workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
2 - 0
ბილბაო ლოგო

ბილბაო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 37'sports_soccer ფერმინი 82'sports_soccer
მანჩესტერ იუნაიტედი ორი პირობა ბარსელონას

მანჩესტერ იუნაიტედი ორი პირობა ბარსელონას

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა, მარკუს რაშფორდი “ბარსელონაში” იჯარით გაუშვას, მაგრამ “წითელ ეშმაკებს” ორი პირობა აქვთ.

ცნობილია, რომ ინგლისელები 27 წლის ფეხბურთელის გაშვებას გეგმავენ, თავად მარკუსს კი მხოლოდ “ბარსელონაში” თამაში სურს.

ჰანსი ფლიკის გუნდი რაშფორდის ვარიანტს განიხილავს, მაგრამ არა პრიორიტეტად. გერმანელი სპეციალისტი უფრო სხვა სტილის ფეხბურთელს ანიჭებს უპირატესობას. თუმცა ინგლისელი შემტევი “ბარსას” რადარზე რჩება.

Manchesterworld-ის ცნობით “იუნაიტედი” “ბარსას” ორ პირობას უყენებს: 1) ფეხბურთელის სრული ხელფასი კატალონიელებმა უნდა გადაიხადონ; 2) იჯარის ხელშეკრულებაში უნდა ჩაიდოს გამოსყიდვის ვალდებულება, რომელსაც ესპანელები 2026 წლის დეკემბრისთვის შეასრულებენ.

იმის გათვალისწინებით, რომ რაშფორდი მზადაა, “ბარსელონაში” გადმოსვლის სანაცვლოდ ხელფასი მნიშვნელოვნად შეიმციროს, პირველი პუნქტის დაკმაყოფილება პრობლემა არ უნდა იყოს. რაც შეეხება მეორეს: ვინაიდან რაშფორდი ჰანსი ფლიკისთვის და დეკუსთვის პრიორიტეტი არაა, დიდი ალბათობით, “ბარსას” ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულების აღება დიდად არ სურს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (16)

  • nika 54
    schedule 08 ივლ 2025, 10:15
    #16

    საინტერესოა ჩვენ რო ვყიდით ხოლმე ფეხბურთელს საერთოდ ვუყენებთ რამე პირობას მეტოქეს, თუ ოღონდ გავასხვისოთ ამბავია. ყველას ჩვენთან უნდება რეკორდების დამყარება ხეირში? და აქ ჩემპიონი ატლეტიკოა თავისი სერესოთი.

  • Neymar
    schedule 07 ივლ 2025, 01:05
    #15

    მანჩესტერიც რო ჩვენს დაგოიმებას ჩალიჩობს ტეხავს წარმოიდგინეთ რა **რი ხელმძღვანელობა გვყავს ანუ

  • Iniesta_8
    schedule 07 ივლ 2025, 00:55
    #14

    ბარსამაც წაუყენეს პირობა: გამოსყიდვა 10 მილიონად.

  • Barca
    schedule 07 ივლ 2025, 00:50
    #13

    ციტატა: Rick Sanchez
    მირჩევნია რაშფორდი აიყვანონ იჯარით და მერრ გამოისყიდონ ვიდრე ლუის დიაზში გადაიხადონ 80 მილიონი.


    ლივერპული არ გაუშვებს დიასს, და რაშფორდი არ ვიცი რამდენად გაამართლებს დაცვაში არ ჩამოდის და პრესინგზე ასვლა ეზარება და ეგეთი არ ვიცი რამდენად გვაწყობს, მაგას ჯობია ლიონიდან ფოფანა წამოიყვანონ

  • Rick Sanchez
    schedule 07 ივლ 2025, 00:44
    #12

    მირჩევნია რაშფორდი აიყვანონ იჯარით და მერრ გამოისყიდონ ვიდრე ლუის დიაზში გადაიხადონ 80 მილიონი.

