workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანეთი 5-4 საფრანგეთი | იამალის დუბლი და პედრის გოლი — “ფურია როხა” ფინალში გავიდა!

ესპანეთი 5-4 საფრანგეთი | იამალის დუბლი და პედრის გოლი — “ფურია როხა” ფინალში გავიდა!

ცოტა ხნის წინ დასრულდა ერთა ლიგის ნახევარფინალში გამართული საოცარი დაპირისპირება, რომელშიც ესპანეთმა საფრანგეთი 5-4 დაამარცხა.

შტუტგარტში შემდგარი ჯახის პირველ ტაიმში “ფურია როხამ” ნიკო უილიამსისა და მიკელ მერინოს გოლებით, 2-0 იმარჯვა და დომინირებდა.

ესპანელთა დომინაცია გაგრძელდა მეორე ნახევარშიც, რომელშიც ლამინ იამალმა გაიბრწყინა. ტაიმის სტარტზე ლამინმა თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, თავადვე შეასრულა და დიდების ფეხბურთში პირველი პენალტი გაიტანა. ამ გოლიდან ერთ წუთში პედრი გონსალესმაც შეაგდო და ანგარიში 4-0 გახდა. კილიან მბაპემ 1 ბურთი მალევე გაქვითა, მაგრამ ლამინ იამალმა ფრანგს შესანიშნავი გოლით უპასუხა და ოთხბურთიანი სხვაობა აღადგინა — 5-1. ამის შემდეგ საფრანგეთმა 3 გოლი გაიტანა (რაიან შერკის გასროლა, დანი ვივიანის ავტოგოლი და რანდალ კოლო მუანის თავური) და, მოულოდნელად, სიტუაცია დაიძაბა, მაგრამ ესპანეთმა მაინც მოიგო.

საბოლოოდ, მატჩი 5-4 დასრულდა, მაგრამ, რეალურად, ესპანეთმა საფრანგეთს საგრძნობლად აჯობა, დიდხანს 4 ბურთით უგებდა და გუნდებს შორის მოედანზე იმაზე ბევრად დიდი სხვაობა იყო, ვიდრე ტაბლოზე დაფიქსირდა.

იამალისა და პედრის გარდა, რომლებიც სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, საფრანგეთის წინააღმდეგ გავიმ და დანი ოლმომაც ითამაშეს, პაუ კუბარსი და ფერმინ ლოპესი კი თადარიგში დარჩნენ.

ასევე, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლამინ იამალმა უსმან დემბელეს ურთიერთშეხვედრა მოუგო, რაც ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება.

ესპანეთი 5-4 საფრანგეთი

⚽️ 1-0 | უილიამსი 22’ (ესპანეთი)

⚽️ 2-0 | მერინო 25′ (ესპანეთი)

⚽️ 3-0 | იამალი 54’ (ესპანეთი)

⚽️ 4-0 | პედრი 55’ (ესპანეთი)

⚽️ 4-1 | მბაპე 59′ (საფრანგეთი)

⚽️ 5-1 | იამალი 67′ (ესპანეთი)

⚽️ 5-2 | შერკი 79’ (საფრანგეთი)

⚽️ 5-3 | ვივიანი 84’ (საფრანგეთი; ავტოგოლი)

⚽️ 5-4 | კოლო მუანი 90+3’ (საფრანგეთი)

ესპანეთი ფინალში, 8 ივნისს, პორტუგალიას დაუპირისპირდება, რომელმაც გუშინ გერმანიას მოუგო. შეხვედრა, რომელიც სტარტს 22:45 საათზე აიღებს, მიუნხენში, ალიანც არენაზე გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (27)

  • Asdfgj123
    schedule 07 ივნ 2025, 15:05
    #27

    nika 54,
    თამაშგარე დაფიქსირდა თორე არაფერი გაუქმდებოდა მანდ..
    თავს ზევით ძალა არაა, რა მოეშვა უძლიერესია საფრანგეთის ნაკრები, მწვრთნელი უნდა და ამ ესპანეთს არც გაახარებს..

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 06 ივნ 2025, 22:29
    #26

    ძალიან ძლიერია ესპანეთი, არგენტინასთან ერთად

  • nika 54
    schedule 06 ივნ 2025, 16:25
    #25

    ასე ხდება, როცა თამაში მოვიგეო გგონია. გუნდს აზიხარ და 4-0-ზე რატომ ჩერდები. იხმარე ბოლომდე მით უმეტეს იცი მეტოქეს ოსკაროსანი მსახიობი მბაპე ყავს. ასეთი პენალტი კლასიკოშიც მისცეს, მაგრამ ვარ-მა გაუუქმა გეხსომებათ.

  • Rick Sanchez
    schedule 06 ივნ 2025, 16:25
    #24

    ციტატა: JustBarcaLover
    🚨 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: These are the Ballon d'Or favorites now! ✨

    1. Dembélé
    2. Lamine Yamal
    3. Salah
    4. Raphinha
    5. Kvaratskhelia
    6. Vitinha
    7. Doué
    8. Donnarumma
    9. Hakimi
    10. Lautaro Martínez
    11. Pedri
    12. Mbappé
    13. Bastoni
    14. Barcola
    15. Calhanoglu

    @oddschecker
    პედრი ასე დაბლა რატოა?!


    სტატისტიკას უყურებს ყველა და მაგიტომ.

  • Mr.Vadelman
    schedule 06 ივნ 2025, 13:53
    #23

    ნიკო თუ 60 მილიონამდე ჯდება, 80 მილიონიან დიაზსაც მირჩევნია და 40 მილიონიან რეშფორდსაც…

  • JustBarcaLover
    schedule 06 ივნ 2025, 13:49
    #22

    🚨 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: These are the Ballon d'Or favorites now! ✨

    1. Dembélé
    2. Lamine Yamal
    3. Salah
    4. Raphinha
    5. Kvaratskhelia
    6. Vitinha
    7. Doué
    8. Donnarumma
    9. Hakimi
    10. Lautaro Martínez
    11. Pedri
    12. Mbappé
    13. Bastoni
    14. Barcola
    15. Calhanoglu

    @oddschecker
    პედრი ასე დაბლა რატოა?!

  • jacky iakovenko
    schedule 06 ივნ 2025, 13:42
    #21

    ჩემი აზრით ბარსა უცდის უეფას ვერდიქტს(წესით ამ ერთ კვირაში იტყვიან გვსჯიან თუ არა და რამდენად მკაცრი იქნება სასჯელი) და მიტო არ ისმის საერთოდ არაფერი ტრანსფერებზე, გარსიაზეც კი რამხელა გაიწელა და ეგეც საკითხავი არ დარჩეს კიდე