workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკი: განმეორებითი მატჩი უნდა მოვიგოთ

ჰანსი ფლიკი: განმეორებითი მატჩი უნდა მოვიგოთ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის პირველ თამაშში (3-3) “ინტერთან” დაპირისპირების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

განმეორებითი მატჩი წინაა და უნდა მოვიგოთ. მილანში ფინალამდე ფინალი გვექნება.

ფინალში გასასვლელად 90 წუთი გვაქვს. ჩვენი მიზანი ესაა.

შეხვედრა კარგად ვერ დავიწყეთ. ორი გოლი გავუშვით, მაგრამ წონასწორობის აღდგენა მოვახერხეთ.

“ინტერმა” აჩვენა, რომ დიდი გამოცდილების მქონე შესანიშნავი გუნდია. მათ სტანდარტული მომენტები გამოიყენეს. ეს ნახევარფინალია და ტურნირზე საუკეთესო გუნდი დარჩება.

არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, მაგრამ ესპანეთის თასზე “ატლეტიკოსთან” მსგავს სიტუაციაში ვიყავით. ეს ფეხბურთია.

ეს თვე მატჩებით ძალიან გადატვირთული იყო და კუნდეს ტრავმა სწორედ ამის შედეგია, მაგრამ გრაფიკი ასეთია.

ყველამ იცის, რომ იამალი ფანტასტიკური ფეხბურთელია. ლამინი ამას დიდ თამაშებში აჩვენებს.

“ინტერი” არის გუნდი, რომელიც თავს ძალიან კარგად იცავს და თანაც შეტევაზე უარს არ ამბობს. ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია. ძალიან თანაბარი თამაში იყო.

მატჩი უნდა გავაანალიზოთ, მაგრამ ჩვენი თამაშის სტილი შესანიშნავი იყო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (29)

  • nika 54
    schedule 03 მაი 2025, 16:24
    #29

    მე მგონი მაგრა გაუმართლა ინტერს, არ იყო ის ორი გოლი თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე. არა მგონია საპასუხოშიც ასე გაუმართლოთ, უფრო დალაგებულები გამოვალთ მე მგონი მინდორზე.

  • Rick Sanchez
    schedule 03 მაი 2025, 00:02
    #28

    მე მჯერა ფლიკის, გაცდება ინტერს, შეიძლება რეალთან დამარცხდეს ლა ლიგაში, მაგრამ ინტერთან არა

  • Zaga
    schedule 02 მაი 2025, 22:02
    #27

    დიდი პატივისცემა ამ ადამიანს რომ ეს გუნდი ისევ დააყენა იმ გზას რომელსაც ბარსა იმსახურებს და იმისთვის რაც რეალს დამართა და დაანახა პერესის და რეალის სახე მსაჯების მოსყიდვითაც ვერ მოიგეს წარმატებები ბარსას და ფლიკს ამ გენიალურ მწვრთნელს

  • ვისკა ბარსა
    schedule 02 მაი 2025, 15:02
    #26

    ინტერთან ბურთი უნდა დაიჭირონ არ არის საჭირო პირველივე წუთებზე ძალების მიხარჯვა,ფლანგებს მიაქციონ ყურადღება დუმფრისმა მარტინსაც აჯობა და ინიგოსაც ბალდე გამოჯანმრთელდა და უნდა მიხედოს ფლანგს,მარჯვენა ფლანგზე არაუხო დააყენოს ძლიერიც არის და სწრაფიც მაღლები დააყენოს დაცვაში მარტინმა ვერც სისწრაფეში და ვერც სათაურო ორთაბრძოლაში ვერაფერი ჰქნა აჩერბმა მარტინს აჯობა თაურზე და გავიდა 2 გოლი,წყნარად,მშვიდად ითამაშონ და გადაუვლიან ინტერს უეჭველი

  • mesi_10
    schedule 02 მაი 2025, 14:36
    #25

    ჩემი აზრით ცუდათ ნამდვილათ არ გვითამაშია და ძალიან კარგიც არის რო ფრე დასრულდა ვინაიდან ინტერთან რომ მოგვეგო ჰანიკაპით ან ერთი გოლით მერე ამათ თავში უვარდებათ და კონცენტრაციას კარგავენ ეს კი კაი სიტუავიაში არ ჩაგვაგდებს როცა მეტოქე ინტერია და გასვლაზე გვაქ თამაში.. მაგალითისთვის დორტმუნდთან გასვლა შემიძლია გავიხსენო ძალიან უაზროთ წავაგეთ და აქ მთავარი როლი მოტივაციის არ ქონამ და კონცენტრაციის დაკარგვამ გამოიწვია თორე ფლიკი არაფერშუაშია უბრალოთ შინ 4-0 კი არა 1-0 უნდა მოგვეგო და აი მერე კი იქნებოდა ბურთი და სანახაობა..

  • YAMAKASI
    schedule 02 მაი 2025, 12:32
    #24

    აი მე მაგარი დარწმუნებული ვარ რო გადავუართ… მიზეზები ბლომად არის… 0:2 დან აქამბექებ 2:3 დან აქამბექებ და თან ბურთი დავახიეთ ძმებს თან ვისთან ინტერთან.. პროსტა იღბალი იყო ძმებო გაუმართლათ

  • Frenkie de Jong 21
    schedule 02 მაი 2025, 02:45
    #23

    რეალურად ის პირველი გავარდნა გოლი რომ არ ყოფილიყო სულ სხვანაირად წავიდოდა საქმე , სხვა გოლები მეორეს ვერა და მესამე შესნის ბრალია მომენტში წინ უზაროდ დგამს ნაბიჯებს და კარსაც კარგავს .მაგან თოხლა რა

  • M10 S9 D11
    schedule 02 მაი 2025, 00:51
    #22

    ვალიადოლიდი დაიკიდე ჰანს ბე გუნდით გადი ვაფშე ყველაფერი უნდა დავდოთ და მილანში მოვიგოთ

  • me da barca
    schedule 01 მაი 2025, 22:11
    #21

    ენერგია უნდა გადაანაწილონ, რომ მეორე ტაიმში დაღლა ამათ კი არა იმათ დაეტყოთ. მოკლედ მე რა ვურჩიო ფლიკს, ჩემი რჩევა თუ დაჭირდა კარგად ყოფილა ბარსას საქმე.