  • datio
    schedule 06 ივლ 2025, 23:02
    #11

    ChuxrELia,
    წელიწადნახევარშიო მანჩესტერმა …
    მგონი კომპრომისული ვარიანტია ბარსას 2 წლის მერე უნდოდა , მანჩესტერს 1 წლის მერე

  • Damien12
    schedule 06 ივლ 2025, 22:39
    #10

    დიდი ალბათობით არავის მომყვანი ესენი არ არიან, არადა არც ისეთი რთული რაღაცები გაკეთება იყო საჭირო სეზონის დასრულების შემდეგ, კერძოდ: დე იონგისთვის ახალი კონტრაქტი გაეფორმებინათ უნდა, რის შედეგადაც ხელფასს მნიშვნელოვნად დაიკლებდა, გაეყიდათ არაუხო 55მილიონად რაც დიდი თანხა არაა და ბევრი გუნდი გადაიხდიდა, ლევანდოვსკისთვის ახალი კონტრაქტი, რომლის შედეგადაც ხელფასს მნიშვნელოვნად დაიკლებდა და თუ არ დათანხმდებოდა- არაბეთში გაეყიდათ; და ბოლოს – შტეგენის მოშორება.

    ყოველივე ეს მოგვცემდა საშუალებას ნიკოც უპრობლემოდ დაგვერეგისტრინებინა და კიდე ერთი კარგი ფორვარდი გვეყიდა.

  • Rivaldo
    schedule 06 ივლ 2025, 21:55
    #9

    სავარაუდოთ ამას მოიყვანენ. სხვისი ერთი ადგილი ამათ არ აქვთ და სულ არარაობას მაინც ეს ჯობია. ახლა უნდა მოინდომონ და მსოფლიოში ყველაზე იდიოტ მართველებს როგორიც მანჩესტერს ყავს უნდა მოატყებინონ თავი. აბა თქვენ იცით. ამის მოყვანა რეალურად 30 მილიონად შეიძლება, ტიპს უკვე ნომერი ჩამოართვეს, თვითონ არსად არ უნდა წასვლა და იმინა სხვა გზა არ აქვს მანჩესტერს ან სკამის მოსაშორებელ ფეხბურთელს სამი წელი უნდა უხადონ 18 მილიონი ( ამდენი აქვს მე როგორც ვიცი) ან ჩვენს პირობებს დათანხმდენ. ეს არის ფაქტი. მაგრამ აბა ვნახოთ ჩვენი გონებაშეზღუდულ მართველობას როგორ ათოხლებს მეორე იდიოტების ბანდა🥶🥶🥶 მე იმაზე ვდებ რომ ისინი გვაჯობებენ და სადღაც 40-45 აგვახევენ, ამის შემდეგ პირველ ადგილზე გადავალთ როგორც ყველაზე <<ცენზურის დარღვევა>> მართველობა ევროპაში. ნუ მყარ მეორეზე ისევ მანჩესტერი დარჩება🍆🤡

  • me da barca
    schedule 06 ივლ 2025, 21:39
    #8

    ყველა ჭკვიანია ბარსას გარდა. ახლა იჯარის ფული დადეთო, მომავალ წელს მოგვაშორეთო და მაგაში რამდენს მოითხოვენ *უი ევო ზნაეტ და ხელფასაც თქვენ მიხედეთო. ფეხბურთელის იმენნა მოშორება უნდათ და თან მსუყე შემოსავალი. ბარსას ფეხბურთელი, რომ იყოს იჯარით წაიყვანდნენ ვალდებულების გარეშე, ხელფასის ნახევარსაც ჩვენ გადაგვახდევინებდნენ და ბარსაც დათანხმდებოდა.
    დეკუ ყიდვა არ შეგიძლია და გაყიდვა მაინც ისწავლე შე ს**ო, თუ დაახვევ მთლა უკეთესი.

  • lukaaa
    schedule 06 ივლ 2025, 20:55
    #7

    თუ ტრანსფერი არ გააკეთა გუნდმა,9 იანი,მარცხენა ფლანგის გარემარბი ერთი ცენტრალური ნახევარმცველი და 1 2 მცველი აზრი არ აქვს არაფერს,შეიძლება ფლიკი გაიქცეს,იმიტო რო ახალ სეზონში ვერაფერს ვიზავთ,ფლიკის ტაქტიკას ლალიგის გუნდები შარშანაც ერგებოდნენ თითქმის,ლიგაზე საუბარი კი ზედმეტია,გვარდიოლას სიტი ისეთი მონსტრი იქნება რო აზრი არექნება,იქეთ პსჟ,აქეთ რეალი,მოკლედ სერიოზული ტრანსფერები ჭირდება ფლიკს,იამალის მსგავსი ფეხბურთელი გვჭირდება მეორე ფლანგზეც და უწიოკესი გუნდი იქნება,რაის რაშფორდი მოაშორეთ ეგ ნაგავი იმენა,ან ლეაუ გვინდა ან ეზე ან ილდიზი,ილდიზის მოყვანა ყველაზე რთული იქნება,მაგრამ რეალურად რო შევხედოთ ვერავის მოვიყვანთ მგონია,15 მილიონით დაგვაჯარიმეს კიდე არასწორი რაღაცისთვის და ვის დაარეგისტრირებენ ესენი,ნუ მოკლედ არ მჯერა რო ვინმე სერიოზულს მოიყვანენ

