workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ბილბაო ლოგო

ბილბაო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონას მაროკოში ამხანაგურ მატჩს სთავაზობენ – წინასასეზონო გეგმა ფორმირდება

ბარსელონას მაროკოში ამხანაგურ მატჩს სთავაზობენ – წინასასეზონო გეგმა ფორმირდება

“ბარსელონა”, შესაძლოა, 2025/26 წლების სეზონის დაწყებამდე ამხანაგური მატჩისთვის მაროკოში გაემგზავროს.

ჰანსი ფლიკმა პირველი სეზონი კატალონიურ გრანდში ბრწყინვალედ ჩაატარა – გუნდმა სამივე შესაძლო საშინაო ტიტული მოიგო: ლა ლიგა, ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერ თასი.

თუმცა, მომდევნო 12 თვე კიდევ უფრო დიდი გამოწვევა იქნება – “ბარსას” მოუწევს ტიტულების დაცვა იმ პირობებში, როცა “რეალ მადრიდი” უკვე ჩაბი ალონსოს ხელშია და აქტიურობს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე.

იმის გამო, რომ “ბარსელონა” არ მონაწილეობს ზაფხულში გასამართ FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატში, ფლიკი ამ პერიოდს მისი ფეხბურთელებისთვის დასვენებისა და ძალების აღდგენის მნიშვნელოვან შესაძლებლობად აღიქვამს. გუნდი წინასასეზონო მზადებას ივლისში, კატალონიაში, დაიწყებს.

ბარსელონას 2025/26 წლების წინასასეზონო გეგმა

კლუბს ჯერ არ დაუდასტურებია სრული გრაფიკი, თუმცა ცნობილია, რომ დაგეგმილია ტურნე იაპონიასა და სამხრეთ კორეაში.
გუნდი იაპონიაში 24 ივლისს ჩავა და მაშინვე დაიწყებს ვარჯიშს. პირველ ამხანაგურ მატჩს “ბარსა” 27 ივლისს, იაპონურ კლუბ “ვისელ კობესთან” გამართავს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შემდეგ კატალონიელები 31 ივლისს სეულში ადგილობრივ “სეულის” შეხვდებიან, ხოლო მესამე მატჩს 4 აგვისტოს სამხრეთკორეული კლუბის “დაგუს” წინააღმდეგ ჩაატარებენ.

Mundo Deportivo-ს ცნობით, კლუბს შესთავაზეს შემოსავლის მომტანი ამხანაგური შეხვედრა მაროკოში, რომელიც, შესაძლოა, 20 ივლისს, კასაბლანკაში, გაიმართოს.

პოტენციური მეტოქე ჯერ არ დასახელებულა, თუმცა ეს მატჩი აზიაში გამგზავრებამდე ოთხ დღით ადრე ჩაინიშნება.

ამ ეტაპზე არსებული გეგმით, ფლიკს სურს, რომ წინასასეზონო შეკრება 13-14 ივლისს დაიწყოს, რასაც მალევე პირველი ამხანაგური მატჩი მოჰყვება – იმისთვის, რომ ფეხბურთელები სასურველ სათამაშო ფორმას დაუბრუნდნენ.

კლუბი ამ დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას: დარჩეს ესპანეთში და იქ ითამაშოს, თუ მიიღოს ფინანსური სარგებელი და მატჩი კასაბლანკაში ჩაატაროს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 08 ივნ 2025, 15:30
    #3

    გავდივართ საშოვარზე ზაფხულში?

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 08 ივნ 2025, 01:46
    #2

    დაცვაში თამაშიც დავალაგოთ და ამ გუნდის მომგები არავინაა

  • Barca
    schedule 07 ივნ 2025, 08:09
    #1

    ტრანსფერები გვინდა უილიამი და ფირვარდუ