პაბლო ტორე ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელიც “ბარსელონამ” შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდიდან გაუშვას. გასულ სეზონში ნახევარმცველს სათამაშო დრო სერიოზულად შეეზღუდა – კონკურენციის გამო: დანი ოლმო, ფერმინ ლოპესი და გავი, ხოლო მომავალ სეზონში მოსალოდნელია, რომ რაფინია უფრო ცენტრალურ პოზიციაზე ითამაშებს, რაც ტორეს შანსებს კიდევ უფრო შეამცირებს.
კლუბს კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
პაბლო ტორეს არ აკმაყოფილებს ის, რაც შარშან მიიღო – სწორედ ეს ქმნის წასვლის პერსპექტივას, თუმცა “ბარსელონას” არ სურს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 2026 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაკარგოს. ამიტომ მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ, შემდეგ კი დროებით გაუშვებენ იჯარის წესით.
ტორე იჯარის წინააღმდეგია
MD-ის ინფორმაციით, ტორე მზადაა კონტრაქტის განახლებაზე, მაგრამ ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება იჯარას. მისი თქმით, გასულ სეზონში, როდესაც “ჟირონაში” თამაშობდა, გუნდმა უპირატესობა იმ ფეხბურთელებს მიანიჭა, რომლებიც თავად კლუბს ეკუთვნოდნენ და არა იჯარით მოსულებს. ტორეს მიაჩნია, რომ იგივე განმეორდება სხვა კლუბშიც.
ალტერნატიული ვარიანტი – გაყიდვა გამოსყიდვის პუნქტით
“ბარსელონას” შეუძლია კიდევ ერთი ვარიანტის განხილვა – გაყიდოს ტორე შედარებით დაბალ ფასად, თუმცა კონტრაქტში ჩასვას გამოსყიდვის პუნქტი, რაც კლუბს მომავალში მოთამაშის დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს. ტორეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმება მოსალოდნელია, თუმცა მისი სამომავლო ბედი ჯერ გაურკვეველია.
ცოდოა იჯარისთვის, ჯობია სადმე შემტევ გუნდში წავიდეს და ძირითადში ადგილი მოიპოვოს.
მერე გადაწყვიტონ დროზე, ესეც ცოდოა ასე გაურკვევლად ყოფნაში. კიდევ ქვეყანა ტრანსფერებია გასკეთებელი და დრო კი მიდის. არ მიყვარს ტრანსფერს რო ბოლო დღემდე ვერ ამთავრებ. რეალმა უკვე 3 თუ 4 ფეხბურთელი მოიყვანა თავისი მწვრთნელით სატრანსფერო ფანჯარა კი სულ ახალი გახსნილია.
აგერ ნახეთ გაყიდიან 3 მილიონად
გასაყიდია და გავის იმედზე დავრჩეთ
გასაყიდია ტორე
ჟოან გარსია ვერ გააოფიციალურეს ამდენი ხანი და ნიკოს ამბავი ალბათ სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე გაიწელება 😃
არავითარ შემთხვევაში მალე ძირითადის უცვლელი წევრი გახდება ანდა პესეჟეს კიდე გაძლიერება უნდა?
ჩემი აზრით გავი უნდა გაყიდონ კაი ფულს ავიღებდით მაგაში
ნიკოზე იწერება რომ კლუბები ბოლო დეტალებს აგვარებენო და ტრანსფერი სულ მალე გაოფიციალურდებაო სანდო წყაროებიდან.. ტიკტოკზე ვნახე ბლოგერს ედო ვიდეო სადაც ამბობს ამ ყველაფერს დროის საკითხია ეს ყველაფერიო ამიტომაც არის ბავარია და არსენალი შეჩერებულები რომ არ აქტიურობენ აზრი არააქვსო ანუ
ცოდოა კიდე იჯარაზე გაშვებით, უნდა გაიყიდოს, დრო კიდე უფრო შეუმცირდება ბარსაში თუ დარჩება და ეგ ნიშნავს რომ სკამიდან ვერ ადგება მთელი სეზონი, ამიტო რომც გაუხანგრძლივონ გაისადაც არავინ შემოგვთავაზებს დიდ თანხას და რა აზრი აქვს, ტყუილად დატანჯავენ, გაყიდონ ბარემ ამ ზაფხულსვე და დაადგება თავის გზას.