workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დაუჯერებელი სტატისტიკა: რეალ მადრიდი 23 წუთის განმავლობაში ბარსას ნახევარზე არ გადასულა

დაუჯერებელი სტატისტიკა: რეალ მადრიდი 23 წუთის განმავლობაში ბარსას ნახევარზე არ გადასულა

გუშინ “ბარსელონამ” მორიგი “ელ კლასიკო” მოიგო (4-3), ზედიზედ მეოთხე. თუმცა ეს ანგარიში არ ასახავს იმ დომინირებას, რომლითაც ჰანსი ფლიკის გუნდი გუშინ გამოირჩეოდა.

შეხვედრის მე-14 წუთზე სტუმრები წინ უკვე 2 ბურთთ იყვნენ, მაგრამ ამის შემდეგ “ბარსამ” მეტოქეს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცა.

Mundo Deportivo-ს ცნობით, კილიან მბაპეს მეორე გოლის შემდეგ 23 წუთის განმავლობაში “ბლანკოსის” ფეხბურთელები მეტოქის ნახევარზე ბურთს ერთხელაც არ შეხებიან. 13:39 წუთიდან 37:32 წუთამდე თუ “რეალ მადრიდის” მოთამაშეები ბურთს ეხებოდნენ, მხოლოდ საკუთარ ნახევარზე. 38-ე წუთზე, როდესაც ანგარიში უკვე 3-2 იყო, ჯუდ ბელინგემი “ბარსას” ნახევარზე ბურთს თავით შეეხო, მაგრამ დაკარგა. მეტოქის ნახევარზე შეხების შემდეგ ბურთის შენარჩუნება კი კარლო ანჩელოტის გუნდმა მხოლოდ 40:05 წუთზე მოახერხა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Frenkie de Jong_
    schedule 12 მაი 2025, 21:32
    #8

    უფ კიდე უფრო მახარებს რო ამ პამპერსიანმა ბავშვებმა გამოისვა ყველა , ვინიან , მბაპიან ბელიგემიანა

    უი ხო ადრა გიულერიანა 🙂

  • me da barca
    schedule 12 მაი 2025, 21:00
    #7

    სამეფო გუნდს სამეფო შტურმი მოუწყო ბარსამ და პერესის ნიფხავი დაახურა თავზე.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 12 მაი 2025, 20:29
    #6

    კატალონიური მანქანა

  • P E D R I T O – 8
    schedule 12 მაი 2025, 18:39
    #5

    ციტატა: Ŀůčĥø♛♛
    ფაბრიციოს პოსტი ვნახე good news for barca ნეტა რახდება ?


    ფლიკი 2027 ეს ხდება😀

  • Rick Sanchez
    schedule 12 მაი 2025, 17:56
    #4

    საღოლ ძმაო! ეს მართლა საოცარი ფაქტია.

  • Mascerano
    schedule 12 მაი 2025, 17:32
    #3

    ციტატა: Ŀůčĥø♛♛
    ფაბრიციოს პოსტი ვნახე good news for barca ნეტა რახდება ?


    ფლიკი კონტრაქტს ახანგრძლივებს, ალბათ ამას გულისხმობს

  • nika 54
    schedule 12 მაი 2025, 17:10
    #2

    თვალითაც კარგად ჩანდა როგორც ჰალაზე ამბობენ ხოლმე: რეალი ბარსასთან ჩაჯ…ული გამოდის უკვეო. გუშინ ის ორი ბურთი რო გაიტანეს აზრზე აღარ იყვნენ, არ იცოდენ დალშე რა ექნათ. ხოდა იფიქრეს ეგება ბარსაც პანიკაშია და ეგება შევინარჩუნოთ ეს ანგარიშიო. ამიტომ ბარსას ნახევარზე კი არა თავისაზეც ვერარ ეხებოდნენ ბურთს.

  • Ŀůčĥø♛♛
    schedule 12 მაი 2025, 16:32
    #1

    ფაბრიციოს პოსტი ვნახე good news for barca ნეტა რახდება ?