workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
რაიო ლოგო

რაიო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონა-ინტერი – ურთიერთშეხვედრების ისტორია

ბარსელონა-ინტერი – ურთიერთშეხვედრების ისტორია

ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” მომდევნო მეტოქე ცნობილია. ჰანსი ფლიკის გუნდი 1/2-ფინალში იტალიის საუკეთესო გუნდს, “ინტერს” დაუპირისპირდება. “ნერაძური” იტალიის მოქმედი ჩემპიონი და სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ლიდერია.

“ბარსელონასა” და “ინტერის” ურთიერთშეხვედრების ისტორია 16 მატჩს ითვლის და ის სათავეს 1959 წელს იღებს.

გუნდები ერთმანეთს პირველად ბაზრობათა თასის (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) 1959/60 წლების სეზონში, 1/4-ფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ. მაშინ “ბლაუგრანამ” ორივე თამაში მოიგო – შინ 4-0 და სტუმრად 4-2. 

1970 წელს იმავე ტურნირის 1/8-ფინალში უფრო ძლიერი უკვე “ინტერი” გამოდგა. პირველ მატჩში მილანელებმა სტუმრად 2-1 მოიგეს. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც “ბლაუგრანა” “ნერაძურისთან” საკუთარ კედლებში დამარცხდა. განმეორებითი შეხვედრა 1-1 დასრულდა და მომდევნო ეტაპზე იტალიელები გავიდნენ.

დანარჩენი 12 დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე გაიმართა.

2022/03 წლების სეზონში, ლიგის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე “ბარსამ” “ინტერი” შინ 3-0 გაანადგურა, მილანში კი გუნდებმა უგოლოდ ითამაშეს. ჯგუფიდან ორივე გუნდი გავიდა, “ბარსელონა” კი პირველი ადგილით.

2009/10 წლების სეზონში ესპანურ-იტალიური დაპირისპირება ისევ ჯგუფში შედგა. “ბარსელონა” ამჯერადაც უფრო ძლიერი იყო – სტუმრად 0-0 და შინ 2-0. ჯგუფიდან კვლავ ორივე გუნდი გავიდა, “ბარსა” ისევ პირველი ადგილით.

გუნდები ერთმანეთს იმავე სეზონის ნახევარფინალში შეხვდნენ და ჩემპიონთა ლიგის იმდროინდელი გამარჯვებული ჟოზე მოურინიოს “ინტერთან” ბევრისთვის მოულოდნელად დამარცხდა. სტუმრად 1-3 წაგების შემდეგ პეპ გვარდიოლას “ბარსამ” შინ 1-0 კი მოიგო, მაგრამ ეს ფინალში გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა.

2018/19 წლების სეზონი, ისევ ჯგუფური ეტაპი. ბარსელონაში 2-0, მილანში 1-1 და “ბლაუგრანა” მომდევნო ეტაპზეა, “ნერაძურიმ” კი ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა.

მომდევნო სეზონში გუნდები ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს კიდევ ერთხელ გადაეყარნენ. “ბარსამ” ორივე თამაში ანგარიშით 2-1 მოიგო, რის შედეგადაც თავად კვლავ პირველი ადგილი დაიკავა, “ინტერი” კი ისევ მესამე პოზიციას დასჯერდა.

აქამდე ბოლო დაპირისპირებები 2022/23 წლების სეზონში გაიმართა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც “ინტერმა” “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე აჯობა. მილანში 0-1 წაგების შემდეგ კატალონიელებმა მეტოქეს საკუთარ კედლებში ვერ სძლიეს (3-3), რის გამოც ევროპა ლიგაზე უკვე თავად გადაინაცვლეს.

სულ გამართულ 16 თამაშში “ბარსელონას” 8 მოგება, 5 ფრე და 3 მარცხი, 27 გატანილი და 15 გაშვებული გოლი დაუგროვდა.