  • Koundè 23
    schedule 06 ივლ 2025, 20:52
    #6

    მთელი საფეღბურთო სამყარო ბარსას რატო ებრძვის ვერ ვხვდები ანუ ძალაინ რთუ სიტვაციაში უფრო მეტი სირთულეებს გვიქმნიან ეს ნაბიჭვრები სხვა გუნდს ესეთ ულტიმატუმებს არამგონია რომ უყენებდნენ როგორც ჩვენ ნებისმიერ სხვა გუნდს კაპიკებში მისცემენ ან ვაფშე კონტრაკტს გაწყვეტენ და ისე გაუშვებენ ჩვენთქნ კიდე მძ@ნერს ბრილიანტად აქცევენ ამათი დედებიც რააა

  • Albicelecte
    schedule 06 ივლ 2025, 20:07
    #5

    ციტატა: NEYBarca
    ნუსა მოიყვანონ ლაიფციგიდან.
    იაფი დაჯდება, 20 წლისაა და ბარსას ფანია.
    თან ფლიკი მოხოდავდა საკაიფოდ.

    ლუკმანში 65-ს ითხოვს ატალანტა.
    ვილიამსმა ჩაიდჯვა.
    ეს არევს გასახდელს და ხრუსტალაა ამავდროულად.
    ბარკოლას არავინ გამოგვატანს.
    ლეაო ძვირია და ხასიათის მოთამაშე.

    რჩება ეს ნუსა, განვითარების დიდი პერსპექტივით.


    ნუსა მართლა კარგი ვარიანტია, სწრაფი და ძალიან ტექნიკური

  • NEYBarca
    schedule 06 ივლ 2025, 19:53
    #4

    ნუსა მოიყვანონ ლაიფციგიდან.
    იაფი დაჯდება, 20 წლისაა და ბარსას ფანია.
    თან ფლიკი მოხოდავდა საკაიფოდ.

    ლუკმანში 65-ს ითხოვს ატალანტა.
    ვილიამსმა ჩაიდჯვა.
    ეს არევს გასახდელს და ხრუსტალაა ამავდროულად.
    ბარკოლას არავინ გამოგვატანს.
    ლეაო ძვირია და ხასიათის მოთამაშე.

    რჩება ეს ნუსა, განვითარების დიდი პერსპექტივით.

  • Don_Andresito
    schedule 06 ივლ 2025, 19:28
    #3

    გამოსყიდვა თუ 20 გოლს გაიტანს სეზონში. თუ რამეა და აღარ ათამაშებ ბოლოს რა.

  • ChuxrELia
    schedule 06 ივლ 2025, 19:26
    #2

    ორ წლიანი იჯარა და გამოსყიდვის ვალდებულება იდეალური იქნება. ორი წლის მერე კლუბი ხოდზე იქნება უკვე და რო რამე ამის გასუხარებაც არ იქნება პრობლემა სადმე არაბეთში. თუ აყომარდა ხო არც არსად გაუშვებენ 👀 ბაზარზე ეხლა ბარსასთვის ხელმისაწვდომი, რომლის დარეგისტრირებასაც შეძლებენ, ამაზე კარგი ვარიანტი მგონი არ არის სხვა, ამიტომ დროზე დაიმატონ რომ პრესეზონზე მოასწროს დაწყება 🙄 მარა დეკუ ხო დიშლაა და მგონი ვაბშე ვერაფერს იზამს წელს. ისიც მიკვირს ჟოან გარსია როგორ დაკერეს 🤔 თან ესპანიოლოდან

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 06 ივლ 2025, 19:24
    #1

    არა არა და არა. არ არის რაშფორდი არც ბარსელონას დონის და არც სტილის ფეხბურთელი. ლუკმანი ათასჯერ სჯობს ამას. ჩავი სიმონსზე და მაკიქ ფოფანაზე რატომ არავინ ხმას არ იღებს ვერ ვხვდები, ნიკოს ყველაზე ახლო ალტერნატივები ეგენი არიან

    სიმონსი/ფოფანა/ლუკმანიდან უნდა მოვიდეს ერთი, ან ორი