workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მსოფლიოს ყველაზე ღირებული მცველი უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდას აბარებს

მსოფლიოს ყველაზე ღირებული მცველი უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდას აბარებს

“ბარსელონას” არასდროს აკლდა შთამბეჭდავი ახალგაზრდა ტალანტები, ამჟამად კი ლამინ იამალი ერთ-ერთი ლიდერია ამ ახალ თაობაში. თუმცა მას უკან არ ჩამორჩება პაუ კუბარსი – ფეხბურთელი, რომელმაც 18 წელი ამ ზაფხულს შეასრულა და უკვე ოთხი ტიტულის მფლობელია.

კუბარსიმ პირველი გუნდის შემადგენლობაში ადგილი იამალის შემდეგ, გასული სეზონის იანვარში დაიმკვიდრა ჩავი ერნანდესის ხელმძღვანელობით და მას შემდეგ ძირითადიდან თითქმის არ ამოვარდნილა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ ზაფხულს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის განაცხადს ვერ დაემატა, მან ეს კომპენსაცია ოლიმპიადაზე ესპანეთის ნაკრებთან ერთად ოქროს მედლით დაუბალანსდა.

კუბარსი, ქალაქ ბარსელონაში, უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდას აბარებს

იმ დროს, როცა მისი თანაგუნდელები იბიცას პლაჟებზე ისვენებდნენ, პაუ კუბარსი იჯდა ჩახუთულ საკლასო ოთახში და ემზადებოდა უნივერსიტეტის მისაღები გამოცდებისთვის. Cadena SER-ის ცნობით, კუბარსი წელს ქალაქ ბარსელონას ავტონომიურ უნივერსიტეტში (UA Barcelona) აბარებს და სურს, რომ ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხოს. მან უკვე დაასრულა საშუალო სკოლის განათლება და წელს ამ გამოცდით მომავალ აკადემიურ კარიერას ჩაუყრის საფუძველს.

Cadena SER ხაზს უსვამს, რომ პაუ კუბარსი Transfermarkt-ის მონაცემებით ყველაზე ძვირადღირებული ცენტრალური მცველია მსოფლიოში – მისი ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენს. ამავე ნიშნულზე იმყოფებიან მილანის “ინტერის” მცველი ალესანდრო ბასტონი და “არსენალის” ცენტრალური მცველი უილიამ სალიბაც.

მიუხედავად იმისა, რომ კუბარსის უკან მხოლოდ ერთი სრული პროფესიონალური სეზონია, ეს საკმარისი აღმოჩნდა, რათა მსოფლიო ფეხბურთის ელიტაში მოხვედრილიყო. აღსანიშნავია, რომ მან არაერთი გამოცდილი თავდამსხმელის წინააღმდეგ ითამაშა და უმეტეს შემთხვევებში გამარჯვებულადაც გამოვიდა.

მაღალი მიზნები განათლებაშიც

Cadena SER-ის ინფორმაციით, პაუ კუბარსი არა მხოლოდ სპორტულ ასპარეზზე ისახავს მიზნებს – მას სურს, ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით განათლება მიიღოს. გამოცდები, რომელსაც ის აბარებს, ესპანეთში ცნობილია როგორც Selectividad – ეს უნივერსიტეტში ჩაბარების ერთ-ერთი მთავარი ბარიერია.

მასთან დაახლოებული პირების თქმით, კუბარსი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს განათლებას და არ სურს, რომ პროფესიონალი სპორტსმენის კარიერა სწავლაზე უარის თქმას ნიშნავდეს. ის ბავშვობიდანვე ცდილობდა სწავლისა და ფეხბურთის დაბალანსებას – მისთვის ეს ცხოვრების სტილია, არა უბრალოდ ვალდებულება.

პროფესიონალიზმი ახალგაზრდულ ასაკში

პაუ კუბარსის შემთხვევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პროფესიონალიზმი ასაკზე არ არის დამოკიდებული. 18 წლის ფეხბურთელმა შეძლო არამარტო მოედანზე დაიმკვიდროს თავი, არამედ მის გარეთაც – როგორც ახალგაზრდა, რომელიც საკუთარ მომავალს მრავალმხრივ აშენებს.

მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთისა და “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის მისი თამაშები მთავარი სიამოვნებაა, შესაძლოა მისი პიროვნული ღირებულებები და ხედვებიც ასეთივე შთამაგონებელი აღმოჩნდეს მომავალი თაობებისთვის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 14 ივნ 2025, 16:44
    #10

    ძალიან რთული განათლების სიტემაა ესპანეთში. მე-8 კლასელები თურმე ინსტიტუტში სწავლობენ უკვე. ამ დროს სკოლასაც იცვლიან მოკლედ ვერაფერი გავუგე. იმდენჯერ ვკითხე ამიხსენი რომელ კლასშია ჩემი შვილიშვილი მეთქი ჩემ შვილს რო მითხრა დამანებე თავი მეც ვერაფერი გავიგეო.

  • Rick Sanchez
    schedule 13 ივნ 2025, 22:58
    #9

    სათაური ცუდია, ყველაზე ღირებული არასწორი ფორმაა ამ შემთხვევაში.

  • Albicelecte
    schedule 13 ივნ 2025, 11:15
    #8

    ციტატა: Asdfgj123

    ციტატა: Lasha Mamuladze
    ყოჩაღ რაა მართლა სამაგალითო საქციელი და ადამიანიაა…კარგ ფეხბურთელთან ერთად ტიპი ინტელიგენტიც არი ძაან ასწორებს, იმედია ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებიც მიბაძავენ, ასაკი ბავშვური თუმცა ჩამოყალიბებული ქზროვნება და ღირებულებები……მშურს..


