workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბილბაო-ბარსელონა – ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ბილბაო-ბარსელონა – ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ხვალ “ბარსელონა” სეზონის ბოლო მატჩს ჩაატარებს. კატალონიური გუნდი ლა ლიგის ბოლო, 38-ე ტურის მატჩში “ბილბაოს” სტუმრად დაუპირისპირდება.

“ბლაუგრანას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა.

იამალის კონტრაქტის გახანგრძლივებაში სრულიად დარწმუნებული ვარ. მას “ბარსელონა” უყვარს.

“ბილბაოსთან” მატჩს ძალიან კონცენტრირებული ვხვდებით. რამდენიმე დღე დავისვენეთ, მაგრამ ძალიან კარგი ვარჯიშები ჩავატარეთ. გვინდა, ვაჩვენოთ, როგორ შეგვიძლია თამაში.

მომდევნო სეზონისთვის არაუხოზე იმედებს ვამყარებ. მას კონტრაქტი აქვს, რატომაც არა? რონალდით კმაყოფილი ვარ. მას ტრავმისა და კუბარსისა და ინიგოს კარგი ფორმის გამო რთული სეზონი ჰქონდა.

რამდენ ქულას დავუწერდი ამ სეზონს? არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია. 8-დან 10-მდე ქულას…

დეკუმ იცის, რომელი პოზიციები უნდა გავაძლიეროთ. ამაზე ვმუშაობთ.

ახალი სეზონისთვის მზადებას 13 ივლისს დავიწყებთ. მანამდე შვებულებაში გავალ, როგორც ყველა. შტუტგარტში ვიქნები და სანაკრებო შეხვედრებს დავესწრები.

სრულად “ლა მასიათი” დაკომპლექტებული სასტარტო შემადგენლობა? ამას ხვალ ვნახავთ. მოუთმენლად ველი იმ მოთამაშეების ხილვას, რომლებსაც შეუძლიათ, მომდევნო სეზონშიც შემოგვიერთდნენ. მხედველობაში ორი შესანიშნავი ახალგაზრდა მყავს.

მე არ ვწყვეტ, დატოვებს თუ არა ფატი გუნდს. მას კონტრაქტი აქვს. ეს მისი გადასაწყვეტია.

ვიცი, რომ მომდევნო სეზონი ამაზე რთული იქნება, მაგრამ უნდა გავუმჯობესდეთ და თავდაუზოგავად მუშაობა გავაგრძელოთ.

სტილის შეცვლა? ამას მომდევნო სეზონში ნახავთ.

მინდა, დღეს ქალთა გუნდს დიდი წარმატებები ვუსურვო.

ქალბატონების მსგავსად მომდევნო სეზონშიც ჩვენი მოტივაცია და მიზანი ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა იქნება.

დიდი მადლობა ყველას. მომდევნო სეზონში შევხვდებით. იმედია, ასეთივე კარგი შედეგები გვექნება. ნახვამდის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (44)

  • Rick Sanchez
    schedule 25 მაი 2025, 19:45
    #44

    ას გოლზე ავიდეთ დღეს და დალშე არ მაინტერესებს რა მოხდება. მომავალ სეზონზე ფიქრობს უკვე ყველა.

  • Neymar
    schedule 25 მაი 2025, 17:15
    #43

    ციტატა: Lasha Mamuladze

    ციტატა: Neymar

    ციტატა: Barca

    ციტატა: Neymar
    ფუ ლევანდოვსკის ცოტა რო გაენძრია ერთი ადგილი და 100% იანი შანსები არ ემაზა ახლა ხო აიღებდა ოქროს ბურთს მარა იმენა ფუჰ რაა მომავალ სეზონში კიდე ეგ რო იყოს ძირითადში ვეღარ გავუძლებ


    იმედია აღარ იქნება ძირითადში


    საერთოდ გავუშვებდი მე რომელიმე არაბულ კლუბს 50 მილიონად მაინც რო შევტენოთ მაგარი იქნებოდა არადა


    კარგი არაუშავს ლევანდოვსკის გამაზვები ბებერმა ამდენიც რო ქნაა მეტი არ უნდა მოვყხოვოთ…მბაპესავით 7-8 პენალტი ლევასაც რო დაერტყა კი შეილებოდა მაგაზე საუბარი…..

    ციტატა: Neymar

    ციტატა: Barca

    ციტატა: Neymar
    ფუ ლევანდოვსკის ცოტა რო გაენძრია ერთი ადგილი და 100% იანი შანსები არ ემაზა ახლა ხო აიღებდა ოქროს ბურთს მარა იმენა ფუჰ რაა მომავალ სეზონში კიდე ეგ რო იყოს ძირითადში ვეღარ გავუძლებ


    იმედია აღარ იქნება ძირითადში


    საერთოდ გავუშვებდი მე რომელიმე არაბულ კლუბს 50 მილიონად მაინც რო შევტენოთ მაგარი იქნებოდა არადა


    კარგი არაუშავს ლევანდოვსკის გამაზვები ბებერმა ამდენიც რო ქნაა მეტი არ უნდა მოვყხოვოთ…მბაპესავით 7-8 პენალტი ლევასაც რო დაერტყა კი შეილებოდა მაგაზე საუბარი…..


    ეგ იყო მთავარი შემსრულებელი წელს პენალტებში და რა ვქნათ ახლა ჩვენ რო ნაკლებ პენალტს დაგვიდებდნენ რეალთან შედარებით ეგ სეზონის დასაწყისში უნდა სცოდნოდა ყველას ტიპებს პირველი 10 ტურში 10 პენალტი აჩუქეს მარა ეგ მოტივაცია უნდა ყოფილიყო ლევანასთვის მარა წავიდა აწი მაგისი დრო

  • nika 54
    schedule 25 მაი 2025, 12:34
    #42

    მინდა, დღეს ქალთა გუნდს დიდი წარმატებები ვუსურვო.

    ქალებმა გაგვიმტყუნეს იმედი. არ მეგონა არსენალთან თუ წააგებდნენ.

  • Mascerano
    schedule 25 მაი 2025, 11:37
    #41

    ციტატა: Levani
    Მანჩესტერს ფეირპლეის პრობლემა აქვს და ანტონის 32 მილიონად აფასებს მაგ ფასში ნაჩუქარი იქნება ჩვენთვის


    რა ანტონი თუ ძმა. ხარ, ტოპები გვჭირდება ლიგა რომდავდოთ, სკამზე ტორესიც მშვენიერია