“ბარსელონას” ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში სულ მეექვსედ, ხოლო ზედიზედ მეხუთედ გავიდა.
ნახევარფინალის პირველი თამაშის შემდეგ პერე რომეუს გუნდს ფინალის საგზური თითქმის განაღდებული ჰქონდა. ბარსელონაში მასპინძლებმა სტუმარი “ჩელსი” 4-1 გაანადგურეს. დღეს გუნდები ერთმანეთს ლონდონში დაუპირისპირდნენ და შეხვედრა იმავე ანგარიშით დასრულდა – კვლავ “ბლაუგრანას” სასარგებლოდ, ორი მატჩის ჯამში კი 8-2.
არამხოლოდ ნახევარფინალის, არამედ დღევანდელი შეხვედრის ბედიც პირველივე ტაიმში გადაწყდა, როდესაც მასპინძლებს ბონმატიმ, პახომა და პინამ გაუტანეს. 90-ე წუთზე პარალუელომ ანგარიში 0-4 გახადა, ერთ წუთში კი ინგლისელებმა პრესტიჟის გოლი გაიტანეს.
“ბარსელონას” შანსი აქვს ქალების ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მესამედ, სულ კი მეოთხედ მოიგოს. ამისთვის 24 მაისს ლისაბონში გამარჯვება იქნება საჭირო. მეტოქე კი დღეს გაირკვევა. ტურნირის ისტორიაში საუკეთესო გუნდს, “ლიონს” “არსენალთან” სტუმრად 2-1 აქვს მოგებული.
ფინალში გამარჯვების შემთხვევაში “ბარსელონას” ქალთა გუნდი, შესაძლოა, ევროპული ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური მიღწევების მონაწილე გახდეს.
პერესთან ვიზიტის შემდეგ ანჩელოტი მოდრიჩს და ვასკესს ესაუბრაო, ნეტა რა ქონდათ სალაპარაკო? ალბათ ის უთხრა ჩემსავით თქვენც გაყრილები ხართო გუნდიდან.
ადმინი კი ასე ასრულებს ნიუსს: "ანჩელოტი ლა ლიგის დამთავრებამდე დარჩება და მის მომავალზე არც გამარჯვება და არც მარცხი არ იქონიებს გავლენას"-ო
სწორედ ის დროა ბარსას ფანებმა სიმღერა დაუწერონ ანჩელოტის კლასიკოსთვის, როგორც მადრიდელებმა ჩავის. სათაურით: "არ წახვიდე ანჩელოტი" თუ "დარჩი ანჩელოტი" გეხსომებათ რა გემრიელად იცინოდნენ რეალის ფეხბურთელები სათადარიგოზე. მე იმან გამაკვირვა რომ ერთადერთი კროსი მეგონა დალაგებული და ყველაზე მეტს ეგ იცინოდა.
ერთი არგენტინელი გვინდა ბარსაში
კაცებშიც ეგ იქნება ფინალი.
ამინ!
…და თასს აწევს ბარსა.
მაგათ ისეთი ჭირთ მოსაწევი თუ უშველით :დდ
კაცებშიც ეგ იქნება ფინალი.
აუ რივერის მოთამაშე, ფრანკო მასტანტუონო რა მაგარი ტალანტია იმენა. იმედია ბარსა დაეჩალიჩება და დაითრევს, 17 წლისაა💀
პოსტი დავდე რა ფბს როგორც ექიმი გამოცდილი ვარ ამ საქმეშითქო და რეალის ფანებს გულის საშვალება გამოვუწერე თან ყველაზე მყრალი სუნი რომ აქვს კორვაროლი აი ის იმენა :დ
ბარსა-არსენალი იქნება ფინალი. არ მეგონა თუ ლიონი წააგებდა არსენალთან, თანაც სტუმრად ქონდა მოგებული 1:2 და სახლში წააგო 1:4
კაცების ჯერია 😎
ბარსა არსენალს ვწურავ მე 😁
ვინაიდან ფინალამდე მივიდნენ ბარემ მოიგონ და ისტორიას ახალი ფაქტები შეემატება ბარსას ტრიუმფისა..
კაცებშიც გვინდა ეგეთი მიღწევა და ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს.
კაცებმა მოიგონ მთავარია :დ
ბარსა არსენალია ფინალი ფაქტიურად 0:4 იყო რომ ვნახე უგებდა ლიონს😅😅😅 აბა კაცებშიც თუ ბარსა არსენალი დაჯდებაა იქაც ფრანგული კლუბი გამოაგდო არსენალმა🤭🤭🤭
აბა ქალებოოოოოოოოოოოოოო თქვენი წყალი გადასხმოდეთ კაცებს
წარმოიდგინე ესპანეთისთვისც რამხელა რაღაცაა,
ესპანეთმა ხო ყველა კატეგორიაში მოიგო ევროპა
ძველი ბარსას როლი გამახსნედა ესპანეთის ნაკრებში და ეხაც ისტორია ცოტათი მაინც დაემსგვსება იმას……….
როგორი სიამაყეა რომ გქვია ბარსას გულშემატკივარი.
მართლაც ეგრე რო მოხდეს და ყველაფერი მოვიგოთ დიდ მიღწევასთან ერთად წესით ვალებიდანაც უნდა ამოვიდეთ რამხელა შემოსავალი იქნება ჯერ მარტო ეგ ვთქვათ თან ფეხბურთელების დარეგიატრირებაც მგონი აღარ იქნება პრობლემა კამპ ნოუც გაიხსნება მალე და შეგვეძლება წესით ამ ზაფხულს ტოპ ტრანაფედების დადება მინიმუმ ერთის მაინც ფორვარდი გვინდა ვინმე ტოპი
ღმრერთოო მომასწარი რომ ბარსელონას კაცთან გუნდი ზედიზედ 5 ფინალში გავიდეს ამ წლიდანვე🥂❤️
აი ორი ტრებლი რომ დავდოთ ან თუნდაც სამივე გუნდით მოვიგოთ ლიგა, ეგ იქნება უმაღლესი დონის მიღწევა რაც კი შეიძლება საკლუბო ფეხბურთში გამოგივიდეს და მაგის გამეორებაზე მართლა შეგვეძლება ვთქვათ რო ვერავინ შეძლებს, ჯერ ხო კაცთა და ქალთა გუნდი ერთნაირად ძლიერი რომ ყავდეს ეგეთი კლუბებია თითზე ჩამოსათვლელი და ამასთან ერთად აკადემიაც რომ ძლიერი ყავდეთ ეგეთი მარტო ბარსა თუა ალბათ, მართლა წარმოუდგენელ მიღწევებთანაა ბარსა ახლოს.