ბარსელონას გერმანელმა კაპიტანმა, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ვალიადოლიდთან მატჩზე (2-1) კომენტარი გააკეთა.
მონდომებული ვიყავი, რომ მეთამაშა და კარგია, რომ მოგებით დავბრუნდი. ძალიან ბედნიერი ვარ – ეს ემოციური მომენტია.
მეტოქეს დასაკარგი არაფერი ჰქონდა და თან პირველი გოლი გაგვიტანა – ასეთ დროს ყველაფერი რთულდება. პირველი ტაიმი შედარებით კარგად დავასრულეთ. ვიცოდით, რომ მეორე ნახევარში უნდა მოგვემატებინა და 2 გოლი გავიტანეთ. ამის შემდეგ ცოტა მოვუკელით, მაგრამ, ტრავმების ფონზე, ეს ნორმალურია.
ძალიან ვწუხვარ, რომ ვალიადოლიდი გავარდა. ის შესანიშნავი გუნდია.
ჩვეულ დინამიკას ვაგრძელებთ და მომდევნო კვირებს აღფრთოვანებით ველით. წინ დიდებული მატჩებია.
ჰანსი ფლიკი ყველაფრის ბალანსს პოულობს და ყველა ფეხბურთელს მნიშვნელობას ანიჭებს. რა თქმა უნდა, ყველას თანაბარი სათამაშო დრო არ აქვს, მაგრამ ერთი გუნდი ვართ – ამ კოლექტივს საკუთარი თავის სჯერა.
სამშაბათს დიდი მატჩი გვაქვს. მომდევნო თამაშებს მოუთმენლად ველით.
— განაცხადა ტერ შტეგენმა.
გერმანელი მოედანს ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა და გასული წლის სექტემბრის შემდეგ პირველად ითამაშა. მას 223-დღიანი პაუზა ჰქონდა.
"ძალიან ვწუხვარ, რომ ვალიადოლიდი გავარდა. ის შესანიშნავი გუნდია".
ეს ალბათ ხუმრობა იყო ხომ?
ფატის, პედრის და გავის ტრავმები არ გვეყო ჭკუის სასწავლად?
გუნდი 10 წელია ფინალში არ გასულა და შანსი გაჩნდა რომ იქნებ და მოვიგოთ.40 წლისაა ტიპი და მაგას ეხლა ტრავმები სულ ექნება,ქმომავალი ვარსკვლავი რომ იყოს გაუფრთხილდები მარა ახა უნდა გამოიყენო გუნდისთვის აბა ლალიგის ჯურსიკა გუნდებს მეც ამოვტენი
ფატის, პედრის და გავის ტრავმები არ გვეყო ჭკუის სასწავლად?
რომანო წერს ლევა გაემგზავრება მილანში მარა სასტარტოში არ იქნებაო.ბიჭო ამაზე მნიშვლელოვანი თამაში ჯერ ამ სეზონში არ გვქონია,დააყენე რა სასტარტოში.გაიტრავმება და ზაფხულია გამოჯანმრთელდება ბლიად.ნახევარი ინტერი გამაყუჩებლებით თამაშობდა და კი დადეს სასურველი შედეგი.რა გამოდის ეხლა,მოვუფრთხილდებით,ცივ ნიავს არ მივაკარებთ რო მომავალ სეზონს ჯანმრთელი შეხვდეს?მე პირადად საერთოდ არ მაქვს იმედი გასვლის,ეგ კიარა კარგად არ ამოგვტენონ და სამარცხვინოდ მაინც არ დავასრულოთ.
აბა რა❤️ წინ ბიჭებო❤️ ამდენი იმედგაცრუების შემდეგ ბარსას ფანები ისევ ამაყები ვართ ჩვენი გუნდით და რაც არ უნდა მოხდეს შემდეგ თამაშებში, ამას უკვე ვეღარაფერი ვერ შეცვლის❤️