მარტინი შესნი პენია შტეგენი დეიონგი ლევანდოვსკი, ამ ჩამოთვლილიდან ნებისმიერის გაყიდვა შეიძლება ან ყველა ერთადაც არიქნება პრობლემა, ზოგი გადაღძუებული მძორია ზოგი უტ რაკო. ლოპესი ზამენაზე იდეალური იყო, შემოვიდოდა და იგრძნობოდა რომ გუნდმა ცვლილება გააკეთა.

  • Rick Sanchez
    schedule 14 ივლ 2025, 15:43
    #5

    გუნდიდან უნდა წავიდნენ რომეუ, ტორე, არაუხო, მარტინი, ფორტი, პენია, ტერ შტეგენი (ასე უწევს, მე არ მინდა მისი წასვლა) და პაუ ვიქტორი, სხვა არცერთი ფეხბურთელი გასაშვები არ არის.

  • ვისკა ბარსა
    schedule 14 ივლ 2025, 12:36
    #4

    ამის გაყიდვა გვაკლია ახლა,ყველა კუთხიდან შეუძლია დარტყაას და ტრამვიანი ოლმოს იმედად არ დავრჩეთ

  • nika 54
    schedule 14 ივლ 2025, 12:11
    #3

    ფერმინი არავითარ შემთხვევაში, ესენი კასადოზე ლაპარაკობდნენ და უცებ ფერმინი როდის შემოაპარეს.

  • Albicelecte
    schedule 13 ივლ 2025, 22:54
    #2

    იმან უნდა ააცვას, ვინც გუნდი დააღალატა და ვერც ვერაფერს შეჰმატებს…
    ანსუ და ლენგლე წასულები არიან, რომეუც მიდის და ტორეც…
    2 კაცი რჩება ასეთი და მათ შორის არც ფერმინია და არც კასადო;
    შტეგენი-არაუხოს გამო რომ ამ ორიდან რომელიმეც გაყიდვა გახდეს საჭირო, საცოდაობა იქნება

  • NN
    schedule 13 ივლ 2025, 21:06
    #1

    აბა რააფერმინი დაუფასებელია ძალიან და გადამწყვეტი მომენტების დროს არ გვაღალატებს