რაც შეეხება ფლეი ოფებს – 3 ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან 2 “ინტერმა” მოიგო, ხოლო ერთი – “ბარსამ”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (43)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 18 აპრ 2025, 00:27
    #20

    ფლიკი მენტალურად მგონია რომ საუკეთოდ დამუხტავს გუნდს. რეალთან თასის ფინალზეც ბევრი იქნება დამოკიდებული, პირდაპირ აისახება გუნდის სულისკვეთებაზე. ზოგადად კი ჰანსი ფლიკის მარცხი, სადაც საქმე მოტივაციას და გუნდის მოქოქვას ეხებოდა, საფეხბურთო სამყაროს ჯერ არც უნახავს.

  • me da barca
    schedule 17 აპრ 2025, 23:46
    #19

    2010 წელს მოურინიოს ინტერმა კი არ მოგვიგო, ნაგლად წაგვართვა რასაც ქვია. მაგას დამატებული ავტობუსით მგზავრობა მილანამდე ვულკანის გამო.

  • Barca for life
    schedule 17 აპრ 2025, 23:41
    #18

    რახანია სტატიებსა და კომენტარებს ვკითხულობ და ვერ ვხვდები ეს ინტერი უძლეველი, გაუვალი და სასწაული გუნდი როგორ გამოჰყავს ხალხს მაშინ როცა როჟები წელს არაერთხელ გამოისვეს ტ*რაკში და არც ამ ბაიერნთან ჰქონდათ კარგად საქმე, თან ბოლოში მაგრად გადარჩნენ..
    ნამდვილად ძაღლი გუნდია და უხერხული მეტოქეა უდავოდ, მაგრამ რომელიმე სხვა გუნდის ფანი რომ ვიყო და ბარსას მახვედრებდნენ შიშით ჩავიფსამდი იმის მერე რაც წელს ვნახე და რა ვნახეთ წელს? მგონი ყველას დაავიწყდა და მაინც შეგახსენებთ:
    1. ერთ კვირაში სევილია: 5-0, ბაიერნი 4-1, რეალი 4-0
    2. სასწაული რემონტადა ბენფიკასთან 5-4
    3. რემონტადების კასკადი: ატლეტიკოსთან 2-0ზე კოპაზე დატრიალებული საოცარი თამაში, წაყვანილი 4-2 და დასრულებული 4-4, შემდეგ ჩავედით მათსავე სტადიონზე ჯერ ლალიგის თამაშში და ისევ 2-0დან დავუქამბექეთ და 4-2 გამოვისვით, და მერე კიდევ 2 დღეში ისევ ჩავედით და თავისივე პრაგმატულ და ძაღლურ თამაშში დავჩაგეთ 1-0
    ეს ატლეტიკო კი ვინმეზე ნაკლები გუნდი არაა, ეს ატლეტიკო იყო წინა წლის დაჟე უკეთესი ინტერი რომ გამოაგდო ჩლდან მაშინ როცა იმ სეზონშიც ყველა ფიქრობდა რომ ინტერი ფინალში გავიდოდა და მერე ეს ატლეტიკო ადგა და ზაფხულში სერიოზულად გაძლიერდა, ხოლო ჩვენ ოთხივე თამაშში ვიხმარეთ პირდაპირი მნიშვნელობით.
    4. უდიდესი მენტალიტეტისა და გამძლეობის ჩვენება ერთ-ერთ ურთულეს სტადიონზე ბენფიკასთან და 10 კაცით სასწაულებრივად გაწურული 1-0 (აი აქ გუნდმა აჩვენა რომ რაღაცის *რაკი მართლა აქვთ) ამას კი მოაყოლეს ულამაზესი მეორე თამაშიც.
    5. რეალთან სუპერთასი: 1-0 დან 5-1, დაჟე მსაჯებიანად გადავახიეთ ბურთი თავზე ისე რომ 10 კაცით დაგვტოვეს და ვინმეს თუ ჰგონია რომ მსაჯი რომ არა ეგ თამაში 10-1იც არ მორჩებოდა ძალიან ცდება
    6. ჩავედით დორტმუნდში, გადავუარეთ 3-2, წამოვედით, ჩამოვიდნენ ბარსელონაში ვიხმარეთ 4-0 გავუშვით
    და აქ ხალხი უმოტივაციო, გადაღლილ, უკონცენტრაციო ბარსას უბრაზდება როგორ თუ წააგეთო, მარა ყველაზე ცუდი ისაა რომ ტიპები ჩამოწერეს საერთოდ. წტფ მართლა..
    7. არ დაგვინდია ლალიგისი ტოპ გუნდები: ბილბაო, სოსიედადი, ჟირონა, სევილია.. ზოგისთვის ვითომ არაფერი და აგერ ბილბაო სანმამესზე ევროს მოგებას უმიზნებს, იქეთ სოსიედადმა რეები უქნა რეალს და ჩვენ ამ დროს იმ დონეზე ვიხმარეთ რომ კარში არ დაურყამთ და თამაში 4-0 მორჩა (ნუ ეს მათთვის ვინც არსენალი იმიტო გააჰაიპა რომ რეალს მოუგო..) რეალს მოუგო იმ ვალენსიამაც ჩვენ რომ 7-0 ვიხმარეთ და მერე კოპაზე 5-1 არ დავაკელით.. ნუ მოკლედ..

