ერთა ლიგის ნახევარფინალში, რომელშიც ესპანეთმა საფრანგეთი 5-4 დაამარცხა, ლამინ იამალმა გაიბრწყინა და დუბლი შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ 17 წლის ფეხბურთელმა ერთი გოლი თერთმეტმეტრიანით გაიტანა და ეს მისთვის დიდების ფეხბურთში პირველი პენალტი იყო.
იამალს პროფესიონალურ კარიერაში თერთმეტმეტრიანები დაურტყამს, თუმცა მხოლოდ ესპანეთის U17-ის შემადგენლობაში.
საინტერესოა, რომ ლამინმა კარიერაში პირველი პენალტი, უნგრეთისა და ესპანეთის (0-2) 17-წლამდე ნაკრებთა ამხანაგურ მატჩში, ბარსელონას მეკარეს, არონ იააკობიშვილს გაუტანა.
ბარსას ტალანტმა მომდევნო თერთმეტმეტრიანი ალგარვის ტურნირზე, ნიდერლანდების (3-0) კარში შეაგდო, შემდეგ კი, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, სლოვენიის (3-1) კარი აიღო.
უნდა აღინიშნოს, რომ ლამინს პენალტი არასდროს გაუფუჭებია (თუ ერთა ლიგის 1/2-ფინალში, ნიდერლანდებთან, პენალტების სერიას არ ჩავთვლით). დიდი ალბათობით, ის თერთმეტმეტრიანების შესრულებას მალე ბარსელონაშიც დაიწყებს.
ჯერ პატარაა ისწავლის
ნიდერლანდებთან ძალიან ცუდად დაარტყა, მაქსიმუმზე უნდა აიყვანოს ეგ კომპონენტიც
ჩვენთან სანამ ლევანაა ის დაატყამს წესით. მერე უკვე შემცვლელს გააჩნია. ისე კი ერთი პენალტი გააფუჭა მახსოვს ჰოლანდიასთან, პენალტების სერიაში.