“ალ ჰილალის” ახლანდელმა და “ბარსელონას” ყოფილმა მარჯვენა მცველმა ჟოაუ კანსელუმ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე “რეალ მადრიდთან” გამართული მატჩის (1-1) შემდეგ კომენტარი გააკეთა და კატალონიურ კლუბზეც ისაუბრა.
“ბარსელონას” ფანი ვარ, ეს ნორმალურია. “ბარსა”, ამ გუნდში გატარებული დრო მიყვარს, მაგრამ ახლა “ალ ჰილალში” ვიმყოფები და აქ ძალიან ბედნიერი ვარ.
– განაცხადა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა.
კანსელუმ “ბლაუგრანაში” მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა. ის “ბარსაში” 2023-2024 წლებში იჯარით ირიცხებოდა. 31 წლის მოთამაშემ კატალონიელთა მაისურით მონაწილეობა 42 მატჩში მიიღო, რომლებშიც 4 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.
მასე უნდა ილაპარაკო, თორემ შენ როგორი ბედნიერიც იქნები მანდ ეგ ისედაც გასაგებია.
მოგვეყვანა სკამისთვის
ცხოველი იყო ეს მართლა როგორ ეტყობოდა რო უყვარდა ბარსას უეეველი დასატოვებელი იყო მარა სიტის რაუთხარი მე😡
კუკურელია დავკარგეთ დებილი ბართომეუს პოლიტიკის გამო ახლა ნახეთ რა მაგარია ნაკრებში
რეალთან რომ 2:3 წავაგეთ, კანსელუს ბრალი იყო დიდწილად, მაგრამ მე მის ტრანსფერს დადებითად შევაფასებდი და გაშვების წინააღმდეგიც ვიყავი, მევასება ეგეთი ფეხბურთელები, შეტევაში მრავალფეროვნებას გვმატებდა. აბა წელს ბალდე როცა არ იყო კვდებოდნენ დაცვის ფლანგები.
არა მნიშვნელოვან თამაშებში იცოცხლე კარგად ყომარობდა , შეტევაშიც ბევრად პროდუქტიული იყო ვიდრე დაცვაში და კი დავრწმუნდიც მაგაშიც
თუ ვინმეს იამალის მეგობარი გოგონა აინტერესებს აქ შეუძლია ნახოს.
https://www.sports.ru/football/blogs/3331964.html
ამის დანახვაზე იმერული შეძახილი გამახსენდა- ..,,ვავა ნენა, ვავააააა!!!…
ამასაც მოენატრა ბარსელონა? ალბათ კიდევ აქვს იმედი ბარსაში დაბრუნების.
თუ ვინმეს იამალის მეგობარი გოგონა აინტერესებს აქ შეუძლია ნახოს.
https://www.sports.ru/football/blogs/3331964.html