ბარსელონას ოფიციალურ ფანკლუბში გაწევრიანება იწყება

ბარსელონას ოფიციალურ ფანკლუბში გაწევრიანება იწყება

“ბარსელონას” ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგი ამბავი გვაქვს.

ტექნიკური პრობლემა, რომელიც “ბლაუგრანას” 2 წელიწადზე მეტი დროის განმავლობაში ჰქონდა, მოგვარებულია და “ბარსას” ოფიციალურ ფანკლუბში გაწევრიანება უკვე საქართველოდანაცაა შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ოფიციალურ ფანკლუბს აქტიურად ფუნქციონირების გაგრძელების საშუალება ექნება.

ფანკლუბში გასაწევრიანებლად საჭიროა, რომ ჯერ დარეგისტრირდეთ “ბარსელონას” მიერ შექმნილ პორტალზე, შემდეგ კი შემოუერთდეთ ჩვენს ფანკლუბს – Penya Blaugrana Tbilisi.

საიტზე დარეგისტრირება

  1. შედიხართ საიტზე myaccount.fcbarcelona.com/penyistes;
  2. შეგყავთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მიიღებთ ვერიფიკაციის კოდს. აჭერთ ACCEPT AND CONTINUE;
  3. მონიშნავთ I confirm that I have read and accept the FC Barcelona Terms of use and Privacy Policy და შეიყვანთ მეილზე მიღებულ ექვსნიშნა კოდს;
  4. შეიყვანთ თქვენს სახელსა და გვარს (ინგლისურად, როგორც პასპორტში/პირადობის მოწმობაში ხართ), დაბადების თარიღს და აჭერთ ACCEPT AND FINISH.
  5. დააჭერთ Penyista area;
  6. დააჭერთ Continue;
  7. მონიშნავთ I’m not a member და Continue;
  8. შემდეგ გვერდზე თქვენი სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა და დაბადების თარიღი შევსებული იქნება. თქვენ უნდა აირჩიოთ სასურველი დოკუმენტი (ID ბარათი ან საზღვარგარეთის პასპორტი), შეიყვანოთ დოკუმენტის ნომერი (არა პირადი ნომერი), მონიშნოთ სქესი და თქვენთვის სასურველი კომუნიკაციის ენა და აჭერთ Continue;
  9. შემდეგ გვერდზე შეგყავთ ინფორმაცია თქვენი მისამართის შესახებ და აჭერთ Continue;
  10. შემდეგ გვერდზე ირჩევთ None და აჭერთ Continue;
  11. შემდეგ გვერდზე ირჩევთ “ბარსელონაში” თქვენს ფავორიტ გუნდს და აჭერთ Continue.

რეგისტრაციის პროცესი დასრულებულია.

ფანკლუბში გაწევრიანება

  1. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გადადიხართ გვერდზე, რომელსაც ჰქვია My penyas. გვერდის ბოლოში აწვებით Add Penya;
  2. ძებნის გვერდზე მეორე გრაფაში (Credential) შეგყავთ ჩვენი ფანკლუბის ნომერი – 2255 და აწვებით Search (გაითვალისწინეთ, რომ უნდა შეიყვანოთ მხოლოდ ფანკლუბის ნომერი, სხვა ველების შევსება საჭირო არაა);
  3. აჭერთ Penya Blaugrana Tbilisi-ს;
  4. აჭერთ Join;
  5. მონიშნავთ in order to registre as a Penyista we need you to accept the specific privacy policy და აჭერთ Continue.

ამის შემდეგ თქვენი განაცხადი ჩვენთან იგზავნება და ფანკლუბის მენეჯერი დაადასტურებს მას.

გაითვალისწინეთ: ფანკლუბის მენეჯერები თქვენზე ფლობენ მხოლოდ შემდეგ ინფორმაციას: სახელი, გვარი, დოკუმენტის ნომერი. თქვენი სხვა პერსონალური ინფორმაცია ჩვენთვის ხელმისაწვდომი არაა.

ფანკლუბის წევრობის უპირატესობები

“ბარსელონას” ოფიციალური ფანკლუბის წევრობას აქვს გარკვეული უპირატესობები, რომლებიც თანდათანობით იზრდება. ამ მომენტისთვის ეს უპირატესობებია:

  • “ბარსელონას” მიერ მოწყობილ გათამაშებებში მონაწილეობის მიღების უფლება;
  • მამაკაცების ფეხბურთის პირველი გუნდის გარდა “ბარსელონას” სხვა გუნდების თამაშებზე უფასოდ ან 5%-დან 70%-მდე ფასდაკლებით დასწრება (დეტალური ინფორმაცია);
  • 25%-იანი ფასდაკლება “ბარსელონას” მუზეუმის ტურზე (დეტალური ინფორმაცია);
  • 5%-იანი ფასდაკლება “ბარსელონას” ოფიციალურ მაღაზიებში (დეტალური ინფორმაცია);
  • ოფიციალური ფანკლუბის წევრობის დამადასტურებელი ციფრული ბარათი;
  • “ბარსელონას” გასვლით თამაშებზე ბილეთების შეძენისა და ფანკლუბის სექტორში ყოფნის შესაძლებლობა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (26)