    ერთი სიტყვით, ვინც ამ გუნდს მთელი სეზონია უყურებს, აკვირდება დეტალებს, ანალიზებს უყურებს თამაშების მერე, ვარჯიშებზე ხედავს რა ხდება და ა.შ. ის ადამიანი არცერთ სამყაროში ამ ბარსას არათუ ჩამოწერს, არამედ ისეთ გლეიზინს უნდა უკეთებდეს რომ რავიცი.. გავიგეთ რომ ეს ინტერი ძაღლი გუნდია, მაგრამ ვისზე ნაკლები ძაღლი და ჩვენთვის განსაკუთრებით უხერხული მეტოქე იყო ის ატლეტიკო ლამის რეალიც რომ გამოაგდო ჩლდან?!
    გასაგებია რომ ეს ინტერი ძალიან ორგანიზებული, სისტემური, ავტობუსა და კონტრებზე სახიფათო გუნდია, მაგრამ არანაკლები სახიფათოა ბარსაც მაგ კონტრებზე, არანაკლებ სახიფათოა ბარსას ამოწეული დაცვა, არანაკლებ სახიფათოა ბარსას პრესინგი და არანაკლებ კი არა გაცილებით სახიფათოა ფორმაში მყოფი იამალი-ლევანა-რაფინია რომ გიტევს ვიდრე ლაუტარო-წიურამი და ნახდაცვაში რა დონეზეც არ უნდა ვაფასებდე ჩალხანოღლუ-ბარელას (თან ამ ზაფხულში მე ვწერდი ნეტა ბარელა გვაყიდინა თქო) ყველასთან ბოდიში, მაგრამ პედრი ამ წამს არათუ მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველია არამედ ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელია საერთოდ და პედრის გვერდით მყოფი დეიონგი ზოგჯერ პედრიზე უკეთესიც ჩანს ხოლმე, იქეთ ოლმოს მაგიას რომ თავი დავანებოთ.. აქ უბრალოდ მთავარი კითხვა ისაა თუ რომელი გუნდი რა კონდინციაში შეხვდება მაგ თამაშებს, ინტერს საკმაოდ გადატვირთული კალენდარი აქვს და ლიგაში ჩვენსავით იბრძვიან, ჩვენ კიდე ჯერ რეალს და მერე განმეორებითმდე ვალიადოლიდს ვეთამაშებით, რაც იმას ნიშნავს რომ ხალხის დასვენებას შევძლებთ ანუ ამ მხრივ უპირატესობა გვაქვს თუმცა მათი უპირატესობა სახლში თამაშია..
    უბრალოდ რისიც მჯერა პირადი დაკვირვებიდან გამომდინარე ისაა რომ წელს ბარსას უშუალოდ პერფორმანსით ვერავინ აჯობა, თუკი სადმე რამე წააგეს ან უმოტივაციობიდან გამოწვეული უკონცენტრაციობის ბრალი იყო ანდა იმ უიღბლობების ლევანა-რაფინია-ფერმინი თამაშებში 5-5 100% შანსს რომ მაზავდნენ. და ახლა დარწმუნებული ვარ რომ ნახევარფინალებს სხვაგვარი მენტალობით მოეკიდებიან, თან ვფიქრობ დორტმუნდთან გამოცდილება ბევრ რამეს ასწავლიდათ, მაქსიმალურად მობილიზდებიან, თავს მაღლა აწევენ, ამ გაბღენძილ რაფინიასა და იამალს გუნდელები კარგად წამოარტყამენ და თავიანთ თავებს დაუბრუნდებიან, ხოლო ის გუნდური სულისკვეთება თუ დავიბრუნეთ რაც გვქონდა, ინტერი კი არა ის საუკეთესო ბარსაც არ მგონია ამ გუნდის გამჩერებელი.