    რა ინტელიგენტი? ინტელიგენტი ჩაბარებაშია? კაია რამე თუ შეუვა თავში, მაგრამ რა ინტელიგენტი


    ესპანეთში და ნამდვილ ევროპულ ქვეყნებში "სპორტული სიები" და კუნთმაგარი რეგვნების უნივერსიტეტში, სტუდენტებად მირეკვა არ ხდება;
    ჰო, სპორტული კარიერისთვის არ სჭირდება "რაღაც დიპლომი"; არც პარტიული სიით პარლამენტობანას აპირებს და ასე შემდეგ;
    თუ კარიერის შემდეგ მწვრთნელობას გადაწყეტს, იქაც სწავლა და იცენზიის აღება მოუწევს;
    ესაა ევროპა და მაღალი სტანდარტი;
    ეს იმას ნიშნავს, რომ წიგნთან და კითხვასთან შორს არაა და მხოლოდ კუნთზე არ აქცენტირებს, თავიც ეიმედება და არ უშინდება "ზედმეტად თავის ატკიებას"
    ასეთი კულტურა და საზოგადოებრივი ეთიკა რომ იყოს დამკვიდრებული ჩვენთანაც, მაშინ არ გვეჯდებოდა სპარტაკ ალანიას 9 ნომერი გინების სპეციალისტი და შავ სამყაროსთან გადაფსკვნილი მოტრუკი იქ, სადაც ზიან… პარლამენტი არ იქბენოდა სავსე კუნთმაგარი რეგვნებით და ასე შემდეგ
    წარმატებები ბავშვს

  • Shano
    schedule 13 ივნ 2025, 10:52
    #7

    ციტატა: Asdfgj123

    ციტატა: Lasha Mamuladze
    ყოჩაღ რაა მართლა სამაგალითო საქციელი და ადამიანიაა…კარგ ფეხბურთელთან ერთად ტიპი ინტელიგენტიც არი ძაან ასწორებს, იმედია ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებიც მიბაძავენ, ასაკი ბავშვური თუმცა ჩამოყალიბებული ქზროვნება და ღირებულებები……მშურს..


    რა ინტელიგენტი? ინტელიგენტი ჩაბარებაშია? კაია რამე თუ შეუვა თავში, მაგრამ რა ინტელიგენტი


    სათამაშო ინტელექტი აქვს, ჩამოყალიბებულ ახალგაზრდას გავს რაც ეტყობა საქციელებში, მინდორზეც და მინდვრის გარეთაც. ბევრი ახალგაზრდა დაიკიდებდა სწავლას იმის ფონზე რო ტიპს უკვე აწყობილი აქვს ცხოვრება და შენ კითხულობ რო “ინტელიგენტი ჩაბარებაშიაო”? მარტო ჩაბარებას ხედავ შენ აქ? აშკარაა რო შენზე მაღლა დგას კარიერულადაც და ინტელიგენტურადაც 🤣

  • Albicelecte
    schedule 13 ივნ 2025, 01:51
    #6

    ძალიან კარგი! წარმატებები ბავშვს barca-5
    არა ეხლა "ზემოდან" დაარეკინებდა და სპორტული სიებით დასვამდნენ დიპლომისათვის, არ მოსულა ეგ ცივილურ სამყაროში;
    ნუ ეხლა ეგეც აღარაა საჭირო ზოგან, რო არც ფეხბურთელად ვარგიხარ და არც განათლება გიქაჩავს, მაგრამ….
    გინება იცოდე და შუბლის ძარღვი არ გქონდეს, დანარჩენი საჭირო არაა

  • Asdfgj123
    schedule 12 ივნ 2025, 20:35
    #5

    ციტატა: Lasha Mamuladze
    ყოჩაღ რაა მართლა სამაგალითო საქციელი და ადამიანიაა…კარგ ფეხბურთელთან ერთად ტიპი ინტელიგენტიც არი ძაან ასწორებს, იმედია ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებიც მიბაძავენ, ასაკი ბავშვური თუმცა ჩამოყალიბებული ქზროვნება და ღირებულებები……მშურს..


    რა ინტელიგენტი? ინტელიგენტი ჩაბარებაშია? კაია რამე თუ შეუვა თავში, მაგრამ რა ინტელიგენტი

  • BlackBull
    schedule 12 ივნ 2025, 19:46
    #4

    შენც გაქ ეროვნულები?ეჰ

  • MessiAbuTidze4848
    schedule 12 ივნ 2025, 19:14
    #3

    მომავალ კაპიტანს და ბარსას ისტორიაში საუკეთესო მცველს ვხედავ კუბარსიში , დღეს ვინც გვყავს გუნდში დაცვით ასპექტებში , კუბარსი კუნდე ინიგო და კრისტენსენი არიან მოწინავე ადგილზე , თუ ინტელექტს დავურთავთ რა თქმა უნდა

  • La Pulga10
    schedule 12 ივნ 2025, 19:11
    #2

    გეპეიში აბარებს

  • Lasha Mamuladze
    schedule 12 ივნ 2025, 18:54
    #1

    ყოჩაღ რაა მართლა სამაგალითო საქციელი და ადამიანიაა…კარგ ფეხბურთელთან ერთად ტიპი ინტელიგენტიც არი ძაან ასწორებს, იმედია ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებიც მიბაძავენ, ასაკი ბავშვური თუმცა ჩამოყალიბებული ქზროვნება და ღირებულებები……მშურს..