  • Nodarious
    03 მაი 2025, 18:10

    გამარჯობა
    ადრე ვიყავი დარეგისტრირებული და ველოდებოდი ბარათს და ალბათ ეგ წარსულს ჩაბარდა ხო ? 😂

  • nika 54
    03 მაი 2025, 15:54

    ღირს ნეტავ ამდენი წვალება? როდის მოგვეცემა მათ თამაშზე დასწრების საშუალება და 5% პროცენტის ეკონომია? კი 70%-იც წერია, მაგრამ მანდ მე მგონი კლასიკო არ იქნება უფრო ვალიადოლიდის დონის მატჩი.

  • nikusha
    03 მაი 2025, 15:13

    ციტატა: jacky iakovenko

    ციტატა: nikusha
    გავიარე რეგისტრაცია, როგორ გავიგო რომ დამიდასტურებთ?


    მეილზე მოგივიდოდა წერილი ბარსელონასგან


    კი ეგ მოვიდა მაგრამ მუშავდებაო საიტზე წერია

  • jacky iakovenko
    03 მაი 2025, 15:06

    ციტატა: nikusha
    გავიარე რეგისტრაცია, როგორ გავიგო რომ დამიდასტურებთ?


    მეილზე მოგივიდოდა წერილი ბარსელონასგან

  • nikusha
    03 მაი 2025, 11:45

    გავიარე რეგისტრაცია, როგორ გავიგო რომ დამიდასტურებთ?

  • Mariamk
    03 მაი 2025, 11:22

    ციტატა: ♛BaRcElOnA♛
    მოკლედ რა უნდა მოვუგოთ ინტერს ყველა ვარიანტში არგამოვა რა ისე,არაა…რამდენი წელია ამ დღეს ვუცდით რამდენი ჩავარდნა გვქონდა,რამდენჯერ გავწმარდით და რამდენჯერ სამარცხვინოდ გამოვეთიშეთ ამ ტურნირს! ნუთუ აღარ დადგა დრო რო მოვიგოთ?! ერთადერთი მატჩია ფინალამდე დარჩენილი,მხოლოდ ე რ თ ი ! ! ! სან სირო და გასვლითი როა საერთოდ არ უნდა იფიქრონ მაგაზე მთელი სული და გული უნდა ჩადოს როგორც თითოეულმა მოთამაშემ ასევე ფანმაც და შტაბმაც და ყველამ ვისაც ბარსასთვის კარგი უნდა. არ არის დაუძლეველი ბარიერი ინტერი არა! მესმის პატივს ვცემ ძლიერი გუნდია მაგრამ ორჯერ უკეთესი გუნდი გვყავს ფასების მიხედვით. მესმის და არც ვადარებ ფასებით გუნდს გუნდი ფასობს მოთამაშით და არა ვიღაცის მონაჩმახი რეიტინგით მაგრამ ფაქტია რო გადაღძუებული შემადგენლობა ჰყავთ. პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული და ძლიერი გუნდია მაგრამ როცა გულს,სულსა და მთლიან კონცენტრაციას ჩადებ შეიძლება შედეგის მიღება. ძაან ვნერვიულობ ასე ლივერპულთან არ მინერვიულია არადა მიგრძნობდა მაშინ გული რო ისე მარტივად არიყო საქმე როგორც ჩანდა 3-0 მიუხედავად და კიმოხდა რაც მოხდა გახსენებაც აღარ ღირს…მაგრამ არაა არ ეპატიებათ გული და სული უნდა ჩადონ მილიონობით და მილიარდობითაც კიიი ფანი ელის წლებია ამ დღეს ყველა ვკვდებით ისე ვნერვიულობთ და უნდა დაგვიფასონ ბიჭებმა…მოკლედ ღმერთმა გადმოგვხედოს და მთელი გულით და სულით ვთხოვ რომ ინტერთან თამაში მოგვაგებინოს ბავშვი ვიყავი ბოლოს როცა ლიგა მოიგეს და მინდა ზრდასრულობაშიც მეღირსოს ეგ ბედნიერება.

    მართლა ყველაფერი უნდა ჩადონ შემდეგ თამაშში. ეს 10 წელი რა ტანჯვა გვაქვს გამოვლილი რომ მახსენდება ძალიან ვბრაზდები. უნდა გავცდეთ ინტერს აუცილებლად. ძალიან ვნერვიულობ სამშაბათის მატჩზე, ძალიან.