  • Vamsdreini.1
    schedule 17 აპრ 2025, 22:57
    #17

    მგონი ინტერთან გაიტანა ანსუ ფატიმ სარეკორდო გოლი, ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა გამტანი.

  • gafbabb
    schedule 17 აპრ 2025, 22:45
    #16

    2010 ფინალი ბერნაბეუზე უნდა ყოფილიყო რომ ჩაეთვალათ ბოჯანის გოლა მანდ ავწევდით თავს აუ რა შანსი გავუშვით

  • Frenkie de Jong_
    schedule 17 აპრ 2025, 22:41
    #15

    ისე დაკვირვებული ვარ, რთული კალენდარი როცა გვაქ მასინ უფრო მონსტრებივით თამაშობენ.
    გახსოვთ ოქტმბერში რა საშინელი კალენდარი გვქონდა და ქვა ქვაზე რო არ დაატოვეს? 😀
    ბაიერნი და რეალი რო ერთ კვირაში მოვიგდეთ

  • BlackBull
    schedule 17 აპრ 2025, 22:33
    #14

    "გულწრფელად, ინტერი-ბაიერნზე უფრო ვნერვიულობდი. ბარსელონა ტალანტებით სავსე გუნდია, შესანიშნავი სტრაიკერებით, მაგალითად: ლევანდოვსკისა და ლამინ იამალის წყვილი. კატალონიელებს ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ მე მჯერა ინტერის გამოცდილება ინძაგის დაეხმარება.
    გუშინდელმა ატმოსფერომ დამამშვიდა. ინტერი პირველ შეხვედრას ბარსელონაში ჩაატარებს, როგორც ეს მიუნხერნში მოხდა, და 30 აპრილს, შესაძლოა, მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვოს," გააცხადა მატერაციმ joy joy joy

  • jacky iakovenko
    schedule 17 აპრ 2025, 22:19
    #13

    ციტატა: Berlinetta♥
    დღეს ვუყურე ჩანაწერს, არ მაქვს კარგი ამბები

    საჯარიმოს მისადგომებთან, ჩვენი ნახევარდაცვა ყოველთვის ტოვებს სივრცეს, ფრენკი დაცვას უერთდება , პედრი ფლანგზე ეხმარება ძირითადად, ასე თუ მოხდა, აუცილებლად გამოიყენებენ, მაგ ზონიდან უტევენ ძირითადად , ფლანგებიდან ჩაწოდებისასაც მეკარის საჯარიმოზე მეტად საჯარიმოს ხაზს ტვირთავენ… კასადო რომ ხოდზე იყოს , პედრი-კასადო- ფრენკის დავაყენებდი უფრო ვიდრე გავის ან ოლმოს

    პლუსი როგორ დავარქვა მარა ისაა რო მამენტ არც ლაუტაროა და არც ტურამი ვაიმე დედა რა სწრაფია და ჩვენში რომ დარჩეს არც ბარელა 😂

  • Berlinetta♥
    schedule 17 აპრ 2025, 21:08
    #12

    დღეს ვუყურე ჩანაწერს, არ მაქვს კარგი ამბები

    საჯარიმოს მისადგომებთან, ჩვენი ნახევარდაცვა ყოველთვის ტოვებს სივრცეს, ფრენკი დაცვას უერთდება , პედრი ფლანგზე ეხმარება ძირითადად, ასე თუ მოხდა, აუცილებლად გამოიყენებენ, მაგ ზონიდან უტევენ ძირითადად , ფლანგებიდან ჩაწოდებისასაც მეკარის საჯარიმოზე მეტად საჯარიმოს ხაზს ტვირთავენ… კასადო რომ ხოდზე იყოს , პედრი-კასადო- ფრენკის დავაყენებდი უფრო ვიდრე გავის ან ოლმოს

  • Rick Sanchez
    schedule 17 აპრ 2025, 21:00
    #11

    ყველაფერი უნდა დაიკიდოს ფლიკმა და მოიგოს ორი მატჩის ჯამში.

