“ბარსელონა” სულ მალე დაადასტურებს ჟოან გარსიას ტრანსფერს, რომელიც “ესპანიოლიდან” გადმოდის და უნდა გახდეს კლუბის პირველი მეკარე. თუმცა გარსიას გადმოსვლასთან ერთად, “ბარსელონა” ჩქარობს მეორე მეკარის საკითხის დახურვასაც – კლუბს სურს, რომ ვოიცეხ შჩესნიმ გააგრძელოს კარიერა “ბლაუგრანაში”.
შჩესნი დარჩენას აპირებს
პოლონელმა მეკარემ შთამბეჭდავად იასპარეზა იანვრიდან მოყოლებული და კლუბიც კმაყოფილია მისი წვლილით. “ბარსელონა” მას 1+1 კონტრაქტს სთავაზობს, ანუ ერთი წელი გარანტირებული და მეორე წელზე ერთობლივი გადაწყვეტილებით გახანგრძლივების შესაძლებლობა.
ტერ შტეგენი მესამე მეკარედ დარჩება?
მიუხედავად იმისა, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი კლუბის კაპიტანია, მოსალოდნელია, რომ მომდევნო სეზონში მესამე მეკარედ ჩამოწევენ. “ბარსელონა” ცდილობს, რომ იგი გაყიდოს, მაგრამ ფეხბურთელი აცხადებს, რომ დარჩენა სურს, თუმცა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კარსაა მომდგარი და ტერ შტეგენს რეგულარული სათამაშო დრო სჭირდება, რათა გერმანიის ნაკრების პირველი მეკარის ადგილი შეინარჩუნოს. სწორედ ეს შეიძლება გახდეს გადამწყვეტი ფაქტორი მის ტრანსფერში.
ტერ შტეგენი მესამე მეკარედ დარჩება?
თუ შტეგენი მესამედ დარჩება ინიაკი მე-4 იქნება თუ რას აპირებენ, პენიასაც ხო არ იტოვებენ?
ტერ შტეგენის მიმართ ასეთი უპატივცემულობა <<ცენზურის დარღვევა>>ობაა. შესნიზე მეტად გაშვებას არანაირად არ იმსახურებს.