“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურის მატჩში (1-0) “მალიორკას” დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კარი მშრალად შევინახეთ. კიდევ უფრო მეტი გოლი გატანა შეგვეძლო, მაგრამ მთავარი სამი ქულაა.
ოლმო სეზონის ბოლოს ძალიან დაგვეხმარება. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და ამას მოედანზე ვხედავთ.
ბევრს ვფიქრობთ იმაზე, რომელი ფეხბურთელები დავასვენოთ. დღეს სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ.
რთულია იმის თქმა, რა არის პედრის ლიმიტი. ის ბურთით და მის გარეშე ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს.
ბედნიერები ვართ. ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.
როტაციები ჩემი საქმის ნაწილია. მიუხედავად ამისა, ყველამ კარგად ითამაშა.
თამაშამდე ყოველთვის გაქვს წარმოდგენა, ვინ იქნება სასტარტოში და ვინ შემოვა სათადარიგოდან, მაგრამ მატჩები მოსალოდნელისგან ყოველთვის განსხვავებულია.
“მალიორკამ” თავისი სტილით ითამაშა, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი ისაა, რომ თამაშს ვაკონტროლებდით და ცოტა შეცდომა დავუშვით. თავს უკეთ ვიცავდით.
არ ვიცით, კარგია თუ არა, რომ “რეალ მადრიდს” ესპანეთის თასის ფინალამდე ერთი დღით ნაკლები დასვენება აქვს. მათ შესანიშნავი გუნდი და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავთ.
რაც კარლო ანჩელოტისთან ხდება, არასწორია. მან ყველაფერი მოიგო. ანჩელოტის დიდ პატივს ვცემ.
ანსუ გასახდელში ყველას უყვარს. ფატიმ დღეს კარგად ითამაშა. თანაგუნდელები და ფანებიც ბედნიერები არიან.
ზოგჯერ 1-0 მოგება კარგია.
გარსიას დონით გაკვირვებული ვარ. მას თამაში მარჯვენა მცველადაც შეუძლია. ის გასახდელსა და მოედანზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ბედნიერი ვარ, რომ ერიკი გუნდში გვყავს.
40 დარტყმა… დღეს ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. რამდენიმე შანსი ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ კარი მშრალად შევინახეთ.
ამისათვის მინიმუმ კარში დარტყმაზეა საუბარი და ეს ყველაზე მეტად იამალს ეხება. იმიტომ რო ის თვითონვე იქმნის საგოლე მომენტებს. კი ჯერ არ არის მესი, მაგრამ რო მიუახლოვდეს ნათლიას სწორედ კარში დარტყმა უნდა ისწავლოს.
40 დარტყმიდან 5 მაინც უნდა გამოიყენო, ამაზე სამუშაოა.
მეკარე გაიგიჟა თავი, ძელებიც მადრიდის მხარეს იდგნენ
ასეთი გადახალისებული შენმადგენლობა არ მეგონა,40 დარტყმიდან რომ მარტო 1 გაიტან ეგ უკვე პრობლემაა თან მერამდენედ ხდება მომენტის უაზროდ გაფუჭება და ძლიერ გუნდებთან ესეთი შეცდომები არ უნდა დაუშვან.არაუხომ დახმარებაზე რა ქნა არ ვიცი შეცდომების გარანტიაა ტიპი
წინა თამაშებში ცოტა გადამწვარი ჩანდა გუნდი, მაგრამ გუშინ ძალიან დამუხტულები გამოვიდნენ
იამალი და ზოგადად ღლაპები ბევრს გეტლიკინებიან აშკარად და ყველა უნდა მოსვა
იამალს შემოარტყი თორე მაგის გატუტუცება არავის არგებს, დანარჩენში კაი ხარ.