  • Neymar
    schedule 17 აპრ 2025, 20:54
    #10

    ბალდე როდის ბრუნდება?

  • jacky iakovenko
    schedule 17 აპრ 2025, 20:53
    #9

    ციტატა: Albicelecte
    ანუ, არც ინტერისათვისაა ბარსა საჩუქარი;
    არვ ფლიკია მათთვის კანფეტი
    არც კალენდარი აქვთ იოლი, ჩემპიონობისთვის იბრძვიან; ტასზე 1/2 ფინალი აქვთ სათამაშოლ დერბი თან;
    სერიაში კონტე მისდევთ ალესილი ბებუთით, არ მოერიდება, რომ ზურგში ჩასცხოთ;
    ბარსამდე ბოლონიას(კაი ფორმაში მყოფი), მილანსა და რომას ხვდებიან; არა მგონია მთლად დასვენებული და ჯანზე მყოფები ჩამოვიდნენ

    ის ტეხავს რო პირველი თამაში სახლში გვაქ 🥴პირველი სტუმრად ასწორებს რა

  • Albicelecte
    schedule 17 აპრ 2025, 20:44
    #8

    ანუ, არც ინტერისათვისაა ბარსა საჩუქარი;
    არვ ფლიკია მათთვის კანფეტი
    არც კალენდარი აქვთ იოლი, ჩემპიონობისთვის იბრძვიან; ტასზე 1/2 ფინალი აქვთ სათამაშოლ დერბი თან;
    სერიაში კონტე მისდევთ ალესილი ბებუთით, არ მოერიდება, რომ ზურგში ჩასცხოთ;
    ბარსამდე ბოლონიას(კაი ფორმაში მყოფი), მილანსა და რომას ხვდებიან; არა მგონია მთლად დასვენებული და ჯანზე მყოფები ჩამოვიდნენ

  • jacky iakovenko
    schedule 17 აპრ 2025, 20:35
    #7

    მარტო ინტერზე როგორ ფიქრობთ თქვენ 2 კვირაში ინტერი/რეალი ერთად ვახ ჩემიიიი რა გვეშველება🤣მერავიცი ცუდი რომ მოხდეს რამე როგორ უნდა თქვა გუნდზე მერე ცუდი, ჯერ რო აქამდე ისე მოვიდნენ როგორც მოვიდნენ და აგერ ახლა ასეთი კალენდარია 🥶ბარსამ ყველა ძლიერი ძლიერი LLM და სუპერკომპუტერები უნდა დაიხმაროს რო ძალების დაზოგვა გამოითვალოს როგორ რანაირად 😂აბა ისე მერავიცი სასწაულები გვინდა

  • P E D R I T O – 8
    schedule 17 აპრ 2025, 20:23
    #6

    პედრი ფრენკი ოლმო ესე უნდა გავიდეთ.სახლში დარწმუნებული ვარ 2-3 გოლს გავიტანთ მთავარია გოლი არ გავუშვათ.რა მაგარი იქნება პირვწლი თამაში რო ესე 3-0 წამოვიღოთ გინდა 3-1 იფ იფ🙃

  • La Pulga10
    schedule 17 აპრ 2025, 19:24
    #5

    ციტატა: Don_Andresito
    მაგარი ცუდი გუნდია რა, რეალიც მერჩივნა, ბაიერნიც და პსჟ ეც. ეს არსენალიც მაგრად კეტავს თამაშს და ინტერიც. მარა 2 თამაშიანში ინტერი სატანაა. სერიოზული კონკურენტია ყველასთვის, დაჟე ფავორიტიც. ფიზიკურად ევროპაში ტოპ 2 გუნდში შედის, სისწრაფეც აქვთ, პრესინგი, იდეალური დაცვა, როგორც 1-1 ზე ისე ზონური. გადაწყობადი და მოქნილი ტაქტიკა, მეორე სართულზე წაუგებლები, შორიდან დამრტყმელები და საშემსრულებლო კლასი მაღალ დონეზე. მოკლედ ძალიან რთული მეტოქეა. აქ გამოჩდნება რა შეიცვალა იმის მერე რაც ხეტაფე ლეგანესებმა ჩაკეტილი თამაშებით ქულები გვახიეს. ჩვენი უპირატესობა ისაა რო რას დავუპირისპირებთ კაცმა არ იცის და წინასწარ ვერ გაგვშიფრავს ინძაგი როგორც ჩავი გაშიფრა. ინტერთან გამოვარდნა კატასტროფა არ იქნება, კარგი შედეგია ამ ახალგაზრდებით 1/2 ფინალი. მაგრამ მაინც მაქვს იმედი რომ რაღაც არაორდინალურს გავუკეთებთ, ინძაგიც რო ვერ იფიქრებს ეგეთს, იამალით ან რავი. ისე კი ბასტონი ბარელა და ლაუტარო დღეს ტოპ 5-5 კაცში შედიან თავიანთ პოზიციებზე. სრულყოფილი და რობოტი გუნდია, არანაკლები მოუს ინტერზე. ამიტო ფავორიტები ნაღდად ვერ ვართ, უბრალოდ ბაიერნთანაც გამოჩნდა და სერია ა შიც ჩანს რო შარშანდელთან შედარებით მეტი შეცდომა აქვთ უკანა ხაზში, ძალიან ბევრ თამაშს ვუყურე წელს ინტერისას (ძმა მყავს მაგათი ფანი) და იშვიათად მარა შეცდომები არის. ამიტო ყოველი შეცდომა უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად და ყველა მომენტი გოლად უნდა ვაქციოთ, ლევანდოვსკიმ თუ აურია და წავაგებთ. თუ მაქსიმალურად ფრთხილად ვითამაშებთ გვექნება შანსი. ისე არ მგონია მაგათთან თამაშგარის მახემ იმუშავოს, ძალიან ჭკვიანურად თამაშობენ და ინძაგი კარგად გამოიყენებს მაგას. თან თუ მარტინით მოგვიწია თამაში არ ღირს გარისკვა. ჯობს ისევ დაწეული დაცვის ხაზით ვითამაშოთ. და შორიდან დარტყმები არ უნდა ვაცალოთ ჩალხანოღლუს, მაგის გოლმა ჩაგვტოვა ჯგუფში მაშინ

    სადაც ბაიერნმა გაუტანა 3 ბურთი იქ ჩვენგანაც გაუვათ. ერთი ეგ არი რო მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა დავუხვდეთ,თორემ შეცდომებს არ გვაპატიებენ. ბალდე იმედია მალე გამოჯანმრთელდება შეტევაში ბადალი არ ჰყავს. ასევე იმედია ოლმო შევა ფორმაში, ასე მგონია ოლმო დიდ როლს ითამაშებს და ჩვენი ჯოკერი გახდება ინტერის წინააღმდეგ.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 17 აპრ 2025, 19:21
    #4

    ყველაფერი უნდა გავიღოთ და გავარღვიოთ!
    პ.ს. იმედია ბალდე მოასწრებს დაბრუნებას მეორე მატჩისთვის მაინც

  • Frenkie de Jong_
    schedule 17 აპრ 2025, 19:20
    #3

    ციტატა: Visca barca
    ბელინგემზე ყვე@ი არსება ვინისიუსი მახსენდება მხოლოდ, მაგრამ ჯერ ადრეა ახალი გადასულია რეალში

    რა დაერმათა მართლა,

    ერთერთი ყველაზე ღირსეული ფეხბურთელი იყო და ეხა რეებს აკეთებს,

    მართლა ცვლის დიდება და ძალაუფლება ადამიანებს

    პ.ს რევანში გვაქქქ საძიებელიიიიიიიიიიიიიიიიი 2010 წლის ინტერზე.

  • Visca barca
    schedule 17 აპრ 2025, 19:12
    #2

    ბელინგემზე ყვე@ი არსება ვინისიუსი მახსენდება მხოლოდ, მაგრამ ჯერ ადრეა ახალი გადასულია რეალში

  • Don_Andresito
    schedule 17 აპრ 2025, 18:34
    #1