workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტა: გვყავს გუნდი, რომელსაც აწმყო და მომავალი აქვს

ჟოან ლაპორტა: გვყავს გუნდი, რომელსაც აწმყო და მომავალი აქვს

“ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “ინტერთან” მტკივნეული წაგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მილანში ჩასული 4000-ზე მეტი გულშემატკივარი და ასევე ყველა კატალონიელი, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენს ფეხბურთელებსა და ჰანსის დასახული მიზნების მიღწევაში მხარს უჭერენ, ყველაფერს იმსახურებს. მათ მენტალიტეტის დაბრუნებაში ყველა ჩვენგანი უნდა დავეხმაროთ, რაც ლა ლიგის მოსაგებად საჭიროა. ვიბრძოლეთ, რომ ფინალში გავსულიყავით, მაგრამ ძირითადად მსაჯის გადაწყვეტილებების გამო ასე არ მოხდა. ამან დაგვაზიანა, მაგრამ უფრო უნდა გაგვაძლიეროს.

ჩემპიონთა ლიგაზე დავბრუნდებით და მის მოსაგებად ვიბრძოლებთ. ეს ძალიან რთული მომენტია, რადგან ფინალში გასასვლელად ვიბრძოდით და მარცხი მოსალოდნელი არ იყო. თუმცა, ვხედავ, რომ “ბარსა” ამ გუნდით ამაყობს, ამაყობს იმით, რაც კეთდება. გვყავს გუნდი, რომელსაც აწმყო და მომავალი აქვს და ეს ძალას გვაძლევს.

“ბარსას” გულშემატკივრებს მოვუწოდებ, გუნდი გაამხნეონ, რათა კვირას “რეალ მადრიდთან” გავიმარჯვოთ, რაც ლა ლიგის მოსაგების საკვანძო ფაქტორი იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • M10 S9 D11
    schedule 10 მაი 2025, 14:28
    #8

    ლპორტ ზაფხულში ჯიბეზე უნდა გაიკრა ხელი თორე ესე არ გამოვა გაძლიერება აუცილებლად ჭირდება გუნდს სკამი არ ყავს

  • nika 54
    schedule 09 მაი 2025, 15:58
    #7

    მეკარეც გვინდა და 9-იანიც, არც განაპირა მცველები გვაწყენდა.

  • Rick Sanchez
    schedule 09 მაი 2025, 14:37
    #6

    ტრანსფერებია საჭირო, გამოჩნდა რომ კაი მეკარის გარეშე აზრი არ აქვს დიდ მიზნებზე ოცნებას.

  • lesane C
    schedule 09 მაი 2025, 11:37
    #5

    კლე კაპიტნებს გააჯმეინე და მომავალი ექნება გუნდს

  • ვისკა ბარსა
    schedule 09 მაი 2025, 10:05
    #4

    ლაპო ფატის,არაუხოს,დე იონგს და პენიას გააჯ****ნე გუნდიდან სატრანსფერო ჭერიც გათავისუფლდება და 1-2 კაი ტრანსფერი გამოვა ვფიქრობ ალვარესი და ერთი კარგი საყრდენი გვჭირდება რაც მთავარია მეკარე 2-3 კარგი ბურთი მაინც უნდა გამოაძროს

  • ☠️Spooky☠️
    schedule 09 მაი 2025, 05:02
    #3

    გაასხმევინე რამოდენიმე კაცს და 3-4 ტრანსფერი დადე სულ მცირე. სკამის სიღრმეც გვჭირდება. მომავალ წელს თასი უნდა ჩამოვიდეს ახალ კამპ ნოუზე💙❤️მადლობა შენც,ფლიკსაც და ბიჭებსაც,მაინც მაგარი სეზონი გამოგვივიდა,ლა ლიგაც დააყოლეთ და კანფეტ💙❤️

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 09 მაი 2025, 01:02
    #2

    ჯიბეზე უნდა გაიკრა ლაპო ხელი

  • jacky iakovenko
    schedule 09 მაი 2025, 00:34
    #1

    მთავარია შლაკისგან გაწმინდე ეს აწმყო რო მომავალი ბედნიერი გვქონდეს