ხვალ “ბარსელონა” სეზონის ბოლო მატჩს ჩაატარებს. კატალონიური გუნდი ლა ლიგის ბოლო, 38-ე ტურის მატჩში “ბილბაოს” სტუმრად დაუპირისპირდება.
“ბლაუგრანას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა თამაშის წინ პრესკონფერენცია გამართა.
იამალის კონტრაქტის გახანგრძლივებაში სრულიად დარწმუნებული ვარ. მას “ბარსელონა” უყვარს.
“ბილბაოსთან” მატჩს ძალიან კონცენტრირებული ვხვდებით. რამდენიმე დღე დავისვენეთ, მაგრამ ძალიან კარგი ვარჯიშები ჩავატარეთ. გვინდა, ვაჩვენოთ, როგორ შეგვიძლია თამაში.
მომდევნო სეზონისთვის არაუხოზე იმედებს ვამყარებ. მას კონტრაქტი აქვს, რატომაც არა? რონალდით კმაყოფილი ვარ. მას ტრავმისა და კუბარსისა და ინიგოს კარგი ფორმის გამო რთული სეზონი ჰქონდა.
რამდენ ქულას დავუწერდი ამ სეზონს? არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია. 8-დან 10-მდე ქულას…
დეკუმ იცის, რომელი პოზიციები უნდა გავაძლიეროთ. ამაზე ვმუშაობთ.
ახალი სეზონისთვის მზადებას 13 ივლისს დავიწყებთ. მანამდე შვებულებაში გავალ, როგორც ყველა. შტუტგარტში ვიქნები და სანაკრებო შეხვედრებს დავესწრები.
სრულად “ლა მასიათი” დაკომპლექტებული სასტარტო შემადგენლობა? ამას ხვალ ვნახავთ. მოუთმენლად ველი იმ მოთამაშეების ხილვას, რომლებსაც შეუძლიათ, მომდევნო სეზონშიც შემოგვიერთდნენ. მხედველობაში ორი შესანიშნავი ახალგაზრდა მყავს.
მე არ ვწყვეტ, დატოვებს თუ არა ფატი გუნდს. მას კონტრაქტი აქვს. ეს მისი გადასაწყვეტია.
ვიცი, რომ მომდევნო სეზონი ამაზე რთული იქნება, მაგრამ უნდა გავუმჯობესდეთ და თავდაუზოგავად მუშაობა გავაგრძელოთ.
სტილის შეცვლა? ამას მომდევნო სეზონში ნახავთ.
მინდა, დღეს ქალთა გუნდს დიდი წარმატებები ვუსურვო.
ქალბატონების მსგავსად მომდევნო სეზონშიც ჩვენი მოტივაცია და მიზანი ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა იქნება.
დიდი მადლობა ყველას. მომდევნო სეზონში შევხვდებით. იმედია, ასეთივე კარგი შედეგები გვექნება. ნახვამდის.
ას გოლზე ავიდეთ დღეს და დალშე არ მაინტერესებს რა მოხდება. მომავალ სეზონზე ფიქრობს უკვე ყველა.
იმედია აღარ იქნება ძირითადში
საერთოდ გავუშვებდი მე რომელიმე არაბულ კლუბს 50 მილიონად მაინც რო შევტენოთ მაგარი იქნებოდა არადა
კარგი არაუშავს ლევანდოვსკის გამაზვები ბებერმა ამდენიც რო ქნაა მეტი არ უნდა მოვყხოვოთ…მბაპესავით 7-8 პენალტი ლევასაც რო დაერტყა კი შეილებოდა მაგაზე საუბარი…..
იმედია აღარ იქნება ძირითადში
საერთოდ გავუშვებდი მე რომელიმე არაბულ კლუბს 50 მილიონად მაინც რო შევტენოთ მაგარი იქნებოდა არადა
კარგი არაუშავს ლევანდოვსკის გამაზვები ბებერმა ამდენიც რო ქნაა მეტი არ უნდა მოვყხოვოთ…მბაპესავით 7-8 პენალტი ლევასაც რო დაერტყა კი შეილებოდა მაგაზე საუბარი…..
ეგ იყო მთავარი შემსრულებელი წელს პენალტებში და რა ვქნათ ახლა ჩვენ რო ნაკლებ პენალტს დაგვიდებდნენ რეალთან შედარებით ეგ სეზონის დასაწყისში უნდა სცოდნოდა ყველას ტიპებს პირველი 10 ტურში 10 პენალტი აჩუქეს მარა ეგ მოტივაცია უნდა ყოფილიყო ლევანასთვის მარა წავიდა აწი მაგისი დრო
მინდა, დღეს ქალთა გუნდს დიდი წარმატებები ვუსურვო.
ქალებმა გაგვიმტყუნეს იმედი. არ მეგონა არსენალთან თუ წააგებდნენ.
რა ანტონი თუ ძმა. ხარ, ტოპები გვჭირდება ლიგა რომდავდოთ, სკამზე ტორესიც მშვენიერია