“ბარსელონას” ლეგენდა ანდრეს ინიესტა ტრებლის კიდევ ერთხელ მოგების შესაძლებლობაზე საუბრობს.
ტრებლზე საუბარი გადაჭარბებული არაა იმის გათვალისწინებით, თუ როგორ თამაშობს გუნდი.
“ბარსა” ლა ლიგის ლიდერი, ესპანეთის თასის ფინალისტი და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტია.
ტრებლის მოგება ძნელია, მაგრამ იმედია, ამ გრძნობას ისევ გამოვცდით. მომდევნო მატჩებში ყველაფერი გადაწყდება.
– ციტირებს ინიესტას სიტყვებს Mundo Deportivo.
“ბარსელონა” ისტორიაში პირველი კლუბია, რომელსაც ტრებლი ორჯერ მოუგია. ეს 2008/09 და 2014/15 წლების სეზონებში მოხდა.
ბალერინებმა ლიგას ხელი დაუქნიეს, ლა ლიგასაც დაუქნევენ დიდი ალბათობით. კოპა რჩებათ ერთადერთი რისი მოგების შანსიც აქვთ და არაფერს დაზოგავენ, ტრ**ს მო***ენ, მითუმეტეს ეს იქნება სავარაუდოდ კარლოს ბოლო გაფართხალება რეალში.
ხო რეალთან წაგება მაგრა გატეხავს, მაგათი უტიტულოდ დატოვება გაასწორებდა. მარა ეგ კრისები თასს მაინც იგებენ როცა სეზონი უვარდებათ. ისე ლევას და ბალდეს ტრავმებმა მართლა გატეხა, პრინციპში ნებისმიერის ტრავმა ძირითადიდან იგივეს იზამდა. ერთადერთი ოლმოს ჩამნაცვლებელი გვყავს და ისიც გავი და ფერმინი მაინც ვერ არიან ისეთი ათიანები როგორიც ოლმოა. აქ გამოჩნდა როგორ გვიჭირს სასტავში. გვჭირდება 3-4 კაცი სკამზე, სკამზე რა, როტაციაში, კონკურენცია რო იყოს ყველა პოზიციაზე. დაცვის ფლანგებზე ფორტი და მარტინი მაგრა ტეხავს, ტორესსა და ლევას შორის დიდი სხვაობაა კლასში, მოკლედ ამ ზაფხულს უნდა გავძლიერდეთ რო აღარ გვეშინოდეს არავის ტრავმის, არავის რაა, იამალს და პედრის ასე ადვილად ვერ შეცვლი მარა დანარჩენ პოზიციებზე სერიოზული კონკურენციაა საჭირო
ლევას და ბალდეს ტრავმებმა ძალიან დაგვხია უკან… კოპას ფინალი გადაწყვეტს ძალიან ბევრ რამეს. ნეტა გამოეგდო სოსიედადს რეალი, ახლა მაინც სანერვიულო გახდა. კოპას მოგება-წაგება გაარკვევს ბევრ რამეს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით
ტრებლის შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება
ძალიან რთული იქნება, აქეთ ბალდე, იქ კიდევ ლევანდოვსკი, რეალს სხვა გზა არ ექნება და იმაზე უხეშად ითამაშებს რაც არსენალთან გვანახეს. იმედია თამაშის შემდეგ სუყველას არ დაგვიმტვრევენ. ეს რუდიგერი საჯარიმოში რო ჩამოდის კუთხურზე, ორ მცველს იჭერს ორივე ხელით და კიდევ ცდილობს მეკარეს მიაჯახოს ორივე. ასეთი რამე რამდენჯერმე ქნა არსენალთან.