ამ თვის დასაწყისში “მონაკომ” ანსუ ფატის იჯარა დაადასტურა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის შესაძლოა ერთადერთი “ბარსელონელი” არ იყოს, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ლიგა 1-ის კლუბს შეუერთდება. ფატი ერთ-ერთია იმ რამდენიმე მოთამაშეთაგან, ვინც “ბარსელონამ” შესაძლო წამსვლელთა სიაში შეიყვანა. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, ანდრეას კრისტენსენი, პაბლო ტორე და პაუ ვიქტორიც ასეთთა შორის არიან, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე იდეალური კანდიდატი კლუბისთვის გერმანელი მეკარეა. ჰანსი ფლიკმა ტერ შტეგენს განუცხადა, რომ მომდევნო სეზონში ის “ბარსელონას” ძირითადი მეკარე აღარ იქნება – ის იერარქიაში მესამეა ჟოან გარსიასა და ვოიცეხ შჩესნის შემდეგ. ტერ შტეგენის მაღალი ხელფასი “ბარსელონას” ფინანსურ მდგომარეობას ამძიმებს, ამიტომ მისი ტრანსფერი კლუბს მნიშვნელოვან შვებას მოუტანდა.
ტერ შტეგენის მომავალი “ბარსელონაში” ეჭვქვეშ დგას
იმის შემდეგ, რაც ფეხბურთელმა შეიტყო, რომ მას აღარ ენდობიან, მისი ტრანსფერისადმი ინტერესი ევროპაში გაიზარდა. “გალათასარაი” უკვე ცდილობს მისი გადაყვანას, ხოლო Mundo Deportivo-ს ცნობით, “მონაკოც” იმავე გეგმებს განიხილავს. რამდენიმე კვირის წინ “მონაკოს” წარმომადგენლებმა ტერ შტეგენის აგენტებს პირველი ინტერესიც უკვე მიაწოდეს, თუმცა მაშინ უარი მიიღეს. ახლა, როცა “ბარსელონას” პოზიცია მკაფიო გახდა, ტრანსფერის შანსი გაიზარდა და შესაძლოა მეკარე საკუთარი გეგმების გადახედვაზეც დაფიქრდეს.
მომდევნო ექვსი კვირა გადამწყვეტი იქნება ტერ შტეგენის საკითხში. თავად ფეხბურთელი ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ “ბარსელონაში” ძირითად მეკარედ დაბრუნებას შეძლებს, მაგრამ ეს სცენარი ნაკლებად მოსალოდნელია. იმ ფონზე, როცა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კარს მომდგარა, მეკარეს სჭირდება სათამაშო პრაქტიკა, რათა გერმანიის ნაკრებში პირველი ნომრის სტატუსი შეინარჩუნოს.
მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ წასვლის დროა
აწი შესნის კონტრაქტის გახანგრძლივების მერე ჯობია წავიდეს ტერ შტეგენი, მაგრამ ჩემი აზრით არასწორად იქცევიან და სულელურადაც, შესნის საერთოდ არ გავუგრძელებდი კონტრაქტს. თუ მაინც და მაინც კარგი განწყობა შემოაქვს გასახდელში, ყოფილიყო მესამე მეკარე.
დრო კი მირბის და ფეხებზე კიდია შტეგენის მომავალიც და ბარსას 1-1-იც.
გარსია მაინც დაარეგისტრირონ თუ არც მაგის ტრ-კი აქვთ?
როგორც იქნა მიხვდა რა უნდა